planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cnn-large1-150x150.gifCNN – ის ყურადღების ცენტრში საქართველო ექცევა. 12 აპრილიდან თბილისიდან პროგრამების პირდაპირი ტრანსილაცია დაიწყება. `აი-ლისტი` აცნობს მაყურებელს ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საზღვრებს მიღმა, ასევე მათ ფარგლებში. აქამდე მათ ობიექტივში საფრანგეთი და ბაჰრეინი იყვნენ. 12 აპრილიდან, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის დროით ღამის პირველის ნახევარზე თბილისიდან პირდაპირი ტრანსილაციით CNN – ის წამყვანი ჯიმ ქლანსი წარმოადგენს საღამოს შოუს `დაბლიუ – 1`- ს. შოუს ფარგლებში ეთერში გავა ინტერვიუები საქართველოში წამყვან ფიგურებთან, რომელთაც გავლენა აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ინოვაციებზე. CNN – ის ეთერში ნაჩვენები იქნება ინტერვიუ სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარეს ილია II-სთან, NBA-ს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან და ბალეტის საერთაშორისო ვარსკვლავ ნინო ანანიაშვილთან. ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურ რეპორტაჟებში გაშუქდება ქართული რეალობის სხვადასხვა ასპექტი, რომელებიც მოამზადა CNN – ის თანამშრომელმა აივან ვატსონმა, 2010 წლის მარტში საქართველოში ერთკვირიანი მოგზაურობის შედეგად. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.