shamili Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) დააფიქსირეთ თქვენი აზრი საქართველოს ძველი და ახალი სიმბოლიკის შესახებ ( დროშა, გერბი, ჰიმნი ). რომელი უფრო მოგწონთ და რომელი გინდათ რომ იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჩემის აზრით ძველი სიმბოლიკა ( დროშაც, გერბიც და ჰიმნიც ) ყველანაირად სჯობდა თანამედროვეს, უფრო ქართული იყო უფრო ახლოს იყო ქართულ სულთან. თანამედროვე დროშას არაფერს არ ვერჩი და ესთეტიურად ლამაზიცაა, მაგრამ არ არის ჩვენი ისტორიული დროშა, ეგ არის ჯვაროსან ტამპლიერთა ალამი და არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლინებაა ჩვენის მხრდიან მაგ დროშის მითვისება, ამას გარდა ჩვენი ეროვნული დროშის ფერები შავი, თეთრი და მეწამული ატარებს განსაკუთრებულ მისტიურ და სულიერ დატვირთვას და ამავდროულად უფრო ასოცირდება ემოციებთან და თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ვიდრე ეს ჯვაროსან ტამპლიერთა ბაირაღი Edited April 11, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 მაგრამ არ არის ჩვენი ისტორიული დროშა, ეგ არის ჯვაროსან ტამპლიერთა ალამიაკი გორგასალ-დავითიანიო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 shamili ვერ დაგეთანხმები. ძველ დროშას არაფერი საერთო არ ჰქონდა ქართულ ისტორიულ დროშებთან და სოციალ-დემოკრატების დროშა იყო, თანაც საშინელი სიმბოლიკებით: თავში შავი ფერი იყო. მსოფლიოს არცერთ დროშაზე არ არის ზედა ნაწილი შავი ფერის, რადგან მას სამგლოვიარო დატვირთვა აქვს და მხოლოდ მაშინ უკეთებენ ზემოთ შავ არშიას, როცა ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, ამასაც ნაწილი აკეთებს, ძირითადად უბრალოდ დაბლაა ხოლმე დაშვებული დროშები. მეწამული ფერი კი სისხლთან ასოცირდება და ჩვენ მთელი დროშა მაგ ფერის გვქონდა!რაც შეეხება გერბს - ესთეტიურად ლამაზი იყო, მაგრამ ჰერალდიკის არანაირ სტანდარტებში არ ჯდებოდა და უფრო ორდენს წააგავდა ვიდრე გერბს.როგორც ასეთი ისტორიული სახელმწიფო დროშა საქართველოს არასოდეს ჰქონია. ევროპულ რუკებში კი ჯერ კიდევ 14-ე საუკუნიდან სწორედ ამგვარი დროშით აღინიშნებოდა: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9e/Map_of_Angelino_Dulcert_cropped_area.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ახალი დროშა ძალიან მომწონს და ძველს ბევრად სჯობს, ჩემი მოკრძალებული აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) გერბიმაგ გერბზე წმინდა გიორგი უკუღმა იყო გამოსახული. analgin ეს სურათი საიდანაა? წყარო სადაა, მაინტერესებს ეგ ამბავი და წავიკითხავდი. Edited April 11, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) ხუთჯვრიანი დროშა არის იერუსალიმის ჯვაროსანთა სამეფოს ე.წ. სავაჭრო ალამი - შამილი მართალია. It was called the Jerusalem Civil Ensign. I believe it was first used on crusader ships but continued to be used on merchant vessals associated with the Latin kingdom. http://forums.catholic.com/showthread.php?t=30497 საკუთრივ იერუსალიმის სამეფოს დროშაც ხუთჯვრიანი იყო, მაგრამ იქ ჯვრები ოქროსფერი იყო და არა წითელი. analgin შენ რომ რუკა დადე, იქ კია აღნიშნული საქართველოს ტერიტორიაზე ეს დროშა, მაგრამ აქ არსებულ იერუსალიმის სავაჭრო წარმომადგენლობას აღნიშნავს და საკუთრივ ქართულ სამეფოსთან კავშირში არაა. როცა ეს ნაცმოძრაობის უფროსობას მოახსენეს, ყურიც არ შეუპარტყუნებიათ. ძველ დროშაზე კი, ავად თუ კარგად, გარკვეული სიმბოლიკა იყო ასხული - წითელი (მეწამული) ფერი ქართულ ღვინოს აღნიშნავდა, შავი - მიწას, თეთრი - ცას. აბა, მითხარით რომელიმემ, რას აღნიშნავს ამჟამინდელ დროშაზე კუთხეებში მოთავსებული 4 ჯვარი? მოკლედ, თანამედროვე ქართული დროშა კია 'ლამაზი', მაგრამ 100%-ით 'მოპარულია' ა, კიდევ http://www.crwflags.com/fotw/Flags/ps~jerus.html Edited April 11, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ისე ბიჯო რამფერ ვერ შევინარჩუნეთ ჩვენი ისტორიული დროშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ucxo-planeteli გორგასლიან დავითიან თამარიანი სხვანაირი იყო, მეცნიერებმა ბოლომდე ვერ დაადგინეს, ზედ თეთრი გიორგი იყო როგორც ვარაუდობენ გამოსახული. analgin ეგ ერთადერთი ,,არგუმენტია'' რაც მოაქვთ იმის დასამტკიცებლად რომ ვიტომ ეგ დროშა საქართველოს ისტორიული დრშა იყო. მაგ რუკის გადიდებულ ვარიანტს თუ ნახავ აღმოაჩენ რომ საქართველოს გარდა მაგ დროშით აღნიშნულია არმოსავლეთ ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო და მგონი სომხეთიც.სამი ვერსიაა რატომ არის აღნიშნული ევროპის ყველა ქრისტიანული სახელმწიფო მაგ დროშით, პირველი წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის სახელმწიფოები სადაც კათოლიკე მისიონერები ჩავიდნენ საქადაგოდ. მეორე წყარო იუწყება რომ უბრალოდ აღმოავლეთ ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოებია აღნიშნული, ხოლო მესამე წყარო იუწყება რომ მაგ დროშით აღნიშნულია ის ქვეყნები რომლებიც თავის დროზე იყვნენ ჯვაროსანთა კოალიციის მოკავშირენი. ეგ დროშა იყო ჯვაროსანთა დროშა ისე როგორც ეხლა ნატოს დროშა არსებობს, მაგრამ არც საქართველოს და არც ევროპის არც ერთი ქვეყნის დროშა ეგ არ ყოფილა. სამფეროვანი დროშა რომ იქმნებოდა დროშის მოდელის ავტორს იაკობ ნიკოლაძეს ექვტიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა ურჩეის ამ სამი ფერის გამოყენება, რადგან ისტორიული გადმოცემის თანახმად საქართველოში არსებობდა სამი ფერის დროშა შავი, თეთრი და მეწამული და თითოეულს თავისი მისტიური და სულიერი დატვირთვა გააჩნდა. კარგი წყაროები მაქვს მაგის სესახებ წაკითხული და ვიპოვი და დავდებ. მენშევიკები მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა დამოუკიდებელი საქართვეოს ხელისუფლება იყო, მაგრამ იმ დროშას კონკრეტულად მენშევიკებთან რატომ აიგივებთ ? რომელი იყო მენშევიკი მაგ დროშის შემქმნელთაგან, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი თუ იაკობ ნიკოლაძე ? თუ ჰიმნის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილი ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Siknadmo ისე ბიჯო რამფერ ვერ შევინარჩუნეთ ჩვენი ისტორიული დროშა მე როგორც ვიცი, ისტორიკოსებს წარმოდგენაც არა აქვთ 'ის' ძველი დროშა როგორი იყო. თუმცა შეიძლება ვცდებოდე. ერთი კი ფაიზაღია - ხუთჯვრიანი 'ის' დროშა ნამდვილად არ არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Grig ვიცი მალხაზ ეგ რომ ეგრეა. მე რამდენადაც მახსოვს დიდი ჯვარი მაცხოვრის საფლავს აღნიშნავს, პატარები კი ოთხ სახარებას.იერუსალიმის დროშაზე ასე ნიშნავდა და ჩვენთან არ ვიცი. ძველი დროშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ როგორც სახელმწიფო დროშის, თუმცა მომხრე ვარ გარკვეული სტატუსი მიიღოს მაგ დროშამ ქვეყნის შიგნით და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ამჟამინდელი დროშის გვერდით იყოს აღმართული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ჯვაროსანმა ტამპლიერებმა იერუსალიმის აღების შემდეგ ეგ დროშა იერუსალიმის დროშად გამოაცხადეს და არაფერი მაგ დროშას საქართველოს ისტორიასთან საერთო არ გააჩნია გარდა იმისა რომ ჯვაროსნული ომების დროს გადმოცემის მიხედვით სადაც ქართველები დავით აღმაშენებლის და გიორგი მესამის დროს მონაწილეობდნენ ძალაუნებურად მაგ დროშის ქვეშ იბრძოდნენ როგორც ჯვაროსანთა ლაშქრის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ მათ ამავდროულად თან ქონდათ წაღებული და ბრძოლის დროს აღმართული საქართველოს სამეფოს დროშა გორგასლიან დავითიან თამარიანი რომელიც სამწუხაროდ მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და ჰერალდიკოსებმა ვერ დაადგინეს ზუსტად როგორი იყო. არავითარი სხვა შეხება მაგ დროშას საქართველოსთან არ აქვს. მაგ დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადება იმას ემსგავსება რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩვენმა შთამომავლებმა ნატოს ალამი სახელმწიფო დროშად რო გამოაცხადონ ჩვენი წინაპრები ამ დროშის ქვეშ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთშიო. ჰიმნი ხო უნიჭობის აპოგეეაა, ფალიაშვილი გენიალური კომპოზიტორი იყო მაგრამ რას წარმოიდგენდა რომ ვიღაც უნიჭოები მის საოპერო ნაწარმოებს გოიმურ არანჟირებას გაუკეთებდნენ და ჰიმნად გამოაცხადებდნენ. რაც შეეხება ტექსტს მაღრაძეს აშკარად მოქკავშირის და შევარდნაძის სადიდებლები უკეთ გამოსდის ვიდრე ლექსები და კონკრეტულად მაგ ჰიმნის ტექსტი, აკაკი ცოცხალი რო იყოს ერთ ლაზათიან ალიყურს უთავაზებდა მაგ ვაი პოეტს მისი გენიალური ლექსის ამ გოიმურ ტექსტში გამოყენების გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 ისე, ეს რა დროშებია ვინმე მეტყვის? წყარო საიდან? http://www.maps.ge/new_page_4.htm Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 Siknadmo მე როგორც ვიცი, ისტორიკოსებს წარმოდგენაც არა აქვთ 'ის' ძველი დროშა როგორი იყო. თუმცა შეიძლება ვცდებოდე. ერთი კი ფაიზაღია - ხუთჯვრიანი 'ის' დროშა ნამდვილად არ არის.არადა მე-19 მე-18 საუკუნეში გვქონდა შEმორჩენილი დროშა,ერტი ეპიზოდი მახსენდება, სპეკტაკლში აუფრიალებიათ ჩვენებსდა რუსებმა დასცინეს, მგონი მეფის ნაცვალმა თქვა ეგ დროშა ცირკის დროშა არისო, ცნობილი ისტორიაა რაა,ისე რა უთავბოლობაა, ამხელა ისტორია გვაქვს, თAნაც გმირული დაელემენტარულად ის არ უნდა ვიცოდეთ რომელი დროშით შედიოდნენ ჩვენი მეფეებიდა მთავარსარდლები ომში!?,სასწოული პირდაპირ,ბედოვლათები ვართ რა მაგრამ მათ ამავდროულად თან ქონდათ წაღებული და ბრძოლის დროს აღმართული საქართველოს სამეფოს დროშა გორგასლიან დავითიან თამარიანი რომელიც სამწუხაროდ მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და ჰერალდიკოსებმა ვერ დაადგინეს ზუსტად როგორი იყო.ვაი ჩვენს პატრონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 analgin ვიცი მალხაზ ეგ რომ ეგრეა. smile.gifმე რამდენადაც მახსოვს დიდი ჯვარი მაცხოვრის საფლავს აღნიშნავს, პატარები კი ოთხ სახარებას.იერუსალიმის დროშაზე ასე ნიშნავდა და ჩვენთან არ ვიცი. smile.gif კი მასეა. ჩვენ დროშას რაც შეეხება, ეს თავად მისმა 'შემქმნელებმა' არ იციან და, აბა, ჩვენ საიდან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 (edited) ეროვნული დროშა ეროვნული რეგალიები ეროვნული სიწმინდეებია. მათში ნაციონალური წმინდად ადამიანურ საწყისთანაა შეწყვილებული, რადგან ისინი უტყვად მოგვითხრობენ სულის ტრიუმფის ამბავს წარმავალობაზე, ამაოებასა და სიკვდილზე. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა მერაბ კოსტავას როგორც ძველი სიწმინდეებისადმი, ისე ახალი დროის სახელმწიფოებრივი სიმბოლოებისადმი. 1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას. 26 მაისს, დაახლოებით შუადღისას მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად “ჰელსინკის”, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის” და “ეროვნული სამართლიანობის კავშირის” წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო თავისთავად ცხადი რამ. მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და ისე საუბრობდა დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული “ომონის” რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა. გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: “არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!” თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” ამასობაში მომიტინგეები მიწაზე დავსხედით. მე წინადადება შემოვიტანე, ერთანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა. შადური კვლავ ცდილობდა დაუფლებოდა დროშას, მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეზრახა. “მომეცი დროშა!” გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა. “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი!” კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა. “ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!” გასცა ბრძანება. ეზოში “ომონის” რაზმი შემოიჭრა. მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე “ბერიკონში”. იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს. Edited April 11, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.