Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) აგერი – “ტორესი განუმეორებელია”


Recommended Posts

http://images.mirror.co.uk/upl/m4/mar2009/1/9/image-5-for-manchester-united-v-liverpool-gallery-969550599.jpg

 

 

ლივერპულის დანიელი მცველი საუბრობს ტორესზე, ვრცლად სრულიადში…ესპანელმა ფორვარდი თავის გუნდს დაეხმარა მოეგოთ, ბენფიკასთან ანგარიშით 4-1 და წითლები გაიყვანა ევროპის ლიგის ნახევარფინალში. ასევე ელ-ნინიომ დაამყარა რეკორდი    მან 4  დუბლი გაიფორმა ბოლო 4 მატჩში ენფილდზე.

დანიელ აგერმა განაცხადა, რომ ფერნანდო ტორესმა, რომელმაც 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა, შეძლებს დაეხმაროს კლუბს, სეზონი დაამთავროს უმაღლეს ნოტაზე.

მან ისევ შეძლო დაემტკიცებინა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძნელია შეაფასო მხოლოდ თამაშით, მაგრამ როგორც თამაშობდა ტორესი მიმდინარე სეზონში- იყო შეუდარებელი. განაცხადა დანიელმა.

მაშინაც კი, როცა არც თუ ისე საჭირო მატჩები მიმდინარეობს, ფერნანდო მაინც იტანს გოლებს და ეს ამტკიცებს, როგორი ძლიერი ფეხბურთელია იგი. მას შეუძლია გაჩნდეს არსაიდან და  გაიტანოს გოლი და ეს არის რაც ძალიან სჭირდება გუნდს. ყველა ვერ შეძლებს ასე თამაშს, მაგრამ ყველა უნდა შეეცადოს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმაჩენას, წინააღმდეგ

შემთხვევაში ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. ჩვენ გვაქვს სურვილი შევქმნათ ჩვენი, საკუთარი ნაწილი კლუბის ისტორიაში. ეს არის ის, რომელზეც ყოველდღიურად

მუშაობს ლივერპულის თითოეული ფეხბურთელი.

აგერი თამაშობდა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე-მარცხენა მცველის ინსუას დისკვალიფიკაციის და აურელიოს ტრამვის გამო. ის აღიარებს, რომ ეს იყო მისთვის გამოცდა ტკბილი გემოთი.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა მძიმე თამაში, მაგრამ ჩვენ შევძელით მობლიზირება და საუკეთესო თამაშის ჩვენება. არაერთი ლამაზი გოლი გავიტანეთ , ჩვენ    დავისახეთ მიზნად გავსულიყავი შემდეეგ ეტაპზე და ჩვენ ეს შეველით. განაცხადა აგერმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...