Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახეთის გამგებლები არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamgeoba-150x150.jpgკახეთის სხვადასხვა რაიონის ერთდროულად 7 გამგებელი შვებულებაში იმყოფება.

 

 

გამგებელთა შვებულება “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით მოახლოებულ თვითმართველობის არჩევნებში მათ შესაძლო კენჭისყრას უკავშირდებოდა, რაც “ექსპრესნიუსმა” გამგებლებთან უკვე გადაამოწმა.

 

 

როგორც საგარეჯოს გამგებელმა, გია ჩალათაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, ის თვითმართველობის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, თუმცა მისი თქმით, ამისათვის აუცილებელი არ არის გამგებლის თანამდებობიდან წასვლა, ამიტომაც ის ერთთვიან შვებულებაში იმყოფება.

 

 

გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებელთა თქმით, კი გამორიცხული არ არის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ჯერ ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ თუმცა ინფორმაციას არ უარყოფენ.

 

 

ყვარლის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ ინფორმაცია არ დაადასტურა.

 

 

გამგებლებმა უარყვეს ასევე “ექსპრესნიუსის” ინფორმაცია მათ მიერ შვებულების პერიოდში სამსახურის ავტომანქანისა და გამგეობის რესურსების გამოყენების შესახებ.

 

 

გურჯაანისა და დედოფლისწყაროს გამგებლები საბოლოო გადაწყვეტილებას საჯაროდ უახლოეს ხანებში გამოაცხადებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...