planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili9-150x150.jpgივანიშვილმა ხელისუფლების მორიგი პროექტი, ახალი ხიდის მშენებლობა გააკრიტიკა. მისი თქმით, ახალი ხიდი საოცრად არღვევს არქიტექტურულ ლანდფშატს და ამახინჯებს ისეთ უნიკალურ ძეგლებს, როგორიცაა სიონი და ანჩისხატი. ,,ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა. ამ ხიდის მშენებლობის ხარჯები არაა გათვალისწინებული თბილისის ბიუჯეტში და ეს არის ჩვენი მოსახლეობის ფული, რომელსაც ისინი ბიუჯეტში იხდიან”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ასეთი სიმახინჯეებისათვის ორდენებით არ უნდა აჯილდოვებდნენ და უნდა შეწყვიტონ ძველი თბილისის განადგურება და შეურაცხყოფა. ივანიშვილის განცხადებით, იგი ყოველთვის აპროტესტებს და მომავალშიც გააპროტესტებს ისეთ მშენებლობას, რომლებსაც ნგრევა და ჩვენი ეკოლოგიის განადგურება მოჰყვება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts