Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ლეო პასუხს ხუმრობით თავს არიდებს


Recommended Posts

ლეომ ცოტა ხნის წინ გამართა პრეს კონფერენცია.

 

 

ჭორებზე მისი მომავლის შესახებ და ფანებზე:

 

 

” არ შემიძლია იმის უარყოფა, რომ ფეხბურთელობიდან მოყოლებული, გულშემატკივრებთან კარგი გრძნობა მაკავშირებს. ნამდვილი სანახაობისგან მოგვრილი გრძნობები, რომელსაც მათთან ერთად განიცდი, გაცილებით მეტ ემოციას იწვევს. მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ და მათი სიყვარული ძალიან მახარებს.  არ ვარ თავმობეზრებული შეფასებებისგან.  არაფერი მაქვს დასამალი. ცოტა ხნის წინ მე ვფიქრობდი დარჩენილ შვიდ თამაშზე, ახლა კი ექვსზე. მე მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ბოლო თამაშმა მე კმაყოფილება მომგვარა. ესაა ის, რაც მე ბედნიერებას მგვრის. ბერლუსკონის სიტყვები? მოდით, მე მივმართავ პარლამენტს და სენატორებს, და შემდეგ, დეპუტატები უზრუნველყოფენ იმას, რომ ჩემი აზრები თქვენამდე მოვიდეს. ( იღიმება ) ეს ჩემამდე ახალი მოსული სიტყვებია. არ ვაკეთებ რამე ძალიან მნიშვნელოვანს, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა იქნება გუნდისთვის სასიკეთო, ვფიქრობ მხოლოდ ჩემს პრინციპებზე, ჩემს ღირებულებებზე, ჩემს იდეებზე. მე ბევრი ადამიანისგან ვსწავლობდი რაღაცეებს და მათში პრეზიდენტიც ითვლება. ყველაფერი ექსტა-ინფორმაციაა ჩემთვის და ეს მე მეხმარება.  არ ვაკეთებ ჩემი არჩევანის შეფასებას. არ ვლაპარაკობ ჩემს მომავალზე, იმიტომ რომ სათქმელი არაფერია. ახლა ამის დრო არაა. მე არ ვფიქრობ ამაზე ხანგრძლივად, ეს არასდროს გამიკეთებია, განსაკუთრებით ფეხბურთში. მე უბრალოდ ვუძღვები ჩემს საქმეებს. არაა საჭირო, რომ ამას გამოვეხმაურო. საქმე იმაშია, რომ არაფერია საფიქრალი დღეს. სიმართლე ისაა, რომ ამჟამად აქ ვარ და ვფიქრობ მხოლოდ დარჩენილ ექვს თამაშზე. და არ ვფიქრობ, რა მოხდება მერე… არ ვფიქრობ ამაზე, ასევე იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემს შესახებ კი არა, ფეხბურთში სიტყვები ყველაფერს არ ნიშნავს. შეიძლება ერთ წუთში ყველაფერი შეიცვალოს… მე კონცენტრაციას ვახდენ გუნდზე და იმ სამუშაოზე, რასაც დღეს ვაკეთებ.”

 

 

ტრავმირებულ ფეხბურთელებზე:

 

 

ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, ვინც უკეთესია. ზეედორფს კუნთზე აქვს პრობლემა, მაგრამ ჩემი აზრით, ტრავმა მართვადია. ბორიელოსაც იგივე სჭირს, რომელსაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. მანსინი დაბრუნდა და ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდა. აბიატიც გამოჯანმრთელდა. ჰუნტელაარი კარგადაა, ისიც გამოჯანმრთელდა. ასევე ამბროზინის ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ის შეძლებს თამაშს. დღეს ჩვენ დამაგვირგვინებელი შეფასებები უნდა გავაკეთოთ ხვალინდელი თამაშისთვის. ნესტა? ის მკურნალობს, მაგრამ ის ფიზიკურ ვარჯიშებს არ ასრულებს და არც ბურთთან ერთად ვარჯიშობს. სასიხარულოა, რომ ის გამოჯანმრთელობისკენ მიდის, მაგრამ ამჟამად მის თამაშზე ლაპარაკი არაა. უახლოეს დღეებში, როცა ის დაიწყებს ვარჯიშს, ჩვენ უფრო მეტად დავაკვირდებით მას. პატო? ის სეზონის დასასრულს დაბრუნდება, როგორც სხვები, მაგალითად ბონერა და ნესტა. ჩვენ უნდა გამოვაჯანმრთელოთ ფეხბურთელები და ყველაფერი უკეთესად იქნება. 5 კვირა დაგვრჩა.. პატო ჯერ თამაშისგან შორსაა, რადგან ჯერ მოედანზე არ ვარჯიშობს, მაგრამ ვნახოთ… მისი მომავალი? მას უნდა დაბრუნდეს და გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმაროს. პატომ წინა წელს 15 გოლი გაიტანა, წელსაც 15. მე მჯერა, რომ უახლოეს წლებში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება მსოფლიოში.”

 

 

ჩემპიონთა ლიგაზე და “ინტერისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაზე:

 

 

” მე ახლოს ვარ ანჩელოტისთან, ხშირად ვუკავშირდები, წარმატებას ვუსურვებ FA თასზე და მინდა, ფინალში გავიდეს. “ინტერში” ვიცნობ ბევრ ფეხბურთელს: ვგულისხმობ მაიკონს, ჯულიო სეზარს, ლუსიოს, მილიტოს. ვისაც არ ვიცნობ ისე კარგად, ისინიც ძალიან კარგად ასპარეზობენ: ეს შესანიშნავი თამაში იქნება. თუ “ინტერი” გავა ფინალში, მოხარული ვიქნები. მესი? ის ისეთ გუნდშია, სადაც ვარსკვლავებითაა გარშემორტყმული. ჩვენ შეგვიძლია ის შევადაროთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიცაა რონალდინიო, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, პლატინი… მესიმ წინა წელს სასწაულებრივად გაიბრწყინა და მან ეს უნდა გაიმეოროს. ის თავის დახვეწას აგრძელებს, ის ტალანტია, კარგი პიროვნებაა და მოკლედ, დიდი ჩემპიონია. ჯერ პელესა და მარადონას დონემდე არ მისულა, რომლებიც უნიკალურები იყვნენ, გენიოსები. ის ყველა თამაშში ბრწყინავს, ეს კი სულაც არაა ადვილი.”

 

 

“მილანი” - “კატანიაზე”:

 

 

” კატანია” დიდი ენთუზიაზმითაა გამსჭვალული. პირველ წრეში ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ მათთან, ვერ ვიტანდით გოლს, მაგრამ მერე ჰუნტელაარმა ამის გაკეთება შეძლო. დღეს “კატანია” სხვანაირია: ყველაფერს ცდილობენ მაშინაც, თუ აგებენ. მათ კარგი დაცვა ჰყავთ. მარტინესი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასევე მაქსი ლოპესიც. “კატანია” კარგი თავდაცვით გამოირჩევა, მაგრამ ჩვენ მათთან ჩვენთვის სასიხარულო შედეგს უნდა მივაღწიოთ.”

 

 

 

 

ამ სეზონზე და მის დასასრულზე:

 

 

” ბოლო თამაშით სიტუაცია არ შეცვლილა, რადგან ჩვენც მოვიგეთ, “რომამაც” და “ინტერმაც”. დისტანცია ჩვენს შორის და სიტუაცია ისევ იგივეა. ექვსი თამაში დაგვრჩა. “რომა” ასევე ითამაშებს იტალიის თასზე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ყველაზე კარგ ფორმაშია. “ინტერს” ბევრი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში მოუწევს.ჩემპიონთა ლიგა წელს შეიძლება მათთვის იღბლიანი აღმოჩნდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მატჩი მატჩის შემდეგ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ და შემდეგ ვნახოთ. “კალიარის” წინააღმდეგ პირველ ტაიმში გავიტანეთ სამი გოლი და მეტის გატანაც შეგვეძლო, თუმცა მეორე ტაიმში მოვდუნდით, ეს ბორიელოს და ჰუნტელაარის ტრავმებითაც იყო გამოწვეული ( ეტყობა თამაშის დროს იტკინეს რამე - ავტ.) ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც 100%-ით დაკვაკმაყოფილებდა. ჩვენ შეგვეძლო მეტის გატანა და უფრო მშვიდად ვიქნებოდით. როგორ ვხედავ საბოლოო შედეგებს? მე კარგ განწყობაზე ვარ და ყველა ვეცდებით, რომ რაც შეიძლება, კარგ შედეგს მივაღწიოთ. მე არ ვფიქრობ იმ მოწინააღმდეგეებზე, ვისთანაც უკვე ჩავატარეთ თამაშები. ლუკას პიაზონი და რაფაელ ტოლოი? იმის შემდეგ, რაც მე მწვრთნელი გავხდი, სატრანსფერო ამბებში ნაკრებად ვარ ჩართული. პირველი ივლისიდან მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ.”

 

 

მეკარეებზე:

 

 

ამ სეზონში მათი სიტუაცია “შეშლილი” იყო. ჩვენ ყველა გამოვცადეთ. სტორარიდან დაწყებული აბიატით დამთავრებული, ყველას ჰქონდა ტრავმა. ნორმალურ სეზონში, ოთხჯერ არ მოგვიწევდა მეკარეების შეცვლა. მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ სტორარიმაც, აბიატიმაც და დიდამაც კარგი სამსახური გაგვიწიეს. დიდამ კარგი თამაში ჩაატარა “კალიარის” წინააღმდეგ.”

 

 

კალჩოპოლიზე:

 

 

“მე ამის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რაც წამიკითხავს. ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მე ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, კალჩოპოლის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით არ ვიცი. ჩემთვის ძნელია ამ ყველაფრის გაგება. ყველა მხრივ, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა გამოადგება გუნდს და იმაზე, რომ არ დავკარგოთ კონცენტრაცია.”

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...