planetanews Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 http://cache2.asset-cache.net/xc/98390853.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF878921A343B2C87A49D8F5AE2549BE7401A8597BBC82362E37F6CDD03CA3C366888B6Dგთავაზობთ რაფაელ ბენიტესის კომენტარს “ფულემთან” (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ. “წითლები” მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა ამის ასახვა ტაბლოზე ვერ მოახერხეს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შეიმცირეს. “უკვე ძალიან რთულია ოთხეულზე ფიქრი. ეს უკვე აღარაა ჩვენზე დამოკიდებული. განსხვავება უკვე ძალიან დიდია და სჯობს, რომ რეალისტები ვიყოთ. თამაშით ნაკლები აქვს “სიტის” ჩატარებული. მათ რომც ვერ მოიგონ, ჩვენ მაინც გვრჩება კიდევ ერთი მეტოქე, “ტოტენჰემი”. “მაგრამ, ჩვენ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და ბრძოლა განვაგრძოთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონატის რაც შეიძლება კარგად დასრულება. შევეცდებით ვიმარჯვოთ პრემიერლიგის დარჩენილ შეხვედრებში და ევროპის ლიგაზე”. “იმედგაცრუებული ვარ, რადგან გვქონდა ხელსაყრელი მომენტები, რომელთა რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. ეს იყო ისეთი თამაში, სადაც წესით ტაბლოზე 1:0 ან 2:0 უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით გატანა”- განაცხადა ბენიტესმა. ინფორმაციის წყარო:www.Liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts