planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2009/1/31/1233421789234/Danny-Murphy-001.jpg ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ფულჰემის კაპიტანი დენი მერფი ენფილდზე დაბრუნებას ძალიან ემოციურად ხვდება… ინგლისელმა ნახევარმცველმა ლივერპულში 7 წელი გაატარა და წითელი მაისურით ჩატარებულ 249 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. 2004 წელს კი ჩარლტონში გადავიდა, თუმცა მისი გული მაინც ენფილდზე დარჩა… მერფი ფულჰემში 2007 წელს გადავიდა და გამოცდილი ნახევარმცველი ლონდონელთან კაპიტანიც გახდა… ახლა კი დანიელი ლივერპულს უბრუნდება… “ენფილდი საოცარი ადგილია. მე სწორედ იქ ვისწავლე თამაში, ბავშვობაში ვუყურებდი უდიდეს თამაშებს და საუცხოო ფეხბურთელებისგან ვსწავლობდი ყველაფერს, შემდეგ კი ლივერპულის მაისურით ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე.” – განაცხადა დანი მერფიმ “მე მოუთმენლად ველი კვირა დღეს და მატჩს ენფილდზე. დარწმუნებული ვარ იქ კვლავ გასაოცარი ატმოსფერო დამხვდება. კოპი კვლავ უდიდეს ადგილს იკავებს ჩენს გულში და მე ყოველთვის მსიამოვნებს ენფილდზე თამაში.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts