Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბიოლოგიურ სისტემებსა და პროცესებს საინჟინრო ამოცანათა გადასაწყვეტად; მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანაა ისეთი ავტომატების შექმნა, რომლებიც ნერვული სისტემის მოქმედების იმიტაციას მოახდენენ.

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d9/Otto_is_going_to_fly.jpg

 

ძალიან საინტერესო დისიპლინა ჩემის აზრით,ბევრი მნისვნელოვანი აღმოჩენა მოხდა ბუნებაზე დაკვირვებით.

 

მაგალითად, როცა ინჟინრებმა ეიფელის კოშკი ყველაზე სტაბილური ვარიანტი გამოიანგარიშეს აღმოაცინეს რომ მას ისეთვისი ფორმა აქვს როგორც წვივის ძვალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი იდეა დავინჩის ეკუთვნის.. ანუ ბუნებათმცოდნეობის გამოყენება ამ საინჟინრო ამოცენების გადასაწყვეტად.. პირველი იმიტაცია სწორედ მფრინავი აპარატის შექმნა იყო მოძრავი ფრთებით..

აი მაგ სურათმა გამახსენდა :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველი იდეა დავინჩის ეკუთვნის.

არა აშკარად არ ეკუთვნის დავინჩს, თუნდაც იკარუსი გაიხსენე :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა აშკარად არ ეკუთვნის დავინჩს, თუნდაც იკარუსი გაიხსენე :v:

 

დავინჩიზე ვიცი მე ეგ..

იკარუსი მარტო ავტობუსი ვიცი :v:

 

და იკარუსზე მოყევი აბა.. :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8f/Daedalus_und_Ikarus_MK1888.png

ბერძნული მიტოლოგიის გმირია, რომელმაც ცვილისგან დაამზადა ფრთები და გაფრინდა, მზეს რომ მიუახლოვდა, სხივებმა დაუდნო ფრთები და ზღვაში ჩავარდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემას დავუბრუნდები და ბიონიკა დღეს, მერსედესის მაგალითზე

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">

 

იკაროსი გინდოდა გეთქვა ალბათ 030.gif

შენ კი გენაცვალე, ლათინურად იკარუსი ქვია, ხოლო ბერძნულად იკაროსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/13/Lotus3.jpg

ამას კიდევ ლოტუსის ეფექტი ქვია. ლოტუსისი ფოთლები არ იკრავს მტვერს, რომელსაც წვიმა უპრობლემოდ რეცხავს.

ამ ეფექტს ტექნიკაშიც იყენებენ

 

თემა გასუფთავების პროცედურაშია. :bushti: გთხოვთ ნუ გავაოფებთ.

პოსტი ჩასწორებულია.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.imkerei-samos.de/Bilder/Galerie/BienenEier.jpg

ასევე საინტერესოა ფიჭა, იმავე პრინციპით მზადდება კარდონი(თუ რაც ქვია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სმარტის რეკლამაც საინტერესო

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიონიკა საკმაოდ საინტერესო მეცნიერებაა. ბოლო წლებში მეცნიერები და ინჟინრები პირდაპირი გაგებით, მცენარეებისა და ცხოველებისგან სწავლობენ. ისინი იკვლევენ სხვადასხვა ქმნილების აგებულებას და მათ იმიტაციას ახდენენ. მეცნიერების ამ დარგს როგორც ამ თემის პირველ პოსტში დაიწერა, ბიონიკა ეწოდება. მისი ამოცანაა, შექმნას ახალი პროდუქცია და გააუმჯობესოს უკვე არსებული მექანიზმები.

 

ვეშაპის ფარფლები

 

მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით თუ როგორ შეუძლია ამ მოუქნელ ცხოველს წრიული მოძრაობების შესრულება. მათ აღმოაჩინეს, რომ ვეშაპის ფარფლებში იმალებოდა საიდუმლო. ვეშაპის ფარფლების წინა ნაწილი, თვითმფრინავის ფრთისგან განსხვავებით, გლუვი არ არის, ის დაკბილულია და გასდევს ამობურცული ხორკლების ზოლი.

წყალში სწრაფად გადაადგილებისას ხორკლები ხელს უწყობს ამწევი ძალის ზრდას და წYლის წინაღობის შემცირებას. ჟურნალ "ბუნებისმეტყველებაში" აღნიშნულია, რომ ხორკლების მეშვეობით წYლის ნაკადი თანაბრად გადის ფარფლებს ზემოთ მაშინაც კი, თუ ვეშაპი მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს. თუ ვეშაპის ფარფლების წინა ნაწილი გლუვი იქნებოდა, ის ვერ გააკეთებდა წრიულ მოძრაობებს, რადგან წყალი ფარფლის უკან დატრიალდებოდა და ამწევი ძალა შემცირდებოდა. მეცნიერებს ამ აღმოჩენიდან ბევრი რამის სწავლა მოუწიათ. თვითმფრინავის ფრთები, რომლებიც კუზა ვეშაპის ფარფლების პრინციპით იქნება გაკეთებული, მოითხოვს უფრო ნაკლებ ფრთაუკანებს ან სხვა მოწყობილობებს ჰაერის ნაკადის დასარეგულირებლად. ასეთი ფრთები უსაფრთხო იქნება და ნაკლები მოვლა დასჭირდება. ბიომექანიკოს ჯონ ლონგის აზრით, მალე დადგება დრო, როცა "ყველა რეაქტიული თვითმფრინავის ფრთებზე იქნება ისეთივე ხორკლები, როგორიც კუზა ვეშაპის ფარფლებზეა". აქვე იბადება კითხვა: სინამდვილეში ვის ეკუთვნის დიდება ასეთი საუცხოო კონსტრუქციების შექმნისთვის? მეცნიერებს, თუ ვეშაპის შემქმნელს?

 

თოლიას ფრთები

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თვითმფრინავის ფრთები ფრინველების ფრთებზე დაკვირვების შედეგად არის შექმნილი. მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს ინჟინრებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ჟურნალ "ნიუ საიენტისტში" ნათქვამია, რომ "მკვლევარებმა ფლორიდის უნივერსიტეტიდან შექმნეს დისტანციური მართვის საფრენი აპარატის მოდელი, რომელსაც თოლიას მსგავსად შეუძლია ილივლივოს, ელვის სისწრაფით დაეშვას ქვემოთ და შემდეგ ჰაერში აიჭრას".

 

გეკონის ფეხები

 

ანალოგიურად, მენციერებმა უამრავი რამ გაიგეს და გაანალიზეს გეკონის ფეხებიზე დაკვირვებით. სინთეტიკური მასალები, რომლებიც გეკონის ფეხებზე არსებული ჯაგრის პრინციპით არის დამზადებული, შესაკრავ Velcro–ს ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც ქსოვილს ერთმანეთზე აწებებს. Velcro ბუნებიდან აღებული კიდევ ერთი იდეა იყო. ჟურნალ "ეკონომისტში" მოყვანილია ერთ–ერთი მკვლევარის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ "გეკონის მეთოდით" დამზადებული პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს "სამედიცინო მიზნით იქ, სადაც ქიმიური წებოს გამოყენება არ შეიძლება".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან საინტერესო მასალაა...არ მიატოვოტ რა ეს თემა! კიდევ დადეთ მასალები.

რა მაინტერესებს-მარტო მასალას დებტ ვისაც გაქვთ თუ ერკვევით უფრო საფუძვლიანად ამ საკითხში?

 

ბიონიკა საკმაოდ საინტერესო მეცნიერებაა. ბოლო წლებში მეცნიერები და ინჟინრები პირდაპირი გაგებით, მცენარეებისა და ცხოველებისგან სწავლობენ. ისინი იკვლევენ სხვადასხვა ქმნილების აგებულებას და მათ იმიტაციას ახდენენ. მეცნიერების ამ დარგს როგორც ამ თემის პირველ პოსტში დაიწერა, ბიონიკა ეწოდება. მისი ამოცანაა, შექმნას ახალი პროდუქცია და გააუმჯობესოს უკვე არსებული მექანიზმები.

გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნაც ამ დარგს ეკუთვნის?

 

 

 

 

 

( მოდერს ვთხოვ უსაგნო პოსტები მოაცილოს თემას)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნაც ამ დარგს ეკუთვნის?

არა ბინიკა არის ბილოგიის და ტექნის ერთგვარი შერწყმა, ანუ ბუნებიდან იღებ ტექნიკურ ინფორმაციებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

როგორც წინა პოსტებში დავწერე, ამ თემას ნელნელა განვავრცობდითქო, ასეც გავაკეთებ.

 

იაპონური ზეჩქარული მატარებელი, რომელიც საათში თითქმის 300 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, მსოფლიოში ერთერთი უსწრაფესია. ნაწილობრივ მის ეფექტურობას პატარა ჩიტის - ალკუნს უნდა ვუმადლოდეთ. თუ რატომ ახლავე მოგახსენებთ.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს საოცარი ფრინველი - ალკუნი - საკვების ძიებისას ისე ყვინთავს წყალში, რომ ზედაპირზე მცირე რაოდენობის შხეფები წარმოიქმნება.

http://s42.radikal.ru/i096/1004/8c/c5a4201bed17.jpg

ამ მოვლენით დაინტერესდნენ მეცნიერები, განსაკუთრებით ის მეცნიერები, რომლებიც ბიონიკის სფეროში მუშაობენ. ამ საკითხით აგრეთვე დაინტერესდა ინჟინერი ეი ნაკაცუ (იაპონია), რომელიც ცდებს ატარებდა ზეჩქარულ მატარებელზე. მას უკვირდა, როგორ ახერხებდა ჩიტი ალკუნი ასე სწრაფად დაბალი სიმკვრივის ჰაერიდან მაღალი სიმკვრივის წყალში ჩაყვინთვას. თუ პასუხს იპოვიდა, ინჟინერი ზეჩქარული მატარებლის პრობლემას ადვილად გადაჭრიდა. ნაკაცუ აღნიშნავს:

"როცა მატარებელი ვიწრო გვირაბში მაღალი სიჩქარით მიქრის, წარმოიქმნება ძლიერი ატმოსფერული წნევის ტალღები, რომლებიც თანდათანობით გარდაიქმნება დიდ ტალღებად, დაახლოებით ისეთად ზღვის მოქცევის ტალღებია. ეს ტალღები ბგერითი სიჩქარით ვრცელდება გვირაბის გასასვლელამდე., წარმოიქმნება დაბალი სიხშირის ტალღები, რაც იწვევს ხმამაღალ გუგუნს; აეროდინამიკური ვიბრაცია იმდენად ძლიერია, რომ ხმაურით შეწუხებულმა 400 მეტრში მცხოვრებმა მოსახლეობამ მთავრობას საჩივრით მიმართა".

 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატარებელს ალკუნის ნისკარტის მსგავსი ცხვირი უნდა ჰქონოდა,

http://s004.radikal.ru/i207/1004/41/d454749bad7d.jpg

ანუ ინჟინერ-მეცნიერებს, უნდა მიებაძათ ამ პატარა ჩიტის ცხვირის დიზაინისთვის, რომ საუკეთესო შედეგებისთვის მიეღწიათ! როცა ინჟინრებმა ალკუნის ცხვირის მსგავსი მატარებლის წინა ნაწილი შექმნეს, შედეგები მართლაც სასარგებლო აღმოჩნდა. ასეთ ცხვირიანი ზეჩქარული მატარებლის სიჩქარე უწინდელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და ის 15%-ით ნაკლებ საწვავს წვავს. გარდა ამისა, მატარებლის მიერ წარმოქმნილი ჰაერის წინაღობა 30%-ამდე შემცირდა. ამგვარად, გვირაბში გავლისას, მატარებელი ხმამაღალ გუგუნს აღარ იწვევს. ამ ყველაფეთან დაკავშირებით პირადად მე, ლოგიკური შეკითხვაც დამებადა: ნუთუ ალკუნის ნისკარტი შემთხვევით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა? ცხადია ამ შეკითხვაზე პასუხების გაცემით თემიდან არ გადავუხვევთ. უბრალოდ ლოგიკური შეკითხვა რომელიც მე დამებადა, ხშირად ინჟინერ მეცნიერებსაც ებადებათ ხოლმე. :)

 

ეს კი მატარებლის წინა ნაწილი, რომელიც ინჟინერ-მეცნიერებმა ალკუნის ცხვირის დიზაინის მიბაძვით შექმნეს:

 

http://s45.radikal.ru/i107/1004/99/409ac4324928.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხადია ამ შეკითხვაზე პასუხების გაცემით თემიდან არ გადავუხვევთ. უბრალოდ ლოგიკური შეკითხვა რომელიც მე დამებადა, ხშირად ინჟინერ მეცნიერებსაც ებადებათ ხოლმე. smile.gif

კრეაციონიზმის ქადაგების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება!

Edited by უცხო_პლანეტელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...