planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kalandadze10-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამძიმარი გამოუცხადა პოლონელ ხალხს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის. ამის შესახებ კალანდაძემ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კალანდაძის განცხადებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება პოლონელი ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა. “ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებას ქართველი ხალხი აღიქვამს, როგორც პირად ტრაგედიას და თანაუგრძნობს მთელ პოლონელ ხალხს. ის იყო სიმბოლო თავისუფლების ბრძოლის და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისა მთელი თავისუფალი და დემორატიული სამყაროსთვის. საქართველოს მთავრობამ შესთავაზა პოლონეთის საელჩოს სამძიმრის წიგნის გახსნა, ვინაიდან მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება. წიგნის გასხნა მოხდება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და შესაბამისად ყველას ვისაც სურვილი ექნება მიუსამძიმროს პოლონელ ხალხს შესაძლებლობა ექნება იქ გამოხატოს თანაგრძნობა”,- განაცხადა კალანაძემ. კალანდაძის განცხადებით, საქარველოს დელეგაცია რამდენიმე დღეში პოლონეთში გაემგზავრება, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაიწილეობის მისაღებად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts