Jump to content
Planeta.Ge

raelmadrid.ge- Real Madrid 0-2 Barcelona (მატჩის სტატისტიკა)


Recommended Posts

სურათზე: იკერ კასილასი. ფოტო არ არის გადაღებული "ელ კლასიკოში", თუმცა იდეალურად ასახავს ესპანელი კიპერის და მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების მდგომარეობას. გუშინ ამბიციურმა "ნეო–გალაქტიკოსმა" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია უპრინციპულესი მეტოქის, კატალონიის "ბარსელონასგან"; კასილასი კვლავ ერთადერთი იყო მოედანზე, ვინც, როგორც ყოველთვის, გენიალურად თამაშობდა და მაქსიმუმს აკეთებდა, რათა გუნდისთვის სასურველი შედეგი მოეტანა; საყვარელი კლუბის საქომაგოდ შეკრებილი მაყურებელი ისევ შეხვედრის დასრულებამდე ტოვებდა "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებს, იმედგაცრუებული იმით, რასაც უსუსური "რეალისგან" ხედავდა; გუშინ, ისტორიაში პირველად, "ბლაუგრანამ" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა "ლოს ბლანკოსის" საშინაო არენაზე... ვფიქრობ, კომენტარი საჭირო აღარ არის, მატჩის სტატისტიკა სტატიაში იხილეთ...

 

იხილეთ realmadrid.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...