Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “სახალხო დემოკრატებმა” მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ორი ინიციატივა წარმოადგინეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili10-150x150.jpg“სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისი მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგადასახადო შეღავათებისათვის საზოგადოებას ორი ინიციატივა წარუდგინა.

 

 

ივანიშვილის განცხადებით, “სახალხო დემოკრატების” ინიციატივები ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინიციატივებისა და პრიორიტეტების რიგში ერთ-ერთი უპირველესი უნდა იყოს.

 

 

ამის შესახებ მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

“პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის საკანონმდებლო დონეზე ურთიერთ გამიჯვნა და მათთვის სხვადასხვა სახის დაბეგვრის რეჟიმების დადგენა. განსხვავებული უნდა იყოს მათთვის საბუღალტრო აღრიცხვის და სახელმწიფოსთან ანგარიშგების წესი და პრაქტიკა,”_ განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მერობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლებამ წვრილი მეწარმე ყველა სახის გადასახადებისაგან საერთოდ უნდა გაათავისუფლოს იმ მომენტამდე, სანამ ის მცირე მეწარმის კატეგორიაში არ გადავა.

 

 

`სახალხო დემოკრატების~ მეორე ინიციატივა საშემოსავლო გადასახადს ეხება.

 

 

ინიციატივის მიხედვით, პენსიონრების ის ნაწილი, რომლებიც პენსიაზე გასვლის მიუხედავად აგრძელებენ შრომით საქმიანობას, სრულიად უნდა განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისაგან და მათ ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე უნდა მიიღონ ხელფასი ძირითად სამუშაო ადგილებზე სადაც საქმიანობენ.

 

 

“სახალხო დემოკრატების” თქმით, ეკონომიკის განვითარების მთავარ ძალად, უნდა იქცეს მცირე და საშუალო ბიზნესი.

 

 

ივანიშვილის განცხადებით, გადასახადები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...