Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge სკუდეტოს უფრო დავშორდით


Recommended Posts

დასრულდა მატჩი ”მილანსა” და ”კატანიას” შორის. სამწუხაროდ როსონერიმ ვერ შეძლო გამარჯვება. მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. თამაში საშინლად დავიწყეთ და 12-ე წუთზე მაქსი ლოპესის გოლითაც ”დავსაჩუქრდით”. რა თქმა უნდა გოლი დაცვის შეცდომით გავიდა და მეთაურიც რა თქმა უნდა ფავალი იყო. ამის შემდეგ გვქონდა შანსები. უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯი იყო ძალიან ცუდი და განსაკუთრებით ამით ”მილანი” დაზარალდა. არბიტრმა რამდენიმე 100 %-იანი პენალტი არ დადო მეტოქის კარის მიმართულებით. ყველაზე ეჭვშეუტანელი იყო უხეში თამაში რონალდინიოზე საჯარიმოში, როცა როსონერი 1-0 აგებდა და ორსატომ გათანაბრების შანსი წაგვართვა. ამის შემდეგ კვლავ ”კატანია” გადმოვიდა შეტევაში, ფლანგზე ბურთი მაქსი ლოპესმა მიიღო და საჯარიმოში ჩააწოდა, აქ კი თითქოს არანაირი ხიფათი არ უნდა შექმნილიყო რადგან ანტონინი ბურთს მშვიდად ელოდა, მაგრამ აქ უკვე დიდამ დაუშვა შეცდომა, ის ხედავდა კარისკენ მომავალ რიჩიუტის და უნდა ემოქომედა. მაგრამ კარიდან არ გამოსულა და ფიზიკურად სუსტი და დაბალი ანტონინი რიჩიუტის ვერ გაუმკლავდა და მეორე გოლიც გავუშვით. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ”მილანი” შეტევაში გადავიდა და 48-ე წუთზე პირლო-ზეედორფის შესანიშნავი კომბინაცია ბორიელოს თავურით დამთავრდა და ანგარიში ერთამდე შემცირდა. გოლის მერე თითქოს შეტევაში უნდა დარჩენილიყო ”მილანი” და მეორე გოლიც მალევე უნდა გაეტანა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მეორე გოლამდე 30 წუთიანი პაუზა გვქონდა. მე-80 წუთზე კვლავ ბორიელომ გაიტანა. ახლა აბატემ ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან, მის პასს ვერავინ გამოეხმაურა მაგრამ მარტოდ დარჩენილმა მარკომ დრო იხელთა და მეკარისგან დაბალ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ცნობისთვის მან სერია ა-ში 13-ე ბურთი გაიტანა და პატოს გაუსწრო. მეორე გოლის შემდეგ კვლავ ისეთივე შეგრძნება დამეუფლა, ამ შეტევების ტალღაზე მაინც უნდა გაეტანათ და მოეგოთ მატჩი მაგრამ იმედი კვლავ გაუცრუვდა გულშემატკივარს. მატჩის ბოლოსკენ მანსინი შემოვიდა, მაგრამ ის ცოტა დროც კი ეყო იმისთვის, რომ საშინელი შთაბეჭდილება დაეტოვა. ორი შანსი ქონდა მას, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა. შანსი ინძაგისაც ქონდა, როდესაც მცველის შეცდომით ერთი-ერთზე მოხვდა მეკარესთან, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ბურთიც გაექცა. ბოლოს კი შანსი რონალდინიოს ქონდა. მან ძალიან ცუდად დაამთავრა ეს შეტევა და თამაშიც.

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...