Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - არასამთავრებო ორგანიზაციები და პოლიტიკური პატიები მასშტაბურ აქციას გეგმავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/aliansi-saqarTvelosTvis2-150x130.jpgარასამთავრებო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები 15 აპრილს პარლამენტთან მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

 

 

ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფისში არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს.

 

 

მათი თქმით, მიმდინარე წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ეკა ბესელიას არასრულწლოვანი შვილის რატი მილორავას და ძმის სერგო ბესელიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც პატიმრების საბოლოო განაჩენი გამოცხადდება.

 

 

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, აღნიშნულ საქმეს მინიჭებული აქვს პოლიტიკური ანგარიშსწორების სტატუსი.

 

 

“მართლაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება სისატიკისა და შურისძიების ის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ შვილისა და ძმის მიმართ ანგარიშსწორების ფორმით. ვინაიდან სახეზე გვაქვს პირველი ინსტანციის მიერ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის მაგალითი და ასევე ცნობილია პროკურატორის პოზიცია, რომელიც ითხოვს განაჩენის ძალაში დატოვებას, ჩვენ საქართველოს არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მოგმართავთ თხოვნით – გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და რესურსი რათა, ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე და ობიექტური და სამართლიანი გადაწყვტილების გზით მოხდეს რატი მილორავასა და სერგო ბესელიას გათავისუფლება” – განაცხადეს პარტიის ლიდერებმა.

 

 

14 – მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ისინი ბესელიას ოჯახს თანადგომას უცხადებენ.

 

 

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს 3 საათზე პარლამენტის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...