Jump to content
Planeta.Ge

იუვენტუსის ფან კლუბი- "პარმამ" "ნაპოლი" დაამარცხა


Recommended Posts

http://image.geotorrents.com/images/s4po8s5btep6sx4fgd0a.jpg  დღეს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა ნეაპოლში.ადგილობრივმა "ნაპოლიმ",რომელიც "იუვენტუსის" უშუალო კონკურენტია საკუთარ მოედანზე "პარმა" მიიღო და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.ანგარიში მატჩის დებიუტშივე იტალიის ნაკრების წინახაზელმა ფაბიო კვალიარელამ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ მეორე ტაიმის 63-ე წუთზე შეძლეს, გოლი საკუთარ ანგარიშზე ანტონელიმ მიითვალა.დაახლოებით 5 წუთში კი ლუკარელიმ მეორე გოლი გაიტანა და "პარმა" დააწინაურა.ნეაპოლელები ადვილად არ შეეგუვნენ მარცხს და მოწინააღმდეგეს საკმაოდ კარგი შეტევები შესთავაზეს, გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, მარეკ ჰამშიკმა გაიტანა.მსაჯის საბოლოო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ლუის ხიმენესმა "ნაპოლის" მესამე გოლი გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებულ დროში მასპინძლების მხრიდან მსაჯმა კვალიარელა მოედნიდან გააძევა, ასე რომ, შემდეგ ტურში "ბარის" წინააღმდეგ "ცისფრებს" სერიოზული დანაკლისი ექნებათ მისი სახით. 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...