Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რაფამ კრიტიკოსებს მიმართა


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club%20Home/2008/11/28/1227891102728/Fernando-Torres-001.jpg

 

 

რაფაელ ბენიტესს ყელში ამოუვიდა ტორესის შეცვლის შესახებ დასმული კითხვები და ყველა კრიტიკოსს ურჩია დაუფიქრდნენ სიტუაციას და მერე გამოიტანონ დასკვნები.

ბენიტესმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ბირმინგემთან მატჩში, სადაც ანგარიში ლივერპულისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო და ფერნანდო ტორესის ნაცვლად დავიდ ნგოგი შემოიყვანა სათადარიგოთა სკამიდან. თუმა ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ნგოგმა ”წითლებს” გამარჯვება ვერ მოუტანა.

 

 

რაფა დარწმუნებლია, რომ სწორი გადაწყეტილება მიიღო, იგი ამბობს, რომ მას ტორესის დაცვა სურდა, რომელიც ამ სეზონში ტრავმების გამო ისედაც ძალან გაწვალებული იყო.

 

 

”ბევრი რამ შევიტყვე ტორესის შეცვლის შესახებ,” განაცხადა ბენიტესმა.

 

 

”ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ ნგოგის შემოყვანაზე, კარგად არ აქვთ გააზრებული სიტუაცია.”

 

 

”ზოგი იმასაც ამბობს, რომ ტორესი დაღლილი ვერ იქნებოდა, რადგან ბევრი თამაში არ ჩაუტარებია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვითამაშეთ 60 წუთი 10 კაცით საუცხოო გუნდის, ბენფიკას წინააღდეგ. ძალიან დიდი დატვირთვა მიიღეს ფეხბურთელება.”

 

 

”თამაშის ბოლოს განსაკუთრებით მასკერანო, ტორესი და აგერი იყვნენ დაღლილები, ამიტომაც რაღაც უნდა გვეღონა გართულებების თავიდან ასაცილებლად.”

 

 

”ბირმინგემთან გვინდოდა ტორესს დაეწყო თამაში, რადგან მას ყოველთვის შეუძლია რაღაც ახლის შემოთავაზება, მაგრამ როდესაც შევნიშნეთ, რომ ტორესი თავის კალაპოტში არ იყო, მაშინ აუცილებელი იყო დასვენებული ფეხები.”

 

 

”ნგოგმა შემოგვთავაზე განსხვავებული, მას 6 შანსი ჰქონდა 30 წუთში. შეგვიძლია იმაზეც ვილაპარაკოთ ტორესი გამოიყენებდა თუ არა იმ შანსებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ნგოგის შექმნილი იყო. ტორესს არ ჰქონია ასეთი შანსები,” დაასრულა რაფაელ ბენიტესმა.

 

 

წყარო:  www.SkySports.com

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...