planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 9-10 აპრილს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიაში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 9 აპრილს დღის პირველ ნახევარში პარტიის აღმოსავლეთ საქართველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ხოლო დღის მეორე ნახევარში - დასავლეთ საქათველოს ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა, კამპანიის წარმოება და შიდა კომუნიკაცია, კამპანიის ძირითადი გზავნილები, ძირითადი გამოწვევები და პერსპექტივები. მონაწილეებს გადაეცათ საარჩევნო დოკუმენტაცია.შეხვედრას წარმართავდა რეგიონალური და საარჩევნო მდივანი ირინე იმერლიშვილი. 10 აპრილს გაიმართა ეროვნული კომიტეტის სხდომა, სადაც ალიანსის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომას უძღვებოდნენ პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts