planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias-iorSi-150x150.jpgსაქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათეას იორში და დეივიდ ვილშაიერი ეწვივნენ. იორში და ვილშაიერი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ბორის ვოდზთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან რეინტეგრაციის საკითხებში დავით რაქვიაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვთან გეგმავენ. შეხვედრების დროს მთავარი განხილვის საკითხი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია და რუსეთის მხრიდან მისი შესრულება იქნება. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ასევე ცხინვალში, გალსა და სოხუმში ჩასვლასაც გეგმავენ. მათიას ეორში თბილისში მარტის ბოლოსაც იმყოფებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, სტრასბურგში აპრილის ბოლოს გაიმართება, სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო იქნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts