Jump to content
Planeta.Ge

იუვენტუსის ფან კლუბი- "ულტრასები" საკუთარ ფეხბურთელებს ისევ უსტვენდნენ


Recommended Posts

http://www.tuttosport.com/images/51/C_3_Media_1026651_immagine_l.jpg"იუვენტუსის" ტიფოზებმა, დღევანდელი შეხვედრა სტვენით გახსნეს. როცა დიქტორმა სახელების გამოცხადება დაიწყო, "ულტრასებმა" კანავაროს, გროსო, ძებინას, ფილიპე მელოსა და პირველად, ალბერტო ძაკერონისაც დაუსტვინეს. მატჩის დასაწყისში, "კურვა" სკანდირებდა: " სირცხვილი, ითამაშეთ როგორც პრიმავერა ", " თქვენ არ იმსახურებთ ამ მაისურის ტარებას ", " ვერ გიტანთ ძებინა ". შემდეგ გულშემატკივარი "კალჩოპიოლისაც" შეეხო: " დააბრუნეთ ჩვენი "სკუდეტოები "" - ისმოდა სტადიონზე. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, აღსანიშნავია, რომ ექსცესები არც შეხვედრის დასრულების შემდეგ დაფიქსირებულა. სიმშვიდე იყო "ბიანკონერთა" სასტუმროშიც. "სტადიო ოლიმპიკოს" გარეთ, ტიფოზების მეტად აქტიურმა ნაწილმა, პატარა ბუკლეტების დარიგება დაიწყო, სადაც მათი აქციის მიზეზი იყო ახსნილი: "ჩვენ მათ წინააღმდეგ გამოვდივართ, ვისაც 113 წლიანი ისტორიის გაუფასურება სურს. მოდით გავყაროთ ისინი!"

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...