Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თბილისში ლეხ კაჩინსკის სახელობის ქუჩა იქნება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kachinski-150x150.jpgუახლოეს პერიოდში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა.

 

 

განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დღეს გააკეთა.

 

 

უგულავამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა მოსწავლე-ახალგაზროდბის სასახელში პოლონეთის ელჩს ურშულა დოროშევსკას მიუსამძიმრეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.

 

 

ამ წინადადებით თბილისის მერი უახლოეს დღეებში საკრებულოს მიმართავს.

 

 

გიგი უგულავამ მოსწავლე-ახალგაზროდბის სასახელში დღეს პოლონეთის ელჩს ურშულა დოროშევსკასაც მიუსამძიმრეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

 

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მთავრობის წევრები სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 10 აპრილს დაიღუპნენ.

 

 

პოლონეთის პრეზიდენტი დასავლეთ რუსეთში მიფრინავდა, რათა პატივი მიეგო ათასობით პოლონელი ოფიცრისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დახვრიტა. ცერემონიალი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში უნდა გამართულიყო, იქ სადაც 70 წლის წინ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა 1939 წელს საბჭოთა არმიის პოლონეთში ინტერვენციის დროს ტყვედ აყვანილი 20 ათასი პოლონელი დახვრიტეს.

 

 

თვითმფრინავს Ту-154-ს, რომელითაც პოლონეთის დელეგაცია მიფრინავდა, საბჭოთა კავშირში 1960-იან წლებში უშვებდნენ.

 

 

მომხდარი ტრაგედიის გამო, ევროკავშირში გლოვის დღეა გამოცხადებეული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...