planetanews Posted April 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/energetika-scada-systems1-150x120.jpgბუქარესტში ხვალ რუმინეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის მშენებლობის თაობაზე. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზის მიწოდების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” მემორანდუმი გაზის გამათხევადებელი ორი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე რუმინეთში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ. Eვროს შეადგენს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით ნებისმიერი სატრანზიტო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის.“ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მიიღებს, როგორც საქართველოს ბიუჯეტი, ასევე მივიღებთ გაზის დამატებით მოცულობებს. მსგავსი პროექტებით კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყანის მნიშვნელობა რეგიონში. ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ალტერნატივას, რუსეთის გვერდის ავლით, გაზის მიღების საკითხში”,-განცხადა ხეთაგურმა საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთერთშეთანხმების ოქმი 2009 წლის ოქტომბერში გაფორმდა. მსგავსი სახის ოქმი რუმინეთის მხარემ აზრებაიჯანთან მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმა. ოქმით, გათვალისწინებული იყო ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც მემორანდუმს ხელმოსაწერად მოამზადებდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts