planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/manana.manjgaladze1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ხვალ საქართველოში გლოვს დღე გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. პრეზიდენტის განკარგულებით, ასევე პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. “ლეხ კაჩინსკი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ზრუნავდა საქარველოზე. ის იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე არა მხოილოდ პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მისი სახელი დაუვიწყარი იქნება. საქართველოს იშვიათად ყოლია ასეთი მეგობარი მთელი ისტორიის მანძილზე. სწორედ ამ დიდი ღვაწლის გამო საქართველოს პრეზიდენტის განკარეგულებით ლეხ კაჩინსკი სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოვდება”,- განაცხადა მანჯგალაძემ. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი მთელ პოლონეთსა და თითოეული დაღუპულის ოჯახს უთანაგრძნობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts