planetanews Posted April 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2010 პარასკევსა და გუშინ 29-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. პარასკევს 9 აპრილს ერთმანეთს ზესტაფონი და სამტრედია დაუპირისპირდნენ და იმერლებმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე სრული ჯოჯოხეთი მოუწყეს სამტრედიელებს, მატჩი მასპინძლებმა გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 მოიგეს და დროებით 57 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს. გუშინ კი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს დედაქალაქელებმა ბოლნისელებს, რის შედეგადაც დინამოელები სატურნირო ცხრილში 58 ქულა გააჩნიათ და ლიდერ ოლიმპს ხუთი ქულით ჩამორჩებიან. საინტერესო მატჩი გაიმართა ქართლში, გორის სტადიონზე, ერთმანეთს ცხინვალის სპარტაკი და ზუგდიდის ბაია დაუპირისპირდნენ და ცხინვალელებმა 2:0 იმარჯვეს. სპარტაკის შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი დემეტრაძემ, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ კი მოედანზე ლადო ბურდული გამოვიდა ჩირიკაშვილის ნაცვლად. კიდევ ერთი მატჩი გაიმართა რუსთავში ფოლადის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ვიტ–ჯორჯიამ გაგრა მიიღო და ბერიაშვილის გოლის წყალობით 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი გუნდი. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts