Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეროვნული საბჭო დალუქული სტამბების გახსნის მოთხოვნით აქციას გამართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer36-150x150.jpgეროვნული საბჭო დალუქული სამი სტაბმის გახსნისათვის ბრძოლას არ შეწყვეტს.

 

 

ამის შესახებ დღეს “კონსერვატიული პარტიის” ოფისში გამართულ ეროვნული საბჭოს ბრიფინგზე, საბჭოს თბილისის საკრებულოს თავმჯომარეობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დალუქული 4 სტამბიდან ერთი “თბილისელები”, პოლიტიკური პარტიებისა და ჟურნალისტთა დახმარებით გაიხსნა, თუმცა დარჩენილია სამი სტამბა და თუ ხელისუფლების მიერ 20 აპრილამდე არ გაიხსნება დანარჩენი სტამბები, ეროვნული საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან აქციას გამართავს.

 

 

“ბრძოლის გაჩერებას არ ვაპირებთ და ვიბრძოლებთ ხელისუფლების ძალმომრეობის წინააღმდეგ”, _ განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის გია ბერძენიძის განცხადებით, თუკი ხელისუფლება კვლავ შეეცდება საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას, საბჭო რადიკალურ ზომებს მიმართავს.

 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში 4 სხვადასხვა სტამბა დაილუქა, რომელშიც ეროვნული საბჭოს საარჩევნო სააგიტაციო მასალები და გაზეთი იბეჭდებოდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...