Jump to content
Planeta.Ge

როგორ შევ(ი)ცვალოთ უკეთესობისკენ


Recommended Posts

რაც დრო გადის უფრო იძაბება სიტუაცია ამ ფორუმზე და ყველასათვის არაკომფორტული ხდება. პირველ რიგში მე და შემდეგ თითოეული ჩვენგანი დიდ შეცდომას ვუშვებთ იმით, რომ ამ დისკომფორტის მიზეზებს სხვადასხვა ლოგიკურ თეორემებში ვეძებთ, რადგან ადამიანთა ურთიერთობა და მათ შორის დამოკიდებულება არც ხელშესახები მატერიაა და არც ზუსტი მეცნიერების სფეროს განეკუთვნება.

ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გადავწყვიტე ამ ფორუმის პოლიტიკის გაბყოფილების, მისი მოდერატორის არჩევისა და ქცევის წესები დამეწერა, მაგრამ მივხვდი, რომ იდეალურამდე სრულყოფილი წესებით აგებული ურთიერთობებიც კი არ იქნებოდა მყარი, რადგან ადამიანების ურთიერთობებს წესები (ნებისმიერი) მხოლოდ მაშინ წაადგება სასიკეთოდ, როცა ყველას უნდა, რომ ეს წესები სხვასაც ზუსტად ისე გამოადგეს, როგორც მას. აი ამის მიღწევა კი ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, როცა ეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან.

 

ამიტომ მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვისაც გნებავთ დაიჯერეთ ჩემი გულწრფელობისა, ვისაც არა და ძალიან გთხოვთ, რომ დაიჯეროთ:

 

Saturn

FRIDRIX

შავლეგო, იგივე ბიმო

 

ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის თუ ოდესმე რამე ვერ მოვზომე და უკადრებელი გაკადრეთ. გთხოვთ მაპატიოთ. ბოდიშს გიხდით კაცურადაც, სახალხოდ და საჯაროდ და ბოდიშს გიხდით ქრისტიანულადაც , ღმერთის წინაშეც. ნამდვილად ვნანობ.

 

ძალიან გთხოვთ დათქვით ერთი დღე და აუცილებლად მოდით ფორუმულ შეკრებაზე, ჭიქა ღვინით გადღეგრძელებთ და პირადადაც მოგიხდით ბოდიშს. ბოდიშის მოხდისკენ ვერა, მაგრამ ერთმანეთის პატიებისკენ და იმავე სუფრაზე მობრძანებისკენ მოვუწოდებ ლიცემერს და ჭანოსაც, აგრეთვე ყველას, ვისაც არ გაქვთ მთლად მოწესრიგებული და დალაგებული ურთიერთობები. უმორჩილესად ვთხოვ მოსვლას ფორუმელ ქალბატონებსაც, კისას, ტატს, აირენს, მაჭკატელას, მაკას, ირუშას და ა.შ.

 

აი, ამის შემდეგ ექნება აზრი იმ წესების დაწერას და მუშაობას, ზემოთ რომ დავწერე. :bushti:

 

პატივისცემით,

 

ირაკლი ჯაფარიძე (analgin)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 82
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

analgin

 

 

საღოლ და საპატიებელი ჩემის აზრით არაფერი გჭირს.ყველას მოგვდის შეცდომა და ამ შეცდომის აღიარებს კიდევ ერთი ადგილი უნდა. :nekro:

 

მე ერთი იმაში ვსცდები,რომ იქით ვერ ველევი პოსტვას და თუ შენნაირი ხალხი ბევრნი იქნებით აქ,შეიძლება შევძლო. :bushti:

 

ამ ფორუმის ყველა იუზერს დიდ პატივს ვცემ და ეგების ლიციც დავაბრუნოთ? :nekro:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ეგ შეცდომებზე და მაგის მიზეზებზე ფიქრია ადამიანურ ურთიერთობებს რო ანგრევს. :bushti:

 

ვინ, როდის და რა შეცდომა დავუშვით, დავუშვით თუ არა, რა იყო მიზეზი და ა.შ. მაგაზე ლაპარაკი ძალიან შროს წაგვიწყანს, ისე შორს, რო უკან რო ვიხედებით ვხვდებით დაბრუნება გვიანია უკვე...ორი წუთია ცხოვრება :nekro:

 

ნურც ჩემი ამ თემის გახსნის მიზეზებზე შეიწუხებთ ძალიან თავს. :nekro:

მე არავინ მეზიზღება. არც არავის ცუდი გამიხარდება და არც არავის კარგი მეწყინება ცხოვრებაში. :user:

 

ლიცის რაც შეეხება მგონი ძუკუს უნდა ქონდეს კოორდინატები და მიაწვდენს ხმას, იმედია. თუ არ პოსტავს და კითხულობს წაიკითხავს ალბათ ამ თემას და იქნებ იმოქმედოს, არ ვიცი.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

რავი ირაკლი,ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში,მაგრამ გამოუსწორებელი არა და ბოდიშიც ბევრჯერ მომიხდია როცა დამნაშავე ვყოფილვარ.

 

კაროჩე,კარგია რომ დაბრუნდი და ლიციც დაბრუნდება ალბათ.უთქვენოთ ამ ფორუმს პეწი არ ექნება და არა მარტო უთქვენოთ.ყველას ვგულისხმობ. :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც დრო გადის უფრო იძაბება სიტუაცია ამ ფორუმზე და ყველასათვის არაკომფორტული ხდება. პირველ რიგში მე და შემდეგ თითოეული ჩვენგანი დიდ შეცდომას ვუშვებთ იმით, რომ ამ დისკომფორტის მიზეზებს სხვადასხვა ლოგიკურ თეორემებში ვეძებთ, რადგან ადამიანთა ურთიერთობა და მათ შორის დამოკიდებულება არც ხელშესახები მატერიაა და არც ზუსტი მეცნიერების სფეროს განეკუთვნება.

ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გადავწყვიტე ამ ფორუმის პოლიტიკის გაბყოფილების, მისი მოდერატორის არჩევისა და ქცევის წესები დამეწერა, მაგრამ მივხვდი, რომ იდეალურამდე სრულყოფილი წესებით აგებული ურთიერთობებიც კი არ იქნებოდა მყარი, რადგან ადამიანების ურთიერთობებს წესები (ნებისმიერი) მხოლოდ მაშინ წაადგება სასიკეთოდ, როცა ყველას უნდა, რომ ეს წესები სხვასაც ზუსტად ისე გამოადგეს, როგორც მას. აი ამის მიღწევა კი ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, როცა ეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან.

 

ამიტომ მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვისაც გნებავთ დაიჯერეთ ჩემი გულწრფელობისა, ვისაც არა და ძალიან გთხოვთ, რომ დაიჯეროთ:

 

Saturn

FRIDRIX

შავლეგო, იგივე ბიმო

 

ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის თუ ოდესმე რამე ვერ მოვზომე და უკადრებელი გაკადრეთ. გთხოვთ მაპატიოთ. ბოდიშს გიხდით კაცურადაც, სახალხოდ და საჯაროდ და ბოდიშს გიხდით ქრისტიანულადაც , ღმერთის წინაშეც. ნამდვილად ვნანობ.

 

ძალიან გთხოვთ დათქვით ერთი დღე და აუცილებლად მოდით ფორუმულ შეკრებაზე, ჭიქა ღვინით გადღეგრძელებთ და პირადადაც მოგიხდით ბოდიშს. ბოდიშის მოხდისკენ ვერა, მაგრამ ერთმანეთის პატიებისკენ და იმავე სუფრაზე მობრძანებისკენ მოვუწოდებ ლიცემერს და ჭანოსაც, აგრეთვე ყველას, ვისაც არ გაქვთ მთლად მოწესრიგებული და დალაგებული ურთიერთობები. უმორჩილესად ვთხოვ მოსვლას ფორუმელ ქალბატონებსაც, კისას, ტატს, აირენს, მაჭკატელას, მაკას, ირუშას და ა.შ.

 

აი, ამის შემდეგ ექნება აზრი იმ წესების დაწერას და მუშაობას, ზემოთ რომ დავწერე.

 

პატივისცემით,

 

ირაკლი ჯაფარიძე (analgin)

მაგარი კაცი ხარ, ჩემო ირაკლი, ძალიან მაგარი :bushti:

 

lasha1997

გაიხარე, ჩემო დიტო. ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის :nekro:

 

ბოდიში მეც მაქვს მოსახდელი შარი-სთვის და ნოდარისთვის . დაუმსახურებლად გატკინეთ გული, ნამდვილად არ ვიყავი თქვენთან მართალი, ბოდიში :nekro: +კისა, გუშინწინ ცოტა უშნო ხუმრობა გამომივიდა, ბოდიში. მართლა ძალიან გაფასებ და მიყვარხარ :*

 

ირაკლი, თავიდანვე რომ მოვაყომარო ბაზარი, მინდა დავიფიცო და თან მწარედ , რომ ამ თემაში ჩემი ბოლო პოსტებია ამ ფორუმზე. აქედან გამომდინარე, რადგან მე აღარ მექნება დაპოსტვის საშუალება მინდა ეს პოსტი შენ "ჩაგაბარო", ანუ გთხოვო, არავინ არ წაშალოს, არ ჩაასწოროს . იმედია ამ თხოვნას შემისრულებ . ჰო, ამ პოსტით თანაგრძნობას ნამდვილად არ ვითხოვ.

 

მაგრად განვიცდი რაც მოხდა, ძალიან მაგრად. სენტიმენტალობა ნამდვილად არ მჩვევია, მაგრამ თუ მალე არ მოვაყომარებ ამ პოსტს, მაშინ შეიძლება მამაკაცისთვის შეუფერებელი საქმე დამემართოს , ანუ ვიტირო. :D

 

მეგრულში არის სიტყვა -უზისხირე, რაც პირდაპირი თარგმანით უსისხლოს ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი-უგულოს, უჯიშოს. ჰოდა, ჩემო ირაკლი, უზისხირესავით მომექცნენ. უზისხირესავით გამრიყეს, წაიკითხე გუშინდელი თემა და თავად დარწმუნდები ამაში. წაიკითხე და ნახავ როგორ მლანძღავს ადამიანი, რომელიც აშკარად მაღალი ხარისხის არასრულფასოვნების კომპლექსით არის დაავადებული ( პროფესიონალი ვარ და დამეჯერება). ყველაზე კაიფი კი ის არის, რომ პირადი დაბლოკი აქვს. თავად მწერს , მაგრამ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევს. მოკლედ, მართლა არ ვიცი ვინ არის და რა უნდა, მართლა ძლივს გავიხსენე, მარგამ ეს რატომღაც სასაცილოდ არ ეყო .

 

ერთი სიტყვით, ძალიან დამცირებულად , უსამართლოდ გალახულად ვგრძნობ თავს. ეტყობა მართლა ნამუსგარეცხილი, იშკილბაზი, კაცის ჭირი, სალახანა ვარ, რადგან ჩემს დასაცავად კაციშვილს არ მოუბრუნდა ენა თემაში (პირადში იცოცხლე), რომელმაც თუ არ ვცდები 15 გვერდი გაქაჩა. კაციშვილს არ მოუვიდა აზრად დაეხურა თემა, სადაც ცალსახედ ჩემი გაშავება მიდიოდა. უფრო მეტიც, დედაგლობალიმა დაბანილი უზერის პოსტი დადო და დროდადრო ჩემს საწინააღმდეგოდ ქოქავდა უზერებს. სამაგიეროდ, როდესაც ჩემი დასაცავი თემა გაიხსნა გუშინ (პარიზი-მ გახსნა, მადლობა მას+ Siknadmo და ბატონი ბადრი :user: ) იგივე დედა გლობალმა ხუთ წუთში მოაყომარა (გუშინ ვთხოვე ადმინებს თემის დაბრუნება, მაგრამ ორივემ დამიკიდა) . ჰოდა, გუშინდელი თემის გამხსნელს, ჩემთვის მართლა პატივსაცემ ადამიანს ბაბუაგიორგი-ს ვეკითხები, -თუ ჭანოზე თემა გახსენი და აურზაური ატეხე, მაშინ მე რა დაგიშავე, რატომ არ აპროტესტებ ? ალბათ ღირსი არ ვარ, არა?

 

ალბათ კარგად გახსოვს რვა თვის წინანდელი "პლანეტა". სულ ოცი თუ ოცდაათი კაცი პოსტავდა მხოლოდ. რავი, დღეს რომ მეტ-ნაკლებად წარმატებულია ფორუმი, ალბათ ოდნავი ჩემი წვლილიც არის . მემგონი ასეა, მაგრამ გუშინ ისიც ითქვა არ მოდერობსო, ანუ დანარჩენი ორი მოდერობსო, ხოლო ლიცი არაო. არადა სასაცილო ის არის, რომ რვა თვის განმავლობაში ყოველდღე ვდგებოდი ექვს საათზე და პოლიტგანყოფილების ყველა თემას და პოსტს ვკითხულობდი , შესაბამისად წასაშლელს ვშლიდი, დასავორნს ვორნავდი, დასაბანს ვბანიდი. უბრალოდ ეს თვალშისაცემი არ იყო, რამეთუ ადმინისტრაციის რბილ პოლიტიკას ვატარებდი ფორუმზე. ყველაფერრს რომ გავეშვათ თითქმის ხუთასი თემა მაქვს გახსნილი :D

 

ერთი სიტყვით, ყველას დიდ პატივს გცემთ, ყველა მიყვარხართ, მაგრამ მე პას, კარგად მეყოლეთ :* :+:

 

 

პ.ს. წყნარად ვაპირებდი ფორუმიდან "გაპარვას", მაგრამ შენს თემაში რომ არ დამეპოსტა არ შემეძლო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ერთი სიტყვით, ყველას დიდ პატივს გცემთ, ყველა მიყვარხართ, მაგრამ მე პას, კარგად მეყოლეთ

 

 

ლიც,„არასოდეს არ სთქვა,არაოდეს“ :nekro:

 

 

 

 

რა იყო ამხელა კაცი პატარა ბავშვს ეჯიბრები კაცო. :nekro: მე შემეჯიბრე აბა სიყვარულში? :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც, შემოიხედება ალბათ ჭანოც ამ თემაში, დედამოდერიც და ყველა. იმედი მაქვს (მხოლოდ იმედი, არავის მოვუწოდებ) მცირე მაგალითს აიღებენ ჩემგან. მითუმეტეს ჭანო შვილიშვილად თუ არა შვილად გეკუთვნით მგონი. თხოვნა არც მეზარება და ბარემ ძალიანაც მინდა - დარჩით თქო, მაგრამ ამ პოსტის მერე, რა ვიცი...ისევ ისინი თუ მოგაბრუნებენ, ვის გამოც ნაწყენი ხართ.

სუფრაზე მობრძანდით ყველა და იქ გავარკვიოთ...მტყუან-მართალი კი არა, ვინ რა ბიჭია და რა ქალია. :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

გუშინ თემა არ გავხსენი,რადგანაც ჭამოს მოველაპარაკე თქვენს შორის ურთიერთობაზე.დაგვპირდა რომ მისი მხრიდან არ იქნებოდა პრობლემა.

კარგი იქნებოდა თუ უბრალოდ დააგნორებდით ერთმანეთს. მისი ქცევის მოდერირებას ჩვენ გავწევთ. ასევე ადმინები განვიხილავთ თქვენზეც პრეტენზიებს :bushti:

მოკლედ , გამოვხატავ პატივისცემას და ჩემი სურვილი იქნება ნერვები დავიმშვიდოთ ყველამ.

სუფრაზე რატომაც არა? :nekro: თუმცა ჭანო გერმანიაში ცხოვრობს . სატურნი და ფრიდრიხი კი მოახერხებენ თუ არა მათი საქმეა :nekro:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

რამაზ,უპირველისა ყოვლისა სალამი და

ლიც,„არასოდეს არ სთქვა,არაოდეს“

კონფლიქტები ყველას მოსდის ამ ფორუმზე და ეს არ არის ტრაგედია. რაც ჩემთვის გაგის და შავლეგოს ყოვლად დაუმსახურებულად(ჩემი აზრით) დაუბრალებიათ დიდი ხნის გაქცეული უნდა ვიყო.

ამიტომ დიდებული იდეაა ირაკლის, სუფრა. დავსხდეთ და ვიმუსაიფოთ.

მე როგორც ყოველთვის შემიძლია ამას ორგანიზება გავუწიო. ჩემი დიდი თხოვნაა, ამაზე უარი არ თქვა. დანარჩენი მერე გამოჩნდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მეც მაპატიე. ყოველთვის ვცდილობ პირადულზე არ გადავიდე, მაგრამ რამდენიმეჯერ მეც ვერ მოვზომე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

რა მოხერხება მაგას უნდა კაცო? პოლიციელებს რა ეკრძალებათ ხორცის ჭამა და ღვინის დალევა? :)

დროს რაც შეეხება უსაქმურები არავინ ვართ და ყველა დაკავებული ვართ მეტ-ნაკლებად.

ამიტომაც შევთავაზე დრო თავად აარჩიონ, თუ რომელიმე მათგანი 24 საათიან ცვლაში მუშაობს დღე თვითონ დათქვან, თორე ისე 18:00 სთ-ის შემდეგ სამუშაო დღე სრულდება საჯარო სამსახურებში. :))

 

ლ ი ც ი

 

მართალს გეუბნებათ ძუკუ. სუფრაზე და პირად ურთიერთობებზე იმედია უარს არ იტყვით და დანარჩენი გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია. იმედი მაქვს ეყოფა ჭანოს ღირსება და გამბედაობა და აჯობებს საკუთარ თავს. ასაკის მიუხედავად კაცები ვართ ყველანი ბოლოს და ბოლოს და უპატიებელი საქციელი არ არსებობს თუ გულწრფელ სინანულს დავინახავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ჩემთან როგორ უნდა მოზომოს ნორმალურმა ადამიანმა? :))

 

შენ სუფრის ამბები თქვი, თორე ისე არ გაპატიებ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ჩემთან როგორ უნდა მოზომოს ნორმალურმა ადამიანმა? :)

 

შენ სუფრის ამბები თქვი, თორე ისე არ გაპატიებ :)

ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო არ შემიძლია ალკოჰოლის არანაირი დოზის მიღება. ისე შემიძლია შემოგიაროთ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. ისე შემიძლია შემოგიაროთ

ეს უკვე კარგია. გაცნობბა მაინც მოხერხდება, თორტემ ალკოჰოლი მემილონხარისხოვანია :))analgin

მე აუცილებლად მოვალ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...