planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.championsleague.es/wp-content/uploads/2009/11/pepe-reina.jpgპეპე რეინამ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა ფანებზე და მათ მხადრაჭერაზე. აგრეთვე ესპანელმა მეკარემ მადლობა გადაუხადა რაფას, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. ფანების მხრიდან პატივისცემა არადროს მომკლებია, პირველივე დღიდან ვგრძნობდი ყოველივე ამას. რა თქმა უნდა გულშემატკივრების გვერდში დგომა დამატებით სტიმულს მმატებს და საქმეს მიმსუბუქებს,” განუცხადა რეინამ LiverpoolFc.Tv – ს.”მერსისაიდელი ფანები განსაკუთრებული ხალხია, ისინი ჩვენგან თასებით განებივრებას იმსახურებენ ის ვნების გამო, რომელიც სტადიოზე ყოველ თამაშზე ვლინდება.” ”საუცხოო კლუბში ვთამაშობ. ჩემთვის დიდი პატივია გულშემატკივრების წინ ენფილდზე თამაში. ისინი ყველგან დაგვყვებიან, სადაც მივდივართ მატჩის ჩასატარებლად რაც ძალიან გვეხმარება.” ”ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ მე ამ კლუბს ვეკუთვნი. სწორედ ეს გახდა მიზეზი 6 წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერის.” ”მე ჩემი კლუბის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ წარმატებას მივაღწევთ ერთად. ლივერპულს საუცხოო ისტორია აქვს და გვინდა ჩვენი მიღწევებით კიდევ უფრო დიადი გავხადოთ იგი.” აგრეთვე რეინამ გაამახვილა ყურადღება რაფაზეც, კაცზე რომელმაც მას მისცა შანი ყოფილიყო დაცვის ბოლო ხაზი. ”რაფა არის ადამიანი, ვინც მე აქ მომიყვანა და ვინც თვითრწმენა შემმატა.” ”მინდა მადლობა გადავუხადო რაფას, ჩემს თანაგუნდელებს და ფანებს გვერდში დგომისთვის. ლივერპულში ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ,” დაასრულა ინტერვიუ პეპე რეინამ. წყარო: www.LiverpoolFc.Tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts