planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze9-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალადაძე გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას შეეხო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში წარმოებულ ტექნიკურ დახმარებაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბუნდესთაგის წარმომადგენლებს გერმანიის მიერ დროებით ადგილნაცვალ პირთათვის საცხოვრებელი სახლების აშენებისთვის და კმაყოფილება გამოითქვა გერმანიის ბუნდესთაგში კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის მუშაობის განახლების გამო. გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა საქართველოში შეხვედრები გამართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პარლამენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts