აზრი Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 კი ათეისტური სახელმწიფო ვერ იარსებებს კანონის გარეშე, Nukrikoკარგია რომ თავად მიხვედი მაგ დასკვნამდე. ესე იგი, ათეისტურ სახელმწიფოშიც კი, ადამიანებს კანუნი უნდა ჰქონდეთო თავად ამბობ და შესაბამისად დაემორჩილონ მას. თუ არ დაემორჩილებიან, გამოდის რომ კაცობრიობა მხოლოდ ამბოხება რევოლუციის უწყვეტ ცირკულაციაში უნდა იყოს და მეტი არაფერი. ვერ ვხვდები შენი თეორიის მიხედვით რის თქმა გსურს. ათეისტებსაც თუ გექნებათ კანონები, შესაბამისად მისი მორჩილება გარდაუალი იქნება. აქედან გამომდინარე, ის ატრიბუტი, რასაც მორჩილებასთან დაკავშირებით ამბობდი მორწმუნეებზე, აზრს კარგავს, რადგან ათეისტი თუ თეისტი საზოგადოება საჭიროებს მმართველობით ფორმას, კანონებს და შესაბამისად მორჩილებას. ანუ არსით ერთი და იგივეა. რადგან სახელმწიფო ვერ იარსებებს კანონის გარეშე, ეს არ ნიშნავს რომ სახელმწიფო არის კარგი, სახელმწიფო არის ჩვენი გაუნათლებლობის, სიძუნწის და ეგოიზმის შედეგი. სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველადი თეორიები იყო თეოკრატიული თეორია, ფარაონებიდან დაწყებული ჩინეთის მეფეებით დამთავრებული იყვნენ ღმერთები და ჩვენ იმიტომ უნდა დავემორჩილოთ მათ რომ ისინია რიან ღმერთები, შემდეგ სახელმწიფომ განიცადა რა თქმა უნდა ევოლუცია, მაგრამ ბუნებით სახელმწიფო მითია როგორც რელიგია და ათეისტური სახელმწიფო იქნება სახელმწიფოს ბოლო სტადია როდესაც უსახელმწიფო ერაში შევალთ.როგორ წარმოგიდგენია უსახელმწიფო ერა როგორც ათეისტს? სადაც კანონები არ იქნება? :049: სადაც მორჩილება არ იქნება? სადაც თავმდაბლობა არ იქნება? :049: რაც შეეხება პიროვნულად რა სიკეთე მოაქვს მორჩილებას და თავდაბლობას ამაზე ვერ მივიღე პასუხი. ამბოხებული, ადამიანები ქმნიან ისტორიას და არა მორჩილები.მოკლედ ორმ გითხრა, ასე გეტყვი მაშინ. რა არის სახელმწიფო? რა არის საზოგადოება? ვისგან შედგება ის? ხალხისგან ხომ ასეა? ხალხი კი ოჯახებისგან. ოჯახები და დაწყვილებული ადამიანები ქმნიან საზოგადოებას, საზოგადოება კი მმართველობის რომელიღაც ფორმას. სადაც მმართველობაა, (მნიშვნელობა არ აქვს თეისტურია თუ ათეისტური), იქ კანონებიცაა. სადაც კანონებია იქ მორჩილების აუცილებლობაა. საზოგადოება სადაც კანონი არ იარსებებს, ისეთი საზოგადოება ფიზიკურად ვერ იარსებებს. შენი თეორიის თანახმად, მასეთი უსახელმწიფო სახელმწიფო არის მითი, რომელიც ვერასოდეს ვერ იარსებებს. ამრიგად, ის მიზეზი, რაც დაასახელე ზემოთ და უარყოფითად განიხილე მორწმუნე საზოგადოებაზე, ვერ ხდის საკმარისს მიზეზად ათეისტი გახდეს ადამიანი. :049: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 აზრი კარგია რომ თავად მიხვედი მაგ დასკვნამდე. ესე იგი, ათეისტურ სახელმწიფოშიც კი, ადამიანებს კანუნი უნდა ჰქონდეთო თავად ამბობ და შესაბამისად დაემორჩილონ მას. თუ არ დაემორჩილებიან, გამოდის რომ კაცობრიობა მხოლოდ ამბოხება რევოლუციის უწყვეტ ცირკულაციაში უნდა იყოს და მეტი არაფერი. smile.gif ვერ ვხვდები შენი თეორიის მიხედვით რის თქმა გსურს. ათეისტებსაც თუ გექნებათ კანონები, შესაბამისად მისი მორჩილება გარდაუალი იქნება. აქედან გამომდინარე, ის ატრიბუტი, რასაც მორჩილებასთან დაკავშირებით ამბობდი მორწმუნეებზე, აზრს კარგავს, რადგან ათეისტი თუ თეისტი საზოგადოება საჭიროებს მმართველობით ფორმას, კანონებს და შესაბამისად მორჩილებას. ანუ არსით ერთი და იგივეა.შენი პრობლემა ის არის რომ სახელმსწიფოს იქით არ იყურები, მე კი ამ შემYხვევაში ვერ შევძლებ აგიხსნა ის რისი დანახვაც არ გინდაროგორ წარმოგიდგენია უსახელმწიფო ერა როგორც ათეისტს? სადაც კანონები არ იქნება? D.gif სადაც მორჩილება არ იქნება? სადაც თავმდაბლობა არ იქნება? smile.gifხელისუფლება თავისუფკლებისა და თანასწორობის პრინციპის ხელყოფაა. აბსოლიტური თავისუფლება და შეუზღუდავი პოლიტიკური თანასწორობის პრინციპები არის მთავარი, მაგრამ ხელისუფლება რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ უთანასწორობასა და ერთი პიროვნების საყოველთაოდ აღიარებულ ძალაუფლებაზე, გავლენას ახდენს სხვათა ქცევზე, იმონებს, ჩაგრავს და ზღუდავს ადამინის სიცოცხლეს. ვინაიდან ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალუი ქმნილებაა, მის მიმართ ძალაუფლების გამოვლენა მის დაკნინებას, მისი თანდაყოლილი ბუნების იგნორირებას დამაჩლუნგებელი დადგენილი წესრიგისადმი მის იძულებით დამორჩილებას ნიშნავს. იყო მართული - ნიშნავს გითვალთვალებდნენ, გამოწმებდნენ, გჯაშუშობდნენ, გმართავდნენ, კანონებს გიწერდნენ, სამხედრო სამსახურში გაგზავნიდნენ, გზღუდავდნენ, თავს გახვევდნენ იდეებს, ქადაგებას გიკითხავდნენ, გაკონტროლებდნენ, შემფასებლის თვალით გიცქერდნენ, ცენზურაში გატარებდნენ, გმბრძანებლობდნენ; და ამას ყველაფერს აკეთებენ არსებები, რომელთაც არ გააჩნიათ ამის უფლება, არც ძალა და არც სიბრძნე. ეს არის შენი სახელმწიფო აპარატი. ადამიანი რაციონალური აზროვნებით დაჯილდოებული არსებაა, რომელსაც მიღებყული განათლება და აზროვნების უნარი ყველა წინაპირობას უქმნის საიიმისოდ, რომ სიმართლით იცხოვროს და საყოველთაო მაღალზნეობრივ პრინციპებით ცხოვრობდეს. ადამიანს (საზოგადოებას) ძალუძს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი ჰარმონია და მშვიდობიანი ცხოვრება. სწორედ ესა ბუნებრივი და არა კანონი, კანონის არსებობა უკვე არაბუნებრიობაა. სწორედ მთავრობა, რელიგია და არაბუნებრივი კანონი გამრყვნელ ზემოქმედებას ახდენს, ნერგავს მასში ზიზღს, ქსენოფობიას, აფრესიას, სიხარბეს, ფანატიზმს და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 (edited) აზრი შენი პრობლემა ის არის რომ სახელმსწიფოს იქით არ იყურები, მე კი ამ შემYხვევაში ვერ შევძლებ აგიხსნა ის რისი დანახვაც არ გინდასაკმაოდ კარგად გავიგე რასაც ამბობ. შენ უსახელმწიფო "სახელმწიფოს" ყოფიერებაზე საუბრობ (ცუდი გაგებით არ ვამბობ) და ისეთი მითოლოგიების გჯერა, სადაც არანაირი კანონი არ არსებობს. მაგაზე დაგიწერე, რომ მასეთი საზოგადოება, სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფები ვერ იარსებებენთქო. ანუ ეგ არის აუსრულებელი ოცნება, მითი. დანარჩენი რაც დაწერე, იგივეა რასაც აქამდე ამბობდი. რაზეც ჩემი აზრი დავაფიქსირე. მე მხოლოდ შემიძლია გითხრა ის, რასაც მე ვფიქრობ მსგავს აუხდენელ ოცნებებზე და მითებზე, რომ მსგავსი რამ ვერასოდეს მოხდება, რადგან, ისევ გავიმეორებ, საზოგადოება სადაც არ არსებობს კანონები, ვერ იარსებებს უბრალოდ, ეგაა და ეგ. აი რელიგიებზე თუ განვავრცობთ აზრს, რომ იძალადონ და დაიმორჩილონ ადამიანები, ტვირთად დაადონ მათ მძიმე მოთხოვნები და ამით ადამიანების თავისუფლება ხელყონ, წაართვან ის თავისუფლება, რაზეც ამბობდი დაჯილდოებულია ადამიანი თავისუფლებითო, გეთანხმები, საუკუნეების მანძილზე, რელიგიები ადამიანებს ბევრი რამით ზღიდავდნენ. მაგრამ რაზეც თავიდან შეგეხმიანე ისაა, რომ თავად მორჩილება და თავმდაბლობაში ცუდი და უარსაყოფი არაფერიათქო. ახლა ის მითხარი, თემას როგორ უკავშირებ შენს მითოლოგიურ თეორიებს და აუსრულებელ ოცნებებს. :bushti: (ცუდად არ გაიგო ამ ფორმით რომ ვამბობ, რადგან მასეთი საზოგადოების არსებობა წარმოუდგნელია ) Edited April 14, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 14, 2010 აზრი დანარჩენი რაც დაწერე, იგივეა რასაც აქამდე ამბობდი. რაზეც ჩემი აზრი დავაფიქსირე. მე მხოლოდ შემიძლია გითხრა ის, რასაც მე ვფიქრობ მსგავს აუხდენელ ოცნებებზე და მითებზე, რომ მსგავსი რამ ვერასოდეს მოხდება, რადგან, ისევ გავიმეორებ, საზოგადოება სადაც არ არსებობს კანონები, ვერ იარსებებს უბრალოდ, ეგაა და ეგ. აი რელიგიებზე თუ განვავრცობთ აზრს, რომ იძალადონ და დაიმორჩილონ ადამიანები, ტვირთად დაადონ მათ მძიმე მოთხოვნები და ამით ადამიანების თავისუფლება ხელყონ, წაართვან ის თავისუფლება, რაზეც ამბობდი დაჯილდოებულია ადამიანი თავისუფლებითო, გეთანხმები, საუკუნეების მანძილზე, რელიგიები ადამიანებს ბევრი რამით ზღიდავდნენ. მაგრამ რაზეც თავიდან შეგეხმიანე ისაა, რომ თავად მორჩილება და თავმდაბლობაში ცუდი და უარსაყოფი არაფერიათქო. ახლა ის მითხარი, თემას როგორ უკავშირებ შენს მითოლოგიურ თეორიებს და აუსრულებელ ოცნებებს. smile.gif (ცუდად არ გაიგო ამ ფორმით რომ ვამბობ, რადგან მასეთი საზოგადოების არსებობა წარმოუდგნელია smile.gif )რითი ეხწება თემას, თემას ეხება იმით რომ სანამ მორჩილება და თავდამბლობ ა კარგი ტონი იქნება ვერ გადავლახავთ ვერაფერს.. რატომ იქნება ათეისტური სახელმწიფო ბოლო სტადია? იმიტომ იქნება რომ რელიგიამ ძალიან დაამახინჯა ადამიანის ბუნება, ხოლო სანამ უსახელმწიფო საზოგადოება შეიქმნება, საჭირო იქნება კაცობრიობა გნაიკურნოს ამ სიმახინჯისგან და მიაღწიოს ჰარმონიას, რა თქმა უნდა ამაში ათეისტური სახელმწიფო დაეხმარება და მეტიც დათრგუნავს, ყოველგვარ სიმახინჯეს. მარა არ აგერიოს ათეისტური რტელიგია - სხტალინიზმი, ლენინიზმი, მაოიზმი რომელსაც ათეისმთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა, როგორ შეიძლება ათეიზმა ახალი ღმერთები შექმნას? რეალურა ათეიზმთან არ აგერიოს. აიღე შვედეთი და მიხვდები რამდენად კარგია როცა საზოგადება ათეისტურია. საკმაოდ კარგად გავიგე რასაც ამბობ. შენ უსახელმწიფო "სახელმწიფოს" ყოფიერებაზე საუბრობ (ცუდი გაგებით არ ვამბობ) და ისეთი მითოლოგიების გჯერა, სადაც არანაირი კანონი არ არსებობს. მაგაზე დაგიწერე, რომ მასეთი საზოგადოება, სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფები ვერ იარსებებენთქო. ანუ ეგ არის აუსრულებელი ოცნება, მითი.რატომ არის მითი? ამიხსენი მაშინ. შენ ადამიანის ბუნებას ვერ მეუბნები როგორია. შენ უბრალოდ ხედავ დამახინჯებულ ადამიანის ბუნებას (რელიგიით, პატრიოტიზმით, ქსენოფობიით და ა.შ) და ამ პირობებში უსახელმწიფო საზოგადოება წარმოუდგენლად მიგაჩნია. ეს იცი რას ჰგავს, სახელმწიფო ხელოვნურ პრობლემებს რომ ქმნის, რომ მერე თვითონ მოაგვაროს და ამით საკუთარ არსებობას ამართლებს. :bushti: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 (edited) ერთმა ადამიანმა, ასეთი რამ დაწერა: "ღმერთის სასწაულის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე, ეხლა 80 კგ მოაზროვნე პიროვნება ხარ და თავდაპირველად 1 გრამი სითხე იყავი"-ო. :bushti:ზოგი ისევ ის 1 გრამი რჩება მთელი ცხოვრება ისე ნეტა თითონ ის ღმერთი თავიდან რამდენი გრამი იყო და ეხა რამდენია, ეგ მაცოდინა რა Edited April 15, 2010 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ზოგი ისევ ის 1 გრამი რჩება მთელი ცხოვრება :uh: ჩაგეთვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 აზრი რითი ეხწება თემას, თემას ეხება იმით რომ სანამ მორჩილება და თავდამბლობ ა კარგი ტონი იქნება ვერ გადავლახავთ ვერაფერს..Nukriko რატომ ვერ გადავლახავთ ვერაფერს? რატომ იქნება ათეისტური სახელმწიფო ბოლო სტადია? იმიტომ იქნება რომ რელიგიამ ძალიან დაამახინჯა ადამიანის ბუნება, ხოლო სანამ უსახელმწიფო საზოგადოება შეიქმნება, საჭირო იქნება კაცობრიობა გნაიკურნოს ამ სიმახინჯისგან და მიაღწიოს ჰარმონიას, რა თქმა უნდა ამაში ათეისტური სახელმწიფო დაეხმარება და მეტიც დათრგუნავს, ყოველგვარ სიმახინჯეს. მარა არ აგერიოს ათეისტური რტელიგია - სხტალინიზმი, ლენინიზმი, მაოიზმი რომელსაც ათეისმთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა, როგორ შეიძლება ათეიზმა ახალი ღმერთები შექმნას? რეალურა ათეიზმთან არ აგერიოს. აიღე შვედეთი და მიხვდები რამდენად კარგია როცა საზოგადება ათეისტურია. კიბატონო, რელიგიის სახელით და ღვთის სახელით ადამიანებმა მრავალი რამ ბოროტად გამოიყენეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ამის გამო საერთოდ დაიგმოს ნორმალური კანონებისადმი მორჩილება ან თავმდაბლობის გამოხატვა. თავადაც აღიარე წინა პოსტებში რომ ათეისტურ სახელმწიფოშიც კი იქნება კანონები და მისადმი მორჩილების აუცილებლობაო. :uh: ამიტომ აღარ გავაგრძელებ მეტს, გასაგებია შენი აზრი. რატომ არის მითი? ამიხსენი მაშინ.]აგიხსენი უკვე. მოკლედ და მარტივად ერთხელ კიდევ დავწერ ჩემ აზრს. იქ სადაც არანაირი კანონი არაა, ისადგურებს ქაოსი. ქაოსში ადამიანი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. შენ ადამიანის ბუნებას ვერ მეუბნები როგორია. შენ უბრალოდ ხედავ დამახინჯებულ ადამიანის ბუნებას (რელიგიით, პატრიოტიზმით, ქსენოფობიით და ა.შ) და ამ პირობებში უსახელმწიფო საზოგადოება წარმოუდგენლად მიგაჩნია.ადამიანი ადამიანია. ბუნებით ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი რბილი ხასიათისაა ზოგი კი პირიქით. ზოგი მიდრეკილია დადებითისკენ ზოგი კი უარყოფითისკენ. ყველას ერთიანად ვერ განსჯი. ეს იცი რას ჰგავს, სახელმწიფო ხელოვნურ პრობლემებს რომ ქმნის, რომ მერე თვითონ მოაგვაროს და ამით საკუთარ არსებობას ამართლებს.ააშენე მაშინ ისეთი უსახელმწიფო "სახელმწიფო" სადაც არ იქნება არანაირი კანონი, გინდ ათეისტური სახელმწიფო გინდ თეისტური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ]აგიხსენი უკვე. მოკლედ და მარტივად ერთხელ კიდევ დავწერ ჩემ აზრს. იქ სადაც არანაირი კანონი არაა, ისადგურებს ქაოსი. ქაოსში ადამიანი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება.ეს არ არის ახსნა, ეს არის მტკიცებულება რომწლიც არანაირ ფაქტით არ მყარდება და არც მაგალითითი არ მყარდება და რაც მთავარია ვერ გავიგე კანონის არ არსებობა ავტომატურად ქაიოსი რატომ არის. შენ არ ხსნის, შენ ახსნის გარეშე ამტკციებ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 ეს არ არის ახსნა, ეს არის მტკიცებულება რომწლიც არანაირ ფაქტით არ მყარდება და არც მაგალითითი არ მყარდება და რაც მთავარია ვერ გავიგე კანონის არ არსებობა ავტომატურად ქაიოსი რატომ არის. შენ არ ხსნის, შენ ახსნის გარეშე ამტკციებ.... Nukriko როგორ არ აგიხსენი. თანაც ბევრჯერ. აი მაგალითად ამ თემის 3-მე გვერდზე, 33-ტე პოსტში დაგიწერე ასეთი რამ: შენი თეორიის მიხედვით, თურმე კანონი არ უნდ არსებობდეს. ესე იგი ყველა თავისას გააკეთებდა. მე და შენ რომ ერთდროულად ერთი და იგივე რამის კეთება მოგვინდეს, კანონი არ შეგვზღუდავდა, შედეგად ჩვენ დავეტაკებოდით ერთმანეთს. ანუ რასაც მე მეუბნებოდი რომ "შენ თავისუფალ ადამიანში უკონტროლო მონსტრს ხედავ.." თურმე შენი თეორიის მიხედვით გამოდის მასე. სახელმწიფოში კანონები რომ არსებობს ტყუილად კი არ არსებობს. გიჟები კი არ არიან ისინი ვინც კანონის შექმნაზე მუშაობდნენ და მუშაობენ. იციან რომ უკანონობა უსამართლო, ქაოტური და დანაშაულებრივი საზოგადოების არსებობის წინა პირობას წარმოადგენს. ამრიგად, როცა მორწმუნე სახელმწიფოში არსებულ კანონებს ემორჩილება, მას თავისი წვლილი შეაქვს ნორმალური საზოგადოების არსებობაში. ქრისტიანობაში კანონისადმი მორჩილება ერთერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. ამიტომაა რომ ბიბლია, მორწმუნეებს კანონის მორჩილებისკენ მოუწოდებს. გამოჩენილმა მეცნიერმა, მიზიდულობის კანონის აღმომჩენმა, სერ ისააკ ნიუტონმა, თქვა: "არავითარი მეცნიერება არ არის უკეთესად დამოწმებული, ვიდრე ბიბლია". ამერიკელმა რევოლუციონერმა ბელადმა, პატრიკ ჰენრიმ, რომელიც ცნობილია თავისი სიტყვებით: "მომეცით თავისუფლება ან მარგუნეთ სიკვდილი" და ასევე განაცხადა: "ბიბლია უძვირფასესია ოდესმე დაბეჭდილი წიგნებიდან". უდიდესმა ინდოელმა ბრძენმა, მოჰანდას კ. განდიმაც ერთხელ ინდოეთის ბრიტანელ მეფის ნაცვალს უთხრა: "როდესაც თქვენი და ჩემი ქვეყანა შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას მოცემული სწავლებების საფუძველზე, მაშინ ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც კი". განდი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რაც ჩაწერილია ბიბლიაში, მათეს სახარების მე-5 და მე-7 თავებში. შენთვითონვე წაიკითხე ეს თავები და ნახე რისკენ მოუწოდებს ნამდვილი ქრისტიანობა ადამიანებს. აი რელიგიები, რომლებიც ბრმად მორჩილებას მოითხოვენ ადამიანებისგან და ტვირთად მძიმედ შესასრულებელ რელიგიურ მოთხოვნებს, წესებს და დოგმებს უწესებენ, ის სრულიად სხვა საკითხია და მასში ცხადია ადამიანის თავისუფლება იზღუდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Wisdom Posted April 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2010 საკუთარ ძალას გრძნობთ მორწმუნები? საკუთარ ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ რომელიც ფიზიკურ ენერგიაშიც კი გადამდის ვერ ხედავთ რომ თქვენს იდეოლოგიაში გიდევთ მორჩილება, თავმდაბლობა და ყველაფერი ის რაც ძალას უპირისპირდება, რაც თავისუფლებას უპირისპირდება და რაც მთავარია ადამიანურ ნებას უპირისპირდება. მორჩილება ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ყველა ვერ იქნება ორგანიზატორი, მიმთითებელი, მმართველი თუ სამყაროს მმართველი, თუ სამყაროს უზენაესი მმართველი. თუ მუშაობ სამსახურში, გინდა არ გინდა თავმდაბლობის გამოვლენა და მორჩილება გიწევს შენი უფროსის მიმართ და არა მარტო შენ არამედ მთელ კოლეკტივს. რატომ? იმიტომ რომ ჯგუფს ორგანიზებას ერთი ან ორი თუ გაუწევს. ყველა ერთმანეთის უფროსი ვერ იქნება. ასევე არსებობს სამყაროს უზენაესი მომწესრიგებელი, ორგანიზატორი და კანონმდებელი რომლისადმი მორჩილება არ არის საკუთარი ეგოს ამპუტირება. პირიქით ხელის შეწყობაა რომ ყველაფერი ორგანიზებული იყოს. თქვენი იდეოლგოია ამ ნების გატეხვაა და ამ ნებისგან ადამიანის განთავისუფლებაა, მე ესეთი წარმოდგენა მრჩება რომ საკუთარ თავს თვითონვე აქცევთ მონებად. გააჩნია ვისზე გაქვს საუბარი. ვერ ვხედავ თქვენში ახალ ძალას, იდეებს, ამბოხს, ცვლილებებს. რაღაც დროში გაყინულია თქვენი სამყარო და ამიტომ ჩემთვის ძალიან უცხოა. კი, ეს მორწმუნე ადამიანს შეიძლება დაემართოს. მაგრამ თუ პროგრესული აზროვნება უყვარს ცოტა ხანში გამოფხიზლდება, მიხვდება და გააგრძელებს პროგრესირებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 იქ სადაც არანაირი კანონი არაა, ისადგურებს ქაოსი. ქაოსში ადამიანი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება.ახსენი რატომ ისადგურებს იქ ქაოსი სადაც დაწერილი კანონი არ არსებობს? სახელმწიფოში კანონები რომ არსებობს ტყუილად კი არ არსებობს. გიჟები კი არ არიან ისინი ვინც კანონის შექმნაზე მუშაობდნენ და მუშაობენ. იციან რომ უკანონობა უსამართლო, ქაოტური და დანაშაულებრივი საზოგადოების არსებობის წინა პირობას წარმოადგენს.საიდან იციან? ამრიგად, როცა მორწმუნე სახელმწიფოში არსებულ კანონებს ემორჩილება, მას თავისი წვლილი შეაქვს ნორმალური საზოგადოების არსებობაშიპროგრესულ საზოგადოებაში წვლილი ვერ შეაქვს და ესეთ საზოგადოებას გინდ ნორმალური უწოდე,მგნდ არანორმალური.ნამდვილი ქრისტიანობა ადამიანებსდროში გაყინული, ანტიპროგრესული ტიპები, უკაცრავად მარგრამ ფასეული არ შეიძლება იყოს 2000 წლის წინ დაწერილი რელიგიური და მორალური პრინვიპები არის უზენაესი. ეს იმას ნიშნავს რომ 2000 წელი გაიყინეთ და სხვა დანარჩენსაც ყინავთ. Wisdom საკუთარ ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ რომელიც ფიზიკურ ენერგიაშიც კი გადამდისთქვენ თქვენ ძალას გრძნობთ თუ თქვენში თღმერთის ძალას? თუ ესეთი ძლიერი ხარ ამბოხებული რატომ არ ხარ? რატომ ხარ მორჩილი? თუ კი მორჩილი ხარ, ესეგი სუსტი ხარ. მორჩილება ორგანიზებულობას უწყობს ხელს. ყველა ვერ იქნება ორგანიზატორი, მიმთითებელი, მმართველი თუ სამყაროს მმართველი, თუ სამყაროს უზენაესი მმართველი. თუ მუშაობ სამსახურში, გინდა არ გინდა თავმდაბლობის გამოვლენა და მორჩილება გიწევს შენი უფროსის მიმართ და არა მარტო შენ არამედ მთელ კოლეკტივს. რატომ? იმიტომ რომ ჯგუფს ორგანიზებას ერთი ან ორი თუ გაუწევს. ყველა ერთმანეთის უფროსი ვერ იქნება. ასევე არსებობს სამყაროს უზენაესი მომწესრიგებელი, ორგანიზატორი და კანონმდებელი რომლისადმი მორჩილება არ არის საკუთარი ეგოს ამპუტირება. პირიქით ხელის შეწყობაა რომ ყველაფერი ორგანიზებული იყოს.ეს სულ სხვა რამეა და მორჩილების იდეალიზება კი სულ სხვა რამეა. არის ადამიანები რომლებიც კოლეკტივად იქცევა და აქ არა მორჩილებაზე არამედ ერთ ორგანიზმის შექმნაზეა საუბარი, რომელიც ჰარმონიულად მუშაობს, ხელს-ხელის ფუნქცია აქვს და თავს-თავის. მარა თქვენი ქრისტიანული მორჩილება ეს განსხვავებული რამ არის, ეს არის უპირობო მორჩილება ღვთიურ ძალის მიმართ, შესაბისად იმ ინსტიტუების მიმართ რომლებიც ღვთის მითის მეშვეობით შეიქმნა.კი, ეს მორწმუნე ადამიანს შეიძლება დაემართოს. მაგრამ თუ პროგრესული აზროვნება უყვარს ცოტა ხანში გამოფხიზლდება, მიხვდება და გააგრძელებს პროგრესირებას.პროგრესი თუ უნდა ქრისტიანობას გადალახავს და ქრისტიანობის იქით დაინახავს, სხვანაირად მას პროგრესი არ ეღირსება.. ევროპამ ქრისტიანობა გადალახა და სეკულარიზმის ეპოქაში შევიდა და სწორედ ეს იყო მისი განვითარების საწინდარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 16, 2010 ახსენი რატომ ისადგურებს იქ ქაოსი სადაც დაწერილი კანონი არ არსებობს?Nukrikoეგ აგიხსენი უკვე წინა პოსტშიც და იმის წინა პოსტებშიც. კარგად წაიკითხე, ერთი და იგივე შეკითხვებს რატომ სვავ. საიდან იციან?მსოფლიო ისტორიიდან. პროგრესულ საზოგადოებაში წვლილი ვერ შეაქვს და ესეთ საზოგადოებას გინდ ნორმალური უწოდე,მგნდ არანორმალური.კანონის და წესრიგის დაცვით ცივილური, მოწესრიგებული საზოგადოების შექმნა არსებობაში წვილი ნამდვილად შეაქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც რომლებიც კანონს იცავენ. შენ გინდა დაგვაჯერო რომ კანონის დარღვევით ან კანონების გაუქმებით ნორმალურ საზოგადოებას შექმნი? ვერ დაგეთანხმები. დროში გაყინული, ანტიპროგრესული ტიპები, უკაცრავად მარგრამ ფასეული არ შეიძლება იყოს 2000 წლის წინ დაწერილი რელიგიური და მორალური პრინვიპები არის უზენაესი. ეს იმას ნიშნავს რომ 2000 წელი გაიყინეთ და სხვა დანარჩენსაც ყინავთ.და ამ ყველაფერს მრავლობითში ამბობ, ვის გულისხმობ? კონკრეტულად ქრისტიანულ სამყაროს თუ მსოფლიოს ყველა რელიგიას ერთად აღებულს. (?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 მსოფლიო ისტორიიდან.უფრო დააკონკრეტე, რომელი ისტორიული მოვლენიდან ასკვნი ამას?და ამ ყველაფერს მრავლობითში ამბობ, ვის გულისხმობ? კონკრეტულად ქრისტიანულ სამყაროს თუ მსოფლიოს ყველა რელიგიას ერთად აღებულს. (?)ქრისტიანობაზეც და სხვა რელიგიებზეც.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 უფრო დააკონკრეტე, რომელი ისტორიული მოვლენიდან ასკვნი ამას?Nukriko მე კი არ ვასკვნი, მასეა. რადგან მსოფლიო ისტორიას, არ ახსოვს სახელმწიფო, რომელსაც კანონები არ ექნებოდა. აი შენ კი გინდა დაგვარწმუნო რომ კანონები საჭიროა არაა. ქრისტიანობაზეც და სხვა რელიგიებზეც..მასეც ვიფიქრე რომ ყველას ერთ ქვაბში მოაქცევდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 17, 2010 აზრი მე კი არ ვასკვნი, მასეა. რადგან მსოფლიო ისტორიას, არ ახსოვს სახელმწიფო, რომელსაც კანონები არ ექნებოდა. აი შენ კი გინდა დაგვარწმუნო რომ კანონები საჭიროა არაანუ გადაგაქვს რა სხვა თემაზე საუბარი, შენ თქვი რომ სადაც კანონი არ არის იქ ქაოსია. დაასახელე ესეთი პერიოდი..მასეც ვიფიქრე რომ ყველას ერთ ქვაბში მოაქცევდი.ერთ ქვაბში მოსაქცევი, ერთ ქვაბში უნდა მოიქცეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.