planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi12-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ პარტია ,,ჩვენ თვითონ’’ და ,,ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია’’ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახით წარსდგებიან. ამის შესახებ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული პარტიების ლიდერებმა განაცხადეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით,,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ ამ გაერთიანებისათვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ, რადგან მათი იდეოლოგიური შეხედულებები უმეტესად ერთმანეთთან თანხვედრაში იყო. მისი თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადამიანური და პარტიული რესურსების მაქსიმალური გამოყენებაა. თარგამაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბლოკის უმთავრესი მიზანი დევნილების პრობლემების მოგვარება იქნება. პარტია ,,ჩვენ თვითონს’’ ლიდერის პაატა დავითაიას ინფორმაციით, ბლოკის სახელწოდება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, პარტიების ხოლო საარჩევნო სია ერთიანი იქნება. რაც შეეხება ,,ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას”, ის ახლად შექმნილია და მასში ცნობილი სახეებიც არ არიან გაწევრიანებულები.პარტიას კი მაგდა კოტრიკაძე ხელმძღვანელობს. ,,ექსპრესნიუსთან,, საუბრისას გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, მას ,,საქართველოს დემოკრატიულ პარტიასთან,, კონსულტაციები არ გაუმართავს. ინფორმაცია თარგამაძემ კატეგორიულად უარყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts