Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბაქრაძემ პოლონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Bakradze-24-150x150.jpgპარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და პოლონელ ხალს მიუსამძიმრა.

 

 

ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი კაჩინსკი ქართველი ხალხის დიდი მეგობარი იყო.

 

 

“კაჩინსკი იყო თავისი ხალხის ლიდერი, იყო ადამიანი, რომელიც აერთიანებდა პოლონელ ერს. ის იყო ვაჟკაცური, მიზანდასახული ადამაიანი და, რაც მთავარია, ის იყო პიროვნება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა თავისუფლებისათვის არა მხოლოდ პოლნეთის, არამედ საქართელოს და ყველა სხვა ქვეყნისათვის. ის იყო ნამდვილი ევროპელი ლიდერი და საქართველოს უდიდესი მეგობარი”,- განაცხადა ბაქარაძემ.

 

 

ამასთან, ბაქრაძემ გაიხსენა 2008 წელი, როდესაც კაჩინსკი ბაქარძის განცხადებით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად თბილისში ჩამოვიდა და ქართველებთან ერთად გაატარა უმძიმესი საათები.

 

 

“ჩვენ დავკარგეთ დიდი მეგობარი, პოლონეთმა დაკარგა ლიდერი, ევრპოამ კი დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე. ამ მძიმე წუთებში მე მწუხარებას ვუცხადებ პოლონელ ხალხს. კაჩინსკი მთელი თავისი მოღვაწეობით, როგორც პრეზიდენტი საქართველოს გვერდით იყო. ჩვენ კი დღეს შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ იმით რომ, მისი სულისთვის და სახელისთვის ვილოცოთ და თანაგრძნობა გამოვხატოთ მისი ოჯახის მიმართ”,- განაცხადა ბაქარძემ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...