Jump to content
Planeta.Ge

რატომ ხდებიან ადამიანები მორწმუნეები?


Recommended Posts

კანონი ჰგავს ობობის ქსელ,

 

გარდა იმისა რომ ჩემს პოსტზე დამაკმაყოფილებლად ვერ მიპასუხე, ერთ რამეზე მინდა გააჩერო შენი ყურადღება და უპასუხო ჩემს წინა პოსტიდან, განსაკუთრებით იმას, რაც მკვეთრ შავ ფერშია დაწერილი:

 

Nukriko

 

სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს რასაც შენ ამბობ, მასეთი საზოგადოება როგორი წარმოგიდგენია. ანუ ყველა თავის ნებაზე აკეთებს იმას რაც გაუსწორდება. სხვისი აზრი, გრძნობები და თვალსაზრისი არ აინტერესებს. არ არსებობს მორჩილება - შესაბამისად კანონი. ასეთ საზოგადოებაში დაისადგურებდა ქაოსი - შედეგად: გადაშენება.

 

ნებისმიერი კანონისადმი დაუმორჩულებლობა არის ქაოსის გარანტია. იქ სადაც ქაოსია, იქ ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია. უფრო მეტიც - სიცოცხლეც კი არ იქნება თუკი დედამიწაზე ქაოსი დაისადგურებდა. ანუ, ისე რომ იყოს, როგორც შენ ამობ. (ერთმანეთში ნუ აურევ ფანატიკურ რელიგიურ დამონებას და ცივილურ კანონს - რომელიც არეგულირებს და აბალანსებს!)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 72
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ნებისმიერი კანონისადმი დაუმორჩულებლობა არის ქაოსის გარანტია. იქ სადაც ქაოსია, იქ ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია

აქ არის მთავარი პუნქტი და ეს შეგახსენე.

როგორია ადამიანის ბუნება?

შენ ამბობ რომ ადამიანი თუ კანონმა არ შეავიწროა, არის აფთარი მხეცი და სამყარო ქაოსში ჩაერთვება.

 

მოვიყვანოთ მაგალითი, აღმოვჩნდით ჩვენ უკაცრიელ კუნძულზე ნუ დაახლოებით 10 კაცი, იქ კანონი არ იარსებებს, იქნება თუ არა ქაოსი?

 

შენ თავისუფალ ადამიანში უკონტროლო მონსტრს ხედავ..

მე კი ვაბობ რომ რაც კი ადამიანს ცუდი აქვს, მიღებული აქვს იმ იდეოლოგიით და ა.შ ანუ არ იქნება თქვენი იდეოლოგია, თქვენი რელიგია, არ იქნება ზოგადად რელიგია, არ იქნება დაპირისპირება და ქაოსი..

კანონი იმიტომ არის რომ თქვენი იდეოლოგიის და არა მარტო თქვენი იდეოლოგიის, სხვა იდეოლოგიის მიერ დამახინჯებული ადამიანები, კონტროლიდან არ გამოვიდნენ, ანუ ჯერ აგიჟებთ საზოგადოებას, აბოლებთ, ხდით მათ ფანატიკოსებად, ექსტრემისტებად და ა.შ და მერე მათ კანონებს უწესებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ არის მთავარი პუნქტი და ეს შეგახსენე.

როგორია ადამიანის ბუნება?

შენ ამბობ რომ ადამიანი თუ კანონმა არ შეავიწროა, არის აფთარი მხეცი და სამყარო ქაოსში ჩაერთვება.

 

Nukriko

 

როგორც ჩანს ვერ გაიგე რა დაგიწერე. ადამიანი თავისთავად არიქა და აფთარი და მხეცია, მოვამწყვდიოთ რკინის გალიაში თუ არა გადავშენდებითთქო, მაგი არ მიგულისხმია და არც მსგავსი რამ. შენ ქადაგებდი, რომ მორწმუნე ადამიანებში არსებული თვისებები, როგორიცაა კანონიადმი მორჩილება და თავმდაბლობა უარყოფითი თვისებებიაო. :) მეკი დაგიწერე რომ ჩემი აზრით უარყოფითი არაათქო. მიზეზად უმარტივსი რამ დაგიწერე: სადაც არაა კანონი, იქ არის ქაოსი. სადაც არის ქაუსი, იქ ნორმალური და ცივილური ცხოვრება შეუძლებელიათქო.

 

შენ კი მწერ:

 

მოვიყვანოთ მაგალითი, აღმოვჩნდით ჩვენ უკაცრიელ კუნძულზე ნუ დაახლოებით 10 კაცი, იქ კანონი არ იარსებებს, იქნება თუ არა ქაოსი?

ახლა უკაცრიელ კუნძულზე ან ჯუნგლებში მცხოვრებ ადამიანებს რომ კონსტიტუცია არ ექნებათ მაგას რად უნდა ლაპარაკი. :)) თავისი კანონები მაინც აქვთ. - ეგ ერთი. მაგრამ ჩვენ არ ვართ უკაცრიელ კუნძულზე და არც ჯუნგლები ვართ, ხომ ასეა. შენ ამბობ რომ მორჩილება და სხვებისადმი თავმდაბლობა თავისთავად უარყოფითი თვისებააო. შენი თეორიის მიხედვით, თურმე კანონი არ უნდ არსებობდეს. ესე იგი ყველა თავისას გააკეთებდა. მე და შენ რომ ერთდროულად ერთი და იგივე რამის კეთება მოგვინდეს, კანონი არ შეგვზღუდავდა, შედეგად ჩვენ დავეტაკებოდით ერთმანეთს. ანუ რასაც მე მეუბნებოდი რომ "შენ თავისუფალ ადამიანში უკონტროლო მონსტრს ხედავ.." თურმე შენი თეორიის მიხედვით გამოდის მასე. :D

 

მე კი ვაბობ რომ რაც კი ადამიანს ცუდი აქვს, მიღებული აქვს იმ იდეოლოგიით და ა.შ ანუ არ იქნება თქვენი იდეოლოგია, თქვენი რელიგია, არ იქნება ზოგადად რელიგია, არ იქნება დაპირისპირება და ქაოსი..

კანონი იმიტომ არის რომ თქვენი იდეოლოგიის და არა მარტო თქვენი იდეოლოგიის, სხვა იდეოლოგიის მიერ დამახინჯებული ადამიანები, კონტროლიდან არ გამოვიდნენ, ანუ ჯერ აგიჟებთ საზოგადოებას, აბოლებთ, ხდით მათ ფანატიკოსებად, ექსტრემისტებად და ა.შ და მერე მათ კანონებს უწესებთ.

რაც შეეხება რელიგიურ იდეოლოგიას, გათიშე და იბატონეს, მონურ მორჩულებას, ეგ სხვა საკითხია და მაგაზე ზემოთ დაგიწერე:

 

თუ ადამიანი ბრმად მორჩილებს ვინმეს და ამას ვითომ თავმდაბლობით აკეთებს და სინამდვილეში ემონება ვინმეს ეგ სხვა ამბავი, გეთანხმები

 

(ერთმანეთში ნუ აურევ ფანატიკურ რელიგიურ დამონებას და ცივილურ კანონს - რომელიც არეგულირებს და აბალანსებს!)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლაც არსებობენ ტომები რომლებიც სწორად რელიგიის გარეშე ცხოვრობენ

 

ტომები :yes: მაგრამ ცხოვრობენ მაინც პირველყოფილი "რელიგიური" რწმენებით (ტოტემიზმი, ანიმიზმი, ფეტიშიზმი და ა.შ.)

ნებისმიერ შემთხვევაში რწმენებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტომები yes4.gif მაგრამ ცხოვრობენ მაინც პირველყოფილი "რელიგიური" რწმენებით (ტოტემიზმი, ანიმიზმი, ფეტიშიზმი და ა.შ.)

ნებისმიერ შემთხვევაში რწმენებით

რწმენა არ ნიშნავს რელიგიას და არც სინონიმებია. ათეიტს შეიძლება წამდეს უკეთესი მომავლის, ათეიზმი ამას არ უკრძალავს :givi:

ხოლო ტოტემიზმი, ანიმიზმი და ფეტიშიზმი, რელიგიური რწმენა არ არის :yes:

 

აზრი

სადაც არაა კანონი, იქ არის ქაოსი.

ქაოსში რას გულისხმობ?

და საიდან მოიტანე რომ კანონი განსაზღვრავს ადამიანის საქციელს და არა პირიქით?

თავისი კანონები მაინც აქვთ

კანონში რას გულისხმომ ამ შემთხვევაში?

მე ვამბობ რომ ბუნებით ადამიანი არ არის ასოციალური არსება, შენ ამბობ რომ ასოციალურია და მისი სოციალიზაციისთვის საჭიროა კანონი.

შენი თეორიის მიხედვით, თურმე კანონი არ უნდ არსებობდეს

არა ჩემი აზრით კანონი ზღუიდავს ადამიანის აზროვნებას.

"შენ თავისუფალ ადამიანში უკონტროლო მონსტრს ხედავ.." თურმე შენი თეორიის მიხედვით გამოდის მასე

ლოგიკა ვერ დავინახე, რატომ არის ჩემი თეორიის მიხედვით ესე, პირიქით შენი თეორიის მიხედვით არის ესე, შენ მიდიხარ ამ გზაზე და არა მე

რაც შეეხება რელიგიურ იდეოლოგიას, გათიშე და იბატონეს, მონურ მორჩულებას, ეგ სხვა საკითხია და მაგაზე ზემოთ დაგიწერე:

კანონი ითხოვს მონურ მორჩილებას. არ მინახია მე სადაც არჩევანს გაძლევენ კანონის დამორჩილება არ დამორჩილებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქაოსში რას გულისხმობ?

და საიდან მოიტანე რომ კანონი განსაზღვრავს ადამიანის საქციელს და არა პირიქით? კანონში რას გულისხმომ ამ შემთხვევაში? მე ვამბობ რომ ბუნებით ადამიანი არ არის ასოციალური არსება, შენ ამბობ რომ ასოციალურია და მისი სოციალიზაციისთვის საჭიროა კანონი.

რა ჩემი აზრით კანონი ზღუიდავს ადამიანის აზროვნებას. ლოგიკა ვერ დავინახე, რატომ არის ჩემი თეორიის მიხედვით ესე, პირიქით შენი თეორიის მიხედვით არის ესე, შენ მიდიხარ ამ გზაზე და არა მე

კანონი ითხოვს მონურ მორჩილებას. არ მინახია მე სადაც არჩევანს გაძლევენ კანონის დამორჩილება არ დამორჩილებაზე.

Nukriko

 

მოკლედ რომ ვთქვათ, შენ როგორც ათეისტი, ისეთი საზოგადოების არსებობის მომხრე ხარ, სადაც არანაირი კანონი არ იქნება? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რწმენა არ ნიშნავს რელიგიას და არც სინონიმებია. ათეიტს შეიძლება წამდეს უკეთესი მომავლის, ათეიზმი ამას არ უკრძალავს :mad:

ხოლო ტოტემიზმი, ანიმიზმი და ფეტიშიზმი, რელიგიური რწმენა არ არის :mad:

 

დავიჯერო ვერ მიხვდი რას ვგულისხმობდი? ტოტემიზმი, ანიმიზმი და ფეტიშიზმი მომავლის რწმენის მსგავსი რწმენებია? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოტემიზმი, ანიმიზმი და ფეტიშიზმი მომავლის რწმენის მსგავსი რწმენებია?

არა მაგრამ, არც რელიგიური რწმენის ფორმებია

აზრი

მოკლედ რომ ვთქვათ, შენ როგორც ათეისტი, ისეთი საზოგადოების არსებობის მომხრე ხარ, სადაც არანაირი კანონი არ იქნება? smile.gif

არა მე როგორც ათეისტი არა, ეს ანარქისტული იდეებია და არა ათეისტური :uh:

 

მე საზოგადოებაზე ამ მხრივ არ ვფიქრობ, ინდივიდის დონეზე უკეთესი საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს, რათა უფრო მეტის დანახვის უნარი ჰქონდეს, კანონში მყოფი ადამიანი გამოკეტილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მაგრამ, არც რელიგიური რწმენის ფორმებია

აზრი

 

არა მე როგორც ათეისტი არა, ეს ანარქისტული იდეებია და არა ათეისტური :uh:

Nukriko

 

ნუ გადაგაქვს საუბარი; მე არ მიხსენებია სადაური იდეებიათქო. :D მე სულ სხვა რამგკითხე. მოკლედ, შენ ამ პოსტში ჩემს შეკითხვაზე პასუხობ, რომ არაო. ე.გ. ისეთი საზოგადოების არსებობის მომხრე არ ვარო, სადაც არანაირი კანონი არ იქნებაო, სწორად გავიგო ხომ? ხოდა თუ მასეა, რაღა გინდა? :uh: თუ ისეთი საზოგადოების მოხმრე ხარ, სადაც კანონი იარსებებს, მაშინ მორჩილების მომხრეც ხოფილხარ. აქედან გამომდინარე, შენი თეორია, მორჩილება ცუდია და უარყოფითად განიხილავამ თვისებას მორწმუნე ადამიანებში, ლოგიკას სცდება და საკუთარ თეორიებში იხლართები. :*

 

 

მე საზოგადოებაზე ამ მხრივ არ ვფიქრობ, ინდივიდის დონეზე უკეთესი საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს, რათა უფრო მეტის დანახვის უნარი ჰქონდეს, კანონში მყოფი ადამიანი გამოკეტილია.

ყველა მორმწუნე არ აყენებს კანონს თავის თავზე მაღლა, ყველა მორწმუნეს ერთ ქვაბში ვე რმოვხარშავთ. :uh: კანონი საზოგაოდებას სჭირდება. შესაბამისად მორჩილებაც. როგორც იქნე, შენთვითონვე მიხვედი ამ დასკვნამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მითოლოგიაში რომ გადავარდეთ, იქიდან მინდა გკითხო ერთი რამე

 

 

ამირანის მითი გექნება გაგებული

 

როგორ გგონია ამირანი როგორი პერსონაჟია? შენთვის დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი?

მაგას იმიტომ გეკითხები, რომ შენ ვერ ხედავ ამირანში თავისუფალ ნებას, ნამდვილ თავისუფალ ნებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მითოლოგიაში რომ გადავარდეთ, იქიდან მინდა გკითხო ერთი რამე

ამირანის მითი გექნება გაგებული

როგორ გგონია ამირანი როგორი პერსონაჟია? შენთვის დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი?

მაგას იმიტომ გეკითხები, რომ შენ ვერ ხედავ ამირანში თავისუფალ ნებას, ნამდვილ თავისუფალ ნებას?

Nukriko

 

მე დაგანახე წინა წონა პოსტებიდან რომ თავისთავად მორჩილება და თავმდაბლობა უარყოფითი თვისებები არაა. მთავარია მორჩილება მონობად არ აქციოს ადამიანმა. შენ სწორედ ამ ნიშანთვისებებზე აპელირებდი და მორწმუნეების "უარყოფით" მხარეზე საუბრობდი. ამრიგად გავარკვიეთ უკვე, რომ კანონის არსებობის, მისადმი მორჩილების წონააღმდეგი არ ყოფილხარ, შესაბამისად ამის გამო მორწმუნეებს ვერ უწოდებ იმას რასაც შენს წინა პოსტებში წერდი. თემიდან რომ არ გადავუხვიო, ამირანი გულში მღეროდას და ა.შ. აღარ ჩავეძიები. შენ დაწერე რაც გსურს და გამოხატე შენი აზრი თავისუფლად. ყოველთის დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე შენ პოსტებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იმაში უნდა დამეთანხმო რომ მორჩილება არის ადამიანის ნების გატეხვის შედეგად მიღებული აქტი.

თავისთავად მორჩილება და თავმდაბლობა უარყოფითი თვისებები არაა.

კაი რას შემამტებს მე თავდაბლობა და მორჩილება? აი შენ მეუბნები მე და რა სარგებლობას მომიტანს?

მთავარია მორჩილება მონობად არ აქციოს ადამიანმა.

იქცევა ეს ბუნებრივია, რადგან მორჩილი ადამიანი ნება გატეხილია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იმაში უნდა დამეთანხმო რომ მორჩილება არის ადამიანის ნების გატეხვის შედეგად მიღებული აქტი.

 

კაი რას შემამტებს მე თავდაბლობა და მორჩილება? აი შენ მეუბნები მე და რა სარგებლობას მომიტანს?

 

იქცევა ეს ბუნებრივია, რადგან მორჩილი ადამიანი ნება გატეხილია

Nukriko

 

მოკლედ რაა. :D ხან ერთს ამბობ ხან მეორეს. აი წამროიდგინე, ხარ სულ ათეისტურ საზოგადოებაში. რელიგიური ადამიანები არ არსებობენ. კანონები არ გექნებათ? თუ ყველა თავისას მიაწვება? :+: ცხადია ნებისმიერ ნორმალურ და ცივილურ საზოგადოებაში იქნება კანონები, რომლებიც ადმაიანების ქცევის საზღვრებს გარკვეულწულად დაალიმიტებენ. შენ თუ არ დაემორჩილები არსებულ კანონებს და შენს მსგავსად მთელი საზოგადოება შედეგ მიიღებთ - ქაოსს. აღიარე ეს. :+: თუ აღიარებ და ამბობ კანონები ათეისტურ სახელმწიფოშიც იარსებებს და კანონს დაემორჩილებით, მაშინ შენი თეორია რასაც მორწმუნეებზე ამბობ, ალოგიკურიათქო. მიხვდი?

 

ამრიგად, ყველა მორმწუნეს ერთ ქვაბში ვერ გავატარებთთქო მაგიტომ დაგიწერე. ვიღაც შეიძლება მონურად ემორჩილება რაღაცას, სხვა კი იმ გაგებით რა გაგებითაც ათეისტური საზოგადოება დაემორჩილებოდა კანონს, ისევე როგორც დღეს ემორჩილება ათეისტი კანონს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მოკლედ რაა. smile.gif ხან ერთს ამბობ ხან მეორეს. აი წამროიდგინე, ხარ სულ ათეისტურ საზოგადოებაში. რელიგიური ადამიანები არ არსებობენ. კანონები არ გექნებათ? თუ ყველა თავისას მიაწვება? smile.gif ცხადია ნებისმიერ ნორმალურ და ცივილურ საზოგადოებაში იქნება კანონები, რომლებიც ადმაიანების ქცევის საზღვრებს გარკვეულწულად დაალიმიტებენ. შენ თუ არ დაემორჩილები არსებულ კანონებს და შენს მსგავსად მთელი საზოგადოება შედეგ მიიღებთ - ქაოსს. აღიარე ეს. smile.gif თუ აღიარებ და ამბობ კანონები ათეისტურ სახელმწიფოშიც იარსებებს და კანონს დაემორჩილებით, მაშინ შენი თეორია რასაც მორწმუნეებზე ამბობ, ალოგიკურიათქო. მიხვდი?

სახელმწიფო თავად მითია და ან პიროვნებისკენ უნდა იყო ან სახელმწიფოსკენ. მორჩილება და თავმდაბლობა სახელმწიფოს, ძალადობის ინსტიტუტის იარაღებია და არა თავისუფალი ნების გამოხატულება. კი დასაშვებია ეს ბოროტება, რადგან სიცოცხლეს არ ვნებს, მარა საერთო ჯამში ისეთივე ბოროტებაა როგორც ყველანაირი მონობის ფორმა. კი ათეისტური სახელმწიფო ვერ იარსებებს კანონის გარეშე, რადგან სახელმწიფო ვერ იარსებებს კანონის გარეშე, ეს არ ნიშნავს რომ სახელმწიფო არის კარგი, სახელმწიფო არის ჩვენი გაუნათლებლობის, სიძუნწის და ეგოიზმის შედეგი. სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველადი თეორიები იყო თეოკრატიული თეორია, ფარაონებიდან დაწყებული ჩინეთის მეფეებით დამთავრებული იყვნენ ღმერთები და ჩვენ იმიტომ უნდა დავემორჩილოთ მათ რომ ისინია რიან ღმერთები, შემდეგ სახელმწიფომ განიცადა რა თქმა უნდა ევოლუცია, მაგრამ ბუნებით სახელმწიფო მითია როგორც რელიგია და ათეისტური სახელმწიფო იქნება სახელმწიფოს ბოლო სტადია როდესაც უსახელმწიფო ერაში შევალთ.

 

რაც შეეხება პიროვნულად რა სიკეთე მოაქვს მორჩილებას და თავდაბლობას ამაზე ვერ მივიღე პასუხი. ამბოხებული, ადამიანები ქმნიან ისტორიას და არა მორჩილები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...