Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ”ინტერმა” ვერ მოიგო, მაგრამ…


Recommended Posts

დღეს სერია ა-ს ორი მატჩი გაიმართა და ჯამში საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩები გამოდგა. პირველი მატჩი ნეაპოლში გაიმართა. ადგილობრივი ”ნაპოლი” ”პარმასთან” დამარცხდა. მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და უკვე მესამე წუთზე კუალიარელას გოლით დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, მაგრამ ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი აჩვენა მსაჯმა. მეორე ტაიმის შუაში, ოთხ წუთიან ინტერვალში სტუმრებმა ორი გოლი გაუტანეს ნეაპოლელებს. პირველი გოლის ავტორი ანტონელი გახდა, მეორის კი ლუკარელი. ათ წუთში მარეკ ჰამშიკმა სეზონში 12-ე გოლი გაიტანა და შესაბამისად გათანაბრებაც შეძლო. მაგრამ ”პარმა” ფრეს არ დაჯერდა და 87-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუტანა ”ნაპოლის”. გამარჯვების გოლის ავტორი კი ხიმენესი გახდა.

 

 

მეორე თამაშში ”ფიორენტინა” ტურნირის ლიდერი, ”ინტერი” მიიღო სახლში და დაუზავდა. იები მატჩს იგებდნენ კეირისონის 11-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით. მაგრამ მატჩის ბოლო მონაკვეთში ნერიაძურიმ ორი გოლი გაუტანა. პირველის ავტორი დიეგო მილიტო გახდა. მან სეზონში 19-ე გოლი გაიტანა. მეორე კი კამერუნელმა ეტო’ომ გაიტანა. თუმცა პირველი ადგილის გამტკიცება ”ინტერს” კროლდრუპმა არ აცადა. მან მატჩის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

 

როგორც იცით ხვალ როსონერი ”კატანიას” მიიღებს, ”რომა” კი ”ატალანტას”. თუ ”რომამ” გაიმარჯვა მაშინ ”ინტერს” 1 ქულით გაასწრებს. თუ ”მილანმაც” მოიგო თავისი მატჩი მაშინ ნერიაძურისთან სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებს. ჯალოროსისთან სხაობა იგივე დარჩება, ანუ 2 ქულა

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...