Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Siknadmo

 

რას გრიმიტობს უტუფურსი? ფორუმზე წერას არც შენ გიშლის ვინმე თუ არ იუზრდელებ და სხვა რა იგრიმიტა მაგ კაცმა? თუ გაქვს რამე დამამტკიცებელი საბუთი, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, დადე. თუ არა და ჩვენი ფორუმელის შეურაცხყოფას შეეშვი.

იტოგში რუსულ ქართული ომი თუ აიწია, ჩემი იმედი ნუ გექნებათ, წადით და იომეთ ვოტ :v:

Edited by Saturn
იარლიკების გარეშე! სიტყვიერი გაფრთხილება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 306
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

ისეთი ტყუილი მაინც თქვი რომ ცოტა ხანი იცოცხლოს. ამერიკის არცერთი ბაზა არასდროს არ ყოფილა საქართველოში.
სამწუხაროდ.

 

რომ არ დგას საბედნიეროდ და ზოგზოგიერთები რომ ოცნებობენ იმაზე მაქვს აქ ლაპარაკი...

 

რუსეთი გააგდო საქართველოდან მისმა ბრიყვულმა და არარაციონალურმა პოლიტიკამ.

 

ამერიკა ხომ რას ლაპარაკობ ძალიან კეთილშობილურად მოექცა საქართველოს... :v: მალე ამერიკასაც და მის პოლიტიკასაც გააგდებს ქართველი ხალხი თავისი შემეცბნებიდან და თავისი შეგნებიდან ამერიკის ბრიყვული პოლიტიკის გამო... მაგის დროც მოვა მალე!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანალგინ შენს მიერ დასმულ კითხვებსაც გავცემ აგერ პასუხს ...

 

kisa

მიზეზი?

რატომ უნდა აიღოს ან თბილისი ან საერთოდ რატომ უნდა წამოვიდნენ - აი ეს არ მესმის, წასაღები უკვე წაიღეს და გამყარდნენ კიდევაც მანდ - აწი ვუყაროთ კაკალი და ვიკანკალოთ "არიქა! აქაც მოდიან!"

ანუ იმის შიშის დანერგვით - კიდე ომი იქნება , იქით რომ არ გამოვთქვათ პრეტენზიები - აი ეგაა სულ!

რატომ იქნება ომი კისა და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს .. სხვა გზა აშშ-ს არ აქვს რადგან დღეის მდგომარეობით აშშ-ის ნავთობითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით მომარაგება ინდოეთის ოკეანის გავლით ხდება ძირითადად რაც 15-20 წელიწადში შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელი გახდება.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ მაგ დროისთვის ჩინეთს ავიამზიდების ფლოტი ეყოლება და შრილანკაზე და ინდეოთის ოკეანის სხვა რეგიონებში განთავსებული სამხედრო საზღვაო ბაზების მეშვეობით პეკინი ინდოეთის ოკეანეზე დომინირებას შეძლებს .. გასაგებია რომ ვაშინგტონს არ აწყობს ჩინეთის კონტროლს ქვეშ მყოფი რეგიონიდან მარაგდებოდეს და ამდენად სხვა გზებს ეძებს .. ერთ ერთი ასეთი გზა ირანი-სომხეთი-სომხეთის მიერ ოკუპირებული სამცხე ჯავახეთი-ჯეიჰანი (თურქეთი) იქნება ...

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მილსადენების ირანიდან პირდაპირ თურქეთში შეყვანა ...

 

შეიძლება იკითხო რატომ მაინც და მაინც მილსადენით უნდა მოხდეს ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება როცა სპარსეთის ყურითაც თითქოს შეიძლება სუპერტანკერებით ენერგორესურსების სუეცის არხის, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის გავლით ანდა აფრიკის კონტინენტის შემოვლითა და ათლანტიკაში გადასვლით ტრანსპორტირება და გეტყვი რომ ორივე გზა იქნება გამოყენებული და მაინც აუცილებელი გახდება მილსადენები, რადგან ირანის ჩრდილოეთით, კონტინენტალურ ნაწილში და კასპიის ზღვის შელფზე მდებარე საბადოების დამუშავებას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება დაჭირდება ყველა ვარიანტში და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ტრუბებსაც" აუცილებლად გაატარებენ ... მით უმეტეს რომ აღნიშნულ რეგიონებში ე.წ. არა სპარსული წარმოშობის ხალხები ცხოვრობენ კომპაქტურად და შესაბამისად ირანის ოკუპირების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება საკონტროლოდ ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დანარჩენი ტერტორია ..

 

მოკლედ რთული თემაა და ერთ პოსტში არ დაიწერება, მაგრამ აუცილებლად პასუხგასაცემია კიდევ ერთი და ალბათ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა თუ რატომ უნდა მოხდეს სომხეთის და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია როცა საქართველოსაც შეუძლია ენერგოპროექტებში მონაწილეობის მიღება?

 

პასუხი კი იმაში მდგომარეობს რომ სომხეთის ჩართვას ენერგოპროექტებში ეწინააღმდეგება ანკარა და ბაქო, რადგან ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი გავანებოთ, სომხეთს დღემდე აქვს ოკუპირებული, როგორც მთიანი ყარაბახი, აგრეთვე აზერბაიჯანის 6 სხვა რაიონი ...

 

ანუ სომხეთს მოუწევს ამ ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება რადგან დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისთვის ანკარა და ბაქო სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორები არიან.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ ვაშინგტონს საკუთარ გეოპლიტიკურ კალათაში ჭირდება როგორც თურქეთი ასევე აზერბაიჯანი და არა მარტო იმის გამო, რომ თურქეთი რეგიონის ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყანა, არამედ იმიტომაც, რომ ზემოთ ხსენებულ ირანის ჩრდილოეთით ძირითადად სწორედ რომ თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ კომპაკტურად ... ამერიკელებს კი ბაქოსა და ანკარას "პროცესში" ჩართვით მნიშვნელოვნად გაუადვილდება აღნიშნულ ენერგორესურსებით უკიდურესად მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესება ..

 

მოკლედ სომხეთი ტერიტორიებს დაუბრუნებს აზერბაიჯანს.

 

როგორ გააკეთებენ ამას, ეს ტექნიკის ამბავია, ან ომს გაითამაშებენ ან პოლიტიკური გზით ან კიდევ რამეს მოიფიქრებენ. სამაგიეროთ სომხეთი რას იღებს? ანუ რატო უნდა დათანხმდეს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნებას? ერთადერთი რამ რაც ერევანს ამის გაკეთებაზე დააფიქრებს შავ ზღვაზე გასასვლელია .. ანუ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ სამცხე ჯავახეთის და აჭარის ოკუპირება ..

 

როგორ განახორციეებს ერევანი ამას? სცენარი ბევრი შეიძლება შემუშავდეს, მაგრამ მაგალითისთვის ერთს მოვიყვან ...

 

--- სიტყვაზე ვთქვათ და ცხინვალის რეგიონში მოულოდნელად იძაბება ვითარება .. კლავენ კოკოითს ან ვინმე მაგდაგვარს ან მხარეებს შორის ცეცხლი ინტენსიურად იხსნება, რუსეთი კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს საქართველოს და რუსეთის არმია შედის ე.წ. ბუფერულ ზონაში, სამეგრელოში და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონში, ყაზბეგი და ახმეტა მაგალითად ... შესაბამისად მოვლენების ამგვარი განვითარეის პირობებში რუსეთი ავტომატურად იკავებს საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო მაგისტრალებს, ფოთის პორტს ..

 

ამ პროცესში მთლიანად ან მნიშვნელოვნად მიზანმიმართულად განადგურდება სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რაც საქართველოზე სატრანზიტო ტვირთების გავლას ხანგრძლივი დროის მანძილზე გახდის შეუძლებელს .. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციიდან რამდენიმე დღეში ოფიციალური ერევანი გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არაკეთილმეზობლური პოლიტიკის გამო ის იძულებულია შევიდეს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში რათა გაჭრას ე.წ. "სიცოცხლის გზა" და გადაარჩინოს სომხეთის მოსახლეობა ბლოკადისგან ..

 

სომხეთის საჯარისო ფორმირებები სავარაუდოთ რუსეთის 58-ე არმიის დახმარებით შედიიან სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში სადაც სიტყვაზე ამ დროისთვის, დრო კი სავარაუდოდ ზაფხული იქნება, ათიათასობით სომეხი დამსვენებელი იქნება თავმოყრილი და მათი დაცვა, "სიცოცხლის გზასთან" ერთად სომხეთის აგრესიის გამართლების ერთ ერთი მიზეზი გახდება ...

 

ამასობაში რუსეთის სპეც სამსახურების სპეც-დანიშნულების რაზმები მიაგნებენ და გაანადგურებენ სააკაშვილს და საქართველოში იწყება იმენნოი აპოკალიპსი ... აპოკალიფსი ქართულად ოღონდ ..

 

რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა ალასანია დასვან ახალ ბელადად იანკებმა და მანაც, როგორც "უცოდველმა კრავმა" იმის შენარჩუნება განვითარებაზე დაიწყოს საუბარი რაც იმ დროისთვის იქნება დარჩენილი საქართველოსგან. და ამით და ასე დასრულდება ბატონებო იმ საქართველოს ისტორია რომელსაც მე და თქვენ ვიცნობთ ...

 

შეიძლება დაისვას კითხვა თუ როდისთვის შეიძლება ველოდეთ ვითარების ესკალაციას?

 

როდისთვის და დღეიდან 2012 წლის ჩათვით ... სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ანუ ..

 

პლუს ამას ვაშინგტონსაც ეჩქარება, რადგან ერაყსა და ავღანეთში მრავალათასიანი კონტინგენტების დისლოცირება, როგორც ხარჯდათ არის დაკავშირებული ასევე არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებასთან რადგან მუდმივი როტაციების მიუხედავად აშშ-ის არმია გადაღლილია და გადატვირთული, ომის მუდმივი მოლოდინი კი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაზე მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს .. ესეც არ იყოს და ირანიც ემზადება და პირდაპირი გაგებით დღითიდღე აძლიერებს საკუთარ თავდაცვისუნარიონობას, რაც არა მომაკვდინებელი მაგრამ უკიდურესად სერიოზული პრობლემაა აშშ-ისთვის ...

 

ეგ არის რომ ირანზე იერიშსს ვაშინგტონი ბირთვული იარაღით მიიტანს, რადგან მანამდე CIA 3-5 კილოტონიან ე.წ. ჭუჭყიან ბომბს (შედარებით მცირე სიძლიერის ატომური ბომბი) ააფეთქებს საკუთარ ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში სადმე მანჰეტენზე მაგალითად და დასავლეთის სამყაროსაც პრაქტიკულად მყისიერად შეამზადებს, როგორც საკუთარი სამხედრო შენაერთების მოსალოდნელი მრავარიცხოვანი დანაკარგებისთვის ("ვიეტნამის პონტი" რომ არ დაემართოთ ), ასევე რადიკალურ ისლამთან ხანგრძლივი ომისთვის. ეს კი პრინციპში სპარსეთის როგორც ისტორიული ფენომენის დასასრულის დასაწყისიც გახდება ...

 

 

 

ნაუცბათევად ასე დავწერე მოკლედ .. ვისაც დეტალები გაინტერესებთ შედით ჩემ ბლოგზე და ანალიტიკურ მასალებს გადახედეთ ...

 

ისე კი დავიღალე ამ ყველაფერზე წერითა და ლაპარაკით .. მაინც არავის უნდა საფრთხის დანახვა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რატომ იქნება ომი კისა და იმიტომ რომ ვაშინგტონს ჰაერივით ჭირდება სომხეთის ენერგოპროექტებში ჩართვა რომ ირანის ოკუპირების შემდეგ მილსადენებმა ირანიდან სომხეთის და სომხეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს ტერიტორიებზე გაიაროს ..

 

 

ტყულია მაგ ვერსია რადგან მაგ ვერსიაში ბევრი ,,მაგრამ'' არსებობს, ისე კი მოდელირებული ქრონიკის რეჟისორად კი გამოდგები ხომ იცი... :v:

 

ამერიკას სომხეთი სულ ფეხებზე ჰკიდია რადგან სომხეთის გვერდის ავლა სხვა ხერხებითაც შეიძლება...

 

გასათვალისწინებელია რუსეთის ინტერესებიც რეგიონში...

 

სომხეთი ვერანაირად ვერ გაუკეთებს ოკუპაციას საქართველოს ისე რომ შავ ზღვამდე გავიდეს...

 

ირანის ნავთობი ამერიკას შეუძლია პირდაპირ თურქეთზე გაატაროს... რა პრობლემაა???

 

ირანის ოკუპაცია კიდევ სადაო თემაა...

 

ამერიკას თურქეთთან კიდევ ურთიერთობები აქვს გასარკვევი...

 

და ბევრი ისეთი წვრილმანი რომელსაც შეუძლია საერთო სურათის და სიტუაციის რადიკალურად შეცვლა...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ტყულია მაგ ვერსია

კაცმა ამდენი იწვალა, ამხელა პოსტი გამოაცხო და პირველივე აბზაციდან წყალში ჩაუყარე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნის რეკლამას შევხედე და სულ იმას ვფიქრობ ხოლმე მაგ დროს, ეს "შინაგანი" საქმეები რა პონტია? სადმე წერებულა როდესმე, მაგალითად, სახელმწიფოს შინაგან საქმეებში ჩარევა, შინაგანი საფრთხეები, შინაგანი არეულობა, შინაგანი პოლიტიკა :givi: რა უბედურებაა ეს შინაგანი საქმეების მინისტრი? მაშინ ვაშაძე ყოფილა გარეგანი საქმეების მინისტრი :mad: ამ ქუჩებს რომ არქმევთ ვიღაც გადამთიელების სახელებს, ჯერ სამინისტროებს დაარქვით ნორმალური სახელები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ამერიკას სომხეთი სულ ფეხებზე ჰკიდია რადგან სომხეთის გვერდის ავლა სხვა ხერხებითაც შეიძლება...

როგორ?

ირანის ნავთობი ამერიკას შეუძლია პირდაპირ თურქეთზე გაატაროს... რა პრობლემაა???

პრობლემა რელიეფია და ქურთთა მუშათა პარტია : ))) სხვაზე რომ არაფერი ვთქვა .. რუქას დახედე მაინც რამე რომ იყოს : )))

ირანის ოკუპაცია კიდევ სადაო თემაა...

შენ თუ ფიქრობ რომ ვაშინგტონს ავღანეთში 120 000 ჯარისკაცი მზის აბაზანების მისაღებად და ყაყაჩოს ყანების სადარაჯოდ ყავთ გაგზავნილი მაშინ რავიცი რავიცი : ))) თუ არა და ავღანეთი ირანის საზღვარს დახედე ..

 

თალიბები და ალ ქაიდა არ ახსენო კიდო : ))) მაგ სასტავს-ლეგენდას, თვალის ჩინივით უფრთხილდება დასავლეთი-ვაშინგტონი-ნატო, მაყუთსაც კი აძლევენ (იტალიური კონტინგენტის მაგალითი), რომ შემთხვევით ძალიან ბევრი არ მოუვიდეთ და მუჯაჰედებზე სროლაში ვარჯიშმა, ირნის საზღვრებთან მრავალათასიანი კონტინგენტის არსებობის მიზეზი არ დააკარგინოს თეთრ სახლს : )))

 

ისე კი ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხე რაც დავწერე? თუ დაგეზარა ეგ არაფერი.. მთავარია რომ

და ბევრი ისეთი წვრილმანი რომელსაც შეუძლია საერთო სურათის და სიტუაციის რადიკალურად შეცვლა...

ბევრი ისეთი წვრილმანი დაიდოს! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

პრობლემა რელიეფია და ქურთთა მუშათა პარტია

 

გინდა თქვა რომ კავკასიის რეგიონი უფრო სტაბილურიუა ვიდრე თურქეთის ქურთული რეგიონი??? :) რელიეფს რაც შეეხება, ამერიკამ და თურქეთმა მოინდომოს და სულ ჰაერში გაჭიმავენ მაგ ,,ტრუბას''... :) ეგ არ არის დიდი პრობლემა! კავკასია ხომ რას ლაპარაკობ სულ თარაზოზე გასწორებული ვაკეა რა...

 

 

 

შენ თუ ფიქრობ რომ ვაშინგტონს ავღანეთში 120 000 ჯარისკაცი მზის აბაზანების მისაღებად და ყაყაჩოს ყანების სადარაჯოდ ყავთ გაგზავნილი მაშინ რავიცი რავიცი

 

ეგ იმას არ ნისნავს რომ ამერიკა აუცილებლად ირანს დაესხმება თავს... ამერიკას ჯერ კიდევ ერაყში მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ-ქიმიური იარაღი აქვს საპოვნელი რისთვისაც თურმე ომი დაიწყო!!! :)) :givi: :givi: :givi: ... და კიდევ ბინ ლადენი ყავთ ავღანეთში საპოვნელი!!!

 

მოკლედ კიდევ ერთხელი გიმეორებ რომ მოდელირებული ქრონიკების რეჟისორად გამოდგები რაა...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

გინდა თქვა რომ კავკასიის რეგიონი უფრო სტაბილურიუა ვიდრე თურქეთის ქურთული რეგიონი???

თურქეთის ქურთებით დასახლებული რეგიონი ჯერ ერთი რომ არასტაბილურია და მეორეც ის რომ სხვა მიზნებისთვის ჭირდება აშშ-ს. პლუს გამოუდეგარი რელიეფი და ჰაერში გასაჭIმად გამზადებული ტრუბები : ))))))

 

სომხეთი კი ამ მხრივ უპრობლემოა ..

 

მაგრამ, რადგან გინდა თუ არა არ მჯერაო მაი ამბავისო ამბობ და მაშვინ რაღა აზრი აქვს დამატებითი არგუმენტების მოყვანას ..

 

ხოდა იმედზე ხო არ დავრეკო მამენტ სამსახურის ამბავში :))

 

მოსკოვის ბიუროს შეფის კანდიდატურა შემომთავაზოს და ვიფიქრებ .. 5 წუთი

 

 

 

 

და მაგარი ვიკაიფებ სამ მხიარულ ასოზე რომ გაუშვებ მაგ სირბანჯოებს : ))))

 

 

უკაცრავად ლირიკული გადახვევისთვის და მამენტ თემას რომ დაუბრუნდეთ ვიტყვი, რომ კარგი იქნება თუ ჩემი თეორია მცდარია და ყველაფერი უფრო კარგად იქნება ვიდრე ახლო მომავალზე გათვლილ ჩემ პროგნოზებშია ..

 

 

იტოგში მოვკალათდეთ სავარძლებში, დავითრიოთ პოპკორნი და კოლა და უყუროთ გეოპოლიტიკურ თრილერს პო კლიჩკე "მე ვიცი რა გააკეთა ჰუსეინოვიჩმა 2010-2012 წლბში" ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო, რუსები შემოვიდნენ და საქ. გააერთიანეს, 300 000 ჩაგვიბარეს და 4 მილიონი გაგვიშვეს

და მეტი რაღა გინდათ

ამერიკელებისგან რა ხეირი გვაქვს, მარტო სააკაშვილის მომხრეები შოულობენ ფულს,

ტერიტორიები დავკარგეთ, ქარხანა ფაბრიკები ფაფუ, მიწები არაბებს, ხე ტყე ჩინელებს

ბიზნესი მიშისტებს და ჩვენ რა-ხალხს შია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კაცო, რუსები შემოვიდნენ და საქ. გააერთიანეს, 300 000 ჩაგვიბარეს და 4 მილიონი გაგვიშვეს

და მეტი რაღა გინდათ

სიმართლე ვთქვა ტრაქტატის პირობები რომ არ დაერღვია რუსეთს როგორმე თავადაც მოვახერხებდით დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ რუსეთი არც მაშIნ და არც დღეს არ არის განვითარების იმ დონემდე მისული რომ პატარა ქვეყნებთან თანასწორობის პრინციპზე აგებული პარტნიორული ურთიერთობების წარმოება შეძლოს ..

 

რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე დიდი ხანია ვასუბრობ. აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც ამ პოზიციას ვინარჩუნებ, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი კონფედერაციული საქართველოს იდეის მომხრე კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმას თუ ვინ-რა პოლიტიკური ძალა აწარმოებს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს და რა სასტარტო პირობებშI იქნება საქართველო მოლაპარაკებების დაწყებამდე ..

 

დღევანდელ საქართველოში, ანუ ქვეყანაში სადაც პოლიტიკური ძალები მორალურ ზნეობრივი და ინტელექტუალური მონაცემების უკიდურესი სისუსტით გამოირჩევიან, ვერ ვხედავ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ან საქართველოს ფუნდამენტალური პრობლემების გადაწყვეტას შეძლებდა ან და რუსეთთან ისეთ ურთიერთობებს დაამყარებდა როგორსაც მე ვთვლი საჭიროდ ..

ამერიკელებისგან რა ხეირი გვაქვს, მარტო სააკაშვილის მომხრეები შოულობენ ფულს,

რუსეთი ამერიკის პარტნიორია (ყმადნაფიცის დონის პარტნიორი) და ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რაც ქართულ რუსული ურთიერთობების ფარგლებში ხდება მეტ წილად ვაშინგტონის გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზებას ემსახურება და არა თვისობრივ რუსეთის ინტერესებს, ან მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ... ამის გააზრება მნიშვნელოვნად გააადვილებს საქარველოსთვის საგარეო პოლიტიკური კურსისა და იგივე საშინაო პოლიტიკის მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელი რეფორმების შემუშავებას ..

 

იტოგში გინდა გაწიე გინდა გამოწიე საზოგადოების გამოღვიძება ჭირდება საქართველოს, მაგრამ არავინ არ ჩქარობს ამ გამოღვიძებას ..

 

-----

 

და კიდო .. კამათი გეზარებათ ხალხო თუ მოსალოდნელი ომის თემა მხოლოდ მე მაფიქრებს?

 

იმას მაინც თუ აფიქსირებთ, რომ გადაყევით კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის მიერ შემოთავაზებულ თამაშსს და თქვენივე ნებით შორდებით ობიექტურ რეალობას ...?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რუსები შემოვიდნენ და საქ. გააერთიანეს, 300 000 ჩაგვიბარეს და 4 მილიონი გაგვიშვეს

ე.ი. შენ რომ შენი მეზობელი ბინას გედავებოდეს და პანღურებს გირტყამდეს ხოლმე, მე რომ მოვიდე ის მეზობელი ვცემო და გავაგდო ისე რომ აღარ შეგაწუხოს, მერე შემიძლია შენს ბინაში ვიცხოვრო და რაც მინდა ის გავაკეთო იმ პირობით რომ კვებას არ მოგაკლებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისადა რატომაა რუსეთის შემოსვლა იმის გარანტია, რომ მიშისტებს დაერხევათ, ყველა მსურველი შეძლებს ბიზნესის კეთებას, ხალხი მაძღარი იქნება და ა.შ.

რუსეთში ასეა? (ნუ მიშისტები არ მაქვს მხედველობაში, სხვა დანარჩენი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ე.ი. შენ რომ შენი მეზობელი ბინას გედავებოდეს და პანღურებს გირტყამდეს ხოლმე, მე რომ მოვიდე ის მეზობელი ვცემო და გავაგდო ისე რომ აღარ შეგაწუხოს, მერე შემიძლია შენს ბინაში ვიცხოვრო და რაც მინდა ის გავაკეთო იმ პირობით რომ კვებას არ მოგაკლებ?

რუსეთის ინტერესში შედიოდა ერთიანი საქართველო,

მას შემდეგ რაც ტაკუნები გავისუქეთ და დამოუკიდებლობა მოგვინდა

დავუწყეთ რუსებს დედის გინება, მოვინდომეთ რუსეთის ჯარის გაყვანა,

ნატოში შესვლა,

პლიუს გავიყვანეთ ტრუბა რომელიც ჩვენ ათასი წელი არ გვჭირდება რუსეთისთვის კი ტრილიარდიანი ზარალია

და ეხლა გვიკვირს რატომ გვმტრობს? :yes:

საქაართველოს შეეძლო ჩუმად ყოფილიყო და თავისი საქმეები ეკეთებინა,

მაგრამ ზოგიერთმა ვაიქართველმა ამერიკულ დალარებზე გაყიდა ქვეყნის ინსტერესები

 

გუშინ აფხაზებს ვებაზრებოდი და არგუმენტების საძებნელად ინტერნეტში ქექვისას საკმაოდ შოკისმომგვრელ ინფორმაციებს წავაწყდი :)

მე-18 საუკუნეში რუსი ღენერალი წერს რომ ის იცავს მეგრელ ქრისტიანებს მუსულმანი აფხაზებისგან :)

დაცვაში აფხაზების ხოცვა და მათი გასახლება იგულისხმებოდა :yes:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ისადა რატომაა რუსეთის შემოსვლა იმის გარანტია, რომ მიშისტებს დაერხევათ, ყველა მსურველი შეძლებს ბიზნესის კეთებას, ხალხი მაძღარი იქნება და ა.შ.

რუსეთში ასეა? (ნუ მიშისტები არ მაქვს მხედველობაში, სხვა დანარჩენი)

დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სხვა ტერიტორიების სრული ან ნაწილობრივი ოკუპირება (ქვეყნის სრულ ანექსიას გამოვრიცხავ) პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რადგან თანამედროვე საქართველო ორ ფრონტზე (რუსეთი-სომხეთი) ომს ვერ მოახერხებს, უფრო სწორედ არ მოახერხებს. თორე ბოლო ბოლო თუ გული გულობს და რა ჩემი ფეხები რუსეთია ან სომხეთი, რომ საკუთარი ქვეყნის ეფექტური დაცვა ვერ შევძლოთ ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...