asds Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 შტილია ფორუმზე ... თემას რაც შეეხება და თუ დღეს გავრცელებულ ამ ინფორმაციას განვიხილავთ პოლონურმა მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ვარშავაში გამგზავრებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა 18:34 - 15.04.2010 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვაზე აღარ გაემგზავრება. როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, პოლონეთის საელჩომ პარლამენტს მიმართა და იმის გათვალისწინება სთხოვა, რომ "პოლონეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან პრეზიდენტის დაკრძლვაზე უამრავი დელეგაცია ჩადის და არსებობს ტექნკური პრობლემები, რომელიც მეტწილად ჩასული სტუმრების დაბინავებას უკავშირდება". უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ელდარ კვერნაძემ, რომელიც ქართული დელეგაციის დაკომპლექტების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული, დაუდასტურა "პირWელს", რომ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ვარშავაში აღარ გაემგზავრება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "პოლონელ ხალხს საქართველოს სახელით მხოლოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუსამძიმრებს". რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, გაემგზავრება თუ არა იგი ვარშავაში, კვერნაძისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამასთან დაკავშირებით "პირWელი" პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაკა გიგაურსაც დაუკავშირდა, რომლისთისაც საპარლამენტო დელეგაციის ვარშავაში არგამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უცნობი აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ დავით ბაქრაძის ვიზიტს, როგორც გიგაურმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან ერთად ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდება და მისი პოლონეთში გამგზავრების საკითხი ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევადა ან განხილვის პროცესში ამ თემის პირველი პოსტის ეს ფრაზაც მოვიშველიოთ რამე რომ იყოს და პოლონეთის ბორტი ნომერი ერთის ჩამოგდებაში რუსეთისა და პოლონეთის საგამოძიებო კომისიებმა საქართველო დაადანაშაულონ მზად ხართ იმ შედეგებისთვის რაც მოვლენების ამგვარ განვითაებას შეიძლება მოყვეს?რა გამოდის? გამოდის ის რომ თუ სააკაშვილი კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩავა, სწორედ იმ ისტორიულ კრაკოვში (იქ მიაბარებენ მიწას კაჩინსკის) მისი ყოფნისას შეიძლება გაიჟღეროს პირველად ხმამაღლა, პოლონეთის ბორტი ნომერი ერთის კატასტროფასთან ქართული სპეც-სამსახურების შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაციამ .. ვიღაც ვიღაცებმა შესაძლოა "შემთხვევით" გაიხსენონ სააკაშვილი-კაჩინსკის ცხინვალური ეპოპეა და თავად სააკაშვილსაც რამდენიმე უსიამოვნო კითხვისთვის მოუწიოს თავის არიდება .. იტოგში რაცხა ბოლომდე ვერ ვიჯერებ რომ მოსკოველი (ეფესბეშნიკი) სტრატეგები საქართველოს არ ახსენებენ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის-ჩამოგდების კონტექსტში .. ხოდა მოკლედ რა შეიძლება მოყვეს საქართველოს ამ ამბებში დადანაშაულებას ალბათ ყველას ესმის .. ომი ორ ფრონტზე! ეს პოსტი განსჯისთვის დავწერე, რადგან მეუცნაურა პოლონური მხარის მიერ ქართული დელეგაციისთვის პოლონეთში ჩასვლაზე უარის თქმა .. რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ომის ჩემეული ძირითადი სცენარი კვლავინდებურად ასე გამოიყურება .. რატომ იქნება ომი კისა და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს .. სხვა გზა აშშ-ს არ აქვს რადგან დღეის მდგომარეობით აშშ-ის ნავთობითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მომარაგება ინდოეთის ოკეანის გავლით ხდება ძირითადად რაც 15-20 წელიწადში შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი გახდება. რატომ? იმიტომ, რომ მაგ დროისთვის ჩინეთს ავიამზიდების ფლოტი ეყოლება და შრილანკაზე და ინდეოთის ოკეანის სხვა რეგიონებში განთავსებული სამხედრო საზღვაო ბაზების მეშვეობით პეკინი ინდოეთის ოკეანეზე დომინირებას შეძლებს .. გასაგებია რომ ვაშინგტონს არ აწყობს ჩინეთის კონტროლს ქვეშ მყოფი რეგიონიდან მარაგდებოდეს და ამდენად სხვა გზებს ეძებს .. ერთ ერთი ასეთი გზა ირანი-სომხეთი-სომხეთის მიერ ოკუპირებული სამცხე ჯავახეთი-ჯეიჰანი (თურქეთი) იქნება ... რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მილსადენების ირანიდან პირდაპირ თურქეთში შეყვანა ... შეიძლება იკითხო რატომ მაინც და მაინც მილსადენით უნდა მოხდეს ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება როცა სპარსეთის ყურითაც თითქოს შეიძლება სუპერტანკერებით ენერგორესურსების სუეცის არხის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის გავლით ანდა აფრიკის კონტინენტის შემოვლითა და ათლანტიკაში გადასვლით ტრანსპორტირება და გეტყვი რომ ორივე გზა იქნება გამოყენებული და მაინც აუცილებელი გახდება მილსადენები, რადგან ირანის ჩრდილოეთით, კონტინენტალურ ნაწილში და კასპიის ზღვის შელფზე მდებარე საბადოების დამუშავებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაჭირდება ყველა ვარიანტში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ტრუბებსაც" აუცილებლად გაატარებენ ... მით უმეტეს რომ აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არა სპარსული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ კომპაქტურად და შესაბამისად ირანის ოკუპირების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება საკონტროლოდ ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დანარჩენი ტერტორია .. მოკლედ რთული თემაა და ერთ პოსტში არ დაიწერება, მაგრამ აუცილებლად პასუხგასაცემია კიდევ ერთი და ალბათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა თუ რატომ უნდა მოხდეს სომხეთის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია როცა საქართველოსაც შეუძლია ენერგოპროექტებში მონაწილეობის მიღება? პასუხი კი იმაში მდგომარეობს რომ სომხეთის ჩართვას ენერგოპროექტებში ეწინააღმდეგება ანკარა და ბაქო, რადგან ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი გავანებოთ, სომხეთს დღემდე აქვს ოკუპირებული, როგორც მთიანი ყარაბახი, აგრეთვე აზერბაიჯანის 6 სხვა რაიონი ... ანუ სომხეთს მოუწევს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება რადგან დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისთვის ანკარა და ბაქო სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ვაშინგტონს საკუთარ გეოპლიტიკურ კალათაში ჭირდება როგორც თურქეთი ასევე აზერბაიჯანი და არა მარტო იმის გამო, რომ თურქეთი რეგიონის ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა, არამედ იმიტომაც, რომ ზემოთ ხსენებულ ირანის ჩრდილოეთით ძირითადად სწორედ რომ თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ კომპაკტურად ... ამერიკელებს კი ბაქოსა და ანკარას "პროცესში" ჩართვით მნიშვნელოვნად გაუადვილდება აღნიშნულ ენერგორესურსებით უკიდურესად მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესება .. მოკლედ სომხეთი ტერიტორიებს დაუბრუნებს აზერბაიჯანს. როგორ გააკეთებენ ამას, ეს ტექნიკის ამბავია, ან ომს გაითამაშებენ ან პოლიტიკური გზით ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. სამაგიეროთ სომხეთი რას იღებს? ანუ რატო უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას? ერთადერთი რამ რაც ერევანს ამის გაკეთებაზე დააფიქრებს შავ ზღვაზე გასასვლელია .. ანუ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ სამცხე ჯავახეთის და აჭარის ოკუპირება .. როგორ განახორციეებს ერევანი ამას? სცენარი ბევრი შეიძლება შემუშავდეს, მაგრამ მაგალითისთვის ერთს მოვიყვან ... --- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს .. ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან .. სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ... ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ .. რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ... შეიძლება დაისვას კითხვა თუ როდისთვის შეიძლება ველოდეთ ვითარების ესკალაციას? როდისთვის და დღეიდან 2012 წლის ჩათვით ... სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ანუ .. პლუს ამას ვაშინგტონსაც ეჩქარება, რადგან ერაყსა და ავღანეთში მრავალათასიანი კონტინგენტების დისლოცირება, როგორც ხარჯდათ არის დაკავშირებული ასევე არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებასთან რადგან მუდმივი როტაციების მიუხედავად აშშ-ის არმია გადაღლილია და გადატვირთული, ომის მუდმივი მოლოდინი კი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს .. ესეც არ იყოს და ირანიც ემზადება და პირდაპირი გაგებით დღითიდღე აძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიონობას, რაც არა მომაკვდინებელი მაგრამ უკიდურესად სერიოზული პრობლემაა აშშ-ისთვის ... (ეს ეპიზოდი განსაკუთრებით იმენნოია ) ეგ არის რომ ირანზე იერიშსს ვაშინგტონი ბირთვული იარაღით მიიტანს, რადგან მანამდე CIA 3-5 კილოტონიან ე.წ. ჭუჭყიან ბომბს (შედარებით მცირე სიძლიერის ატომური ბომბი) ააფეთქებს საკუთარ ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში სადმე მანჰეტენზე მაგალითად და დასავლეთის სამყაროსაც პრაქტიკულად მყისიერად შეამზადებს, როგორც საკუთარი სამხედრო შენაერთების მოსალოდნელი მრავარიცხოვანი დანაკარგებისთვის ("ვიეტნამის პონტი" რომ არ დაემართოთ ), ასევე რადიკალურ ისლამთან ხანგრძლივი ომისთვის. ეს კი პრინციპში სპარსეთის როგორც ისტორიული ფენომენის დასასრულის დასაწყისიც გახდება ... ხოდა მოემზადეთ იტოგში ... შეეშვით ამ ჭამა სმასა და აბა გრეჩიხა ჯობიას ძახილს და საქმეს მიხედეთ .. ქეშების საძმო თქვენთან არის! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JuBa Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ომისთვის ვინ არის მზად? მარტო მიშა ბიძია ! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 JuBa ომისთვის ვინ არის მზად? მარტო მიშა ბიძია !სააკაშვილი იქნება მზად როგორ არა : ))) ხალხი თუ არის მზად? ეგ არის მთავარი .. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
JuBa Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 asds მე არა ნაღდად .... შენ??? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 JuBa asds მე არა ნაღდად .... შენ???მე აგერ ბატონო ეხლაც ომში ვარ მამენტ .. ეგ არის არა მგონია ეს ბევრმა გაიგოს : ))) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 Saturn ორ საუკუნესა და ორ წელიწადს შორის არის სხვაობა.ვახ შენ გენაცვალე... კალენდრის ცნობაც გცოდნია... ისე კი პრინციპებია აქ მთავარი და არა კალენდარი... :eshmak: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 (edited) Achiko1972 ჰო, მერსედესებით გერმანიაში მარტო დამპალი კაპიტალისტები დადიან, ზანგები რომ ყავთ მაგ მერსედესებზე ჯაჭვებით გამობმული და ისე როდ დასრიალებენ!!! დამპალი არ ვიცი მაგრამ ახალი მერსედესებით რომ მართლა მხოლოდ გერმანელების შეძლებული ფენა დასრიალებს ამას მე აქ პირადად ვხედავ... საშუალო ფენა მაგის უფლებას თავის თავს ვერ აძლევს და მხოლოდ ნახმარი, ამ კაპიტალისტების მიერ გამონაცვალი ,,მერსედესებით'' დაფახფახებს... გერმანიაში ვისაც ახალი მერსედესი გამოჰყავს უმრავლესობა მხოლოდ პოსლეზე, კრედიტების ხარჯზე რომელსაც ან გადაიხდის და ან ვერა... არ არის ყველაფერი ისე როგორც რუსთავი 2 აჩვენებს... ზანგებს რაც შეეხებათ კიდევ მართლა ეგეთ დაჩაგრულ მდგომარეობასი არიან მაგრამ მხოლოდ არაოფიციალურად, რადგან მაგას ოფიციალურად არც არავინ არ იტყვის... კომუნისტების დროს საშუალო ხელფასი იყო 120-130 მანეთი, 180-230 მანეთი იყო მაღალი ხელფასი, რამოდემე პროფესიის ხალხს (მაგალითად შახტიორებს) ჰქონდათ 600-700 მანეთი' ეხლა გერმანიაში საშუალო ხელფასი 1200 ევროა... თუმცა იმ 120 მანეთს სსრკ-ში უფრო მაღალი მყიდველუნარიანობა ჰქონდა ვიდრე ამ 1200 ევროს ეხლა გერმანიაში!!! 1800-2000 ევრო მაღალ ხელფასად ითვლება რაც ძალიან იშვიათობაა... ზუსტად ეგ 1200 ევროიანი საშუალო ფენა ვერ აძლევს თავის თავს ახალი მერსედესის ყიდვის უფლებას... პირადად ახლოს ვიცნობ მაგ სიტუაციას... ზაპოროჟეცი ღირდა 3600 მანეთი, მოსკვიჩი აზლკ სადღაც 4500, ვაზ 21011 - 6300 მანეთი, ვაზ 2106 - 9800, გაზ 24 - 15 000 მანეთი, მაგრამ რაც მთავარია, მანქანის შეძენა ყველას შეეძლო!!!! წყალი არ გაუვა!!!! მაშინ ვინც მუშაობდა ყველას შეეძლო ახალი მანქანის ყიდვა რასაც ვერ ვიტყვი გერმანიის საშუალო მოსახლეობაზე!!! Edited April 17, 2010 by ვეფხვი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 კაი გამარჯობათ პლანეტელებო ... და ერთი ასეთი კითხვა მაქვს ... რამე რომ იყოს და პოლონეთის ბორტი ნომერი ერთის ჩამოგდებაში რუსეთისა და პოლონეთის საგამოძიებო კომისიებმა საქართველო დაადანაშაულონ მზად ხართ იმ შედეგებისთვის რაც მოვლენების ამგვარ განვითაებას შეიძლება მოყვეს? ანუ მზად ხართ ტოტალური ომისთვის? სიმართლე გითხრათ დავიღალე იმაზე წერით რომ საქართველოს ორ ფრონტზე (რუსეთი-სომხეთი) მოუწევს ომი მაგრამ "გაფრთხილებული ხარ მომზადებული ხარ" პრინციპის ამბავში კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ომის თემით .... ან იქნებ მე ვაზვიადებ რამეს და არანაირი ომი არანაირ რუსეთთან და სომხეთთან არ იქნება ... თუ მასე ფიქრობთ ეგეც თქვით ბატონო ... ისე კი მხნეობას უხმეთ ... ვგონებ ძალიან რთული დროები უდგება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას .... კი!!!! და შენ თავად მზად ხარ? და შენი მზადყოფნა რაში გამოიხატება? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 (edited) Saturn რუსული მენტალიტეტი არ შეცვლილა განსხვავებით თურქულისა და გერმანულისაგან. და შენ რა იცი თურქების და გერმანელების მენტალიტეტის ამბავი??? ერთს იცნობ ახლოდა თუ მეორეს??? ... თუ რუსეთავი 2 როგორც გადმოსცემს ისეთი წარმოდგენა გექმნება ამ ხალხზე??? :018: იქ ვიყავი ხო, იქ. ჩემს თვალწინ ჩაიარა ყველაფერმა. ეკაიფე მიშას ნავახშმევს... :eshmak: ... და თუ არ კაიფობ გინდა თქვა რომ ის ხალხი, 9 აპრილის ღამეს თავის ჯიბისთვის იდგა იქ??? სინდისიც კაი ძროხააო ხომ გაგიგია... ხოდა სინდისი მიშას დაუტოვე კაბინეტში??? :ravic: irene თემასთან ახლოს- შენი აზრით რატომ მივიღეთ შედეგად ის მდგომარეობა, რაც დახატე? რატომ... ამის აქ ეხლა ჩამოთვლა მეზარება... დიდ დროს წაიღებს.. ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ თურმე ხალხი თავის ჯიბისთვის იბრძოდა... ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ვებრძოდით და თავისუფლებისათვის ვიბრძოდით... თუმცა შემდგომში, კონკრეტულად საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა წამგებიანი აღმოჩნდა... არ ქონია თურმე საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების თავი და საშუალება... ძირითადად თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო!!! სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირს მადლობა უნდა ვუთხრათ რომ 70 წელი მაინც შეგვინახეს და უფრო უარესს მდგომარეობაში არ ავღმოვჩნდით... თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე 91 წელში და გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? ისენი რომ არა დღეს საქართველოში თურქები იჯდებოდნენ, იმიტომ რომ მუდმივი ომები და შიდა განხეთქილებები დაასუსტებდა საქართველოს და ბოლოს გაანადგურებდა... Edited April 17, 2010 by ვეფხვი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 რატომ... ამის აქ ეხლა ჩამოთვლა მეზარება... დიდ დროს წაიღებს.. ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ თურმე ხალხი თავის ჯიბისთვის იბრძოდა... ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ვებრძოდით და თავისუფლებისათვის ვიბრძოდით... თუმცა შემდგომში, კონკრეტულად საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა წამგებიანი აღმოჩნდა... არ ქონია თურმე საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების თავი და საშუალება... ძირითადად თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო!!! სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირს მადლობა უნდა ვუთხრათ რომ 70 წელი მაინც შეგვინახეს და უფრო უარესს მდგომარეობაში არ ავღმოვჩნდით... თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე 91 წელში და გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? ისენი რომ არა დღეს საქართველოში თურქები იჯდებოდნენ, იმიტომ რომ მუდმივი ომები და შიდა განხეთქილებები დაასუსტებდა საქართველოს და ბოლოს გაანადგურებდა... საქართველო იბრძოლებდა თუ არა, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ამას არ ქონდა მნიშვნელობა, სსრკ დაიშლებოდა... ხოდა რა უნდა გვექნა? ჩვენ მაინც დავრჩენილიავით საბჭოთა კავშირში? თუ რუსეთისთვის გვეთხოვა მივეღეთ ფედერაციის შემადგენლობაში? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 რამე რომ იყოს და პოლონეთის ბორტი ნომერი ერთის ჩამოგდებაში რუსეთისა და პოლონეთის საგამოძიებო კომისიებმა საქართველო დაადანაშაულონ მზად ხართ იმ შედეგებისთვის რაც მოვლენების ამგვარ განვითაებას შეიძლება მოყვეს? ანუ მზად ხართ ტოტალური ომისთვის? აგვისტოს ომის ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა თავი დავით აღმაშენებლად წარმოიდგინა, მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა... თუ იგივენაირად უტვინოდ მოიქცევა ეს მთავრობა რა თქმა უნდა რომ არავინ არ აპირებს ამისთვის ბრძოლას და სისხლი დაღვაროს! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 საქართველო იბრძოლებდა თუ არა, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ამას არ ქონდა მნიშვნელობა, სსრკ დაიშლებოდა... არ ვიცი შენ რამდენი წლის ხარ მაგრამ მე პირადად შევესწარი მაგ სსრკ-ს დაშლის მომენტს... მაშინ 1991 წლის 20 აგვისტოში ხალხი რომ არ გამოსულიყო და გორბაჩოვს, ელცინსა და შევარდნაძეს გვერდში არ დადგომოდნენ ნახავდი გე-კა-ჩე-პე რასაც იზავდა და როგორ დაიშლებოდა სსრკ... კი იქნებოდი ეხლაც მოდერნიზებულ ტოტალური იმპერიის შემადგენლობაში... აქ ლაპარაკია ხალხის როლზე მიმდინარე პროცესებსა და ისტორიაში... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 მეც შევესწარი :018: საოცარია, ხალხმა რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი, ვერ შეძლო მიშას მოშორება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 (edited) irene საოცარია, ხალხმა რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი, ვერ შეძლო მიშას მოშორება მე არ ვამბობ რომ მარტო ქართველებმა დაშალეს მეთქი... მაგრამ 15 რესპუბლიკიდან რატომღაც მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ პრივილეგირებულ სიტუაციაში... რატომ? იმიტომ რომ ევროპასთან ახლოს იყვნენ და და თანაც ევროპას უსიშროების საზღვრების იქით გადაწევისათვის სჭირდებოდა ეგ ბალტიისპირეთი!!! დემოკრატიის განვოთარება და ზოგადად მარტო ბალტიისპირეთში სჭირდებოდათ... Edited April 17, 2010 by ვეფხვი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 მოკლედ, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის უნდა მიგვემართა ძალისხმევა. ასე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts