planetanews Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ukraina-2.jpegუკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქირას გაზრდის. ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა. “ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ გავზარდოთ რუსეთის გემების ყირიმში ყოფნის საფასური”, _ განაცხადა აზაროვმა. პრემიერმა აღნიშნა რომ რუსეთი 2017 წლამდე სევასტოპოლში ბაზის ქირისთვის 90 მილიონ დოლლარს იხდის. ეს ფული უკრაინის რუსეთთან 2,3 მილიარდის ვალის დასაფარად ჩაითვლება. აზაროვმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის უკრაინის სახელმწიფო რეზერვები ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო, ამიტომ მაშინ ხელშეკრულება კიევისთვის სარფიანი იყო. პრემიერის თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან დიდი დრო გავიდა. უკრაინისთვის რუსული გაზის ფასები რამდენჯერმე გაიზარდა, ამიტომ ლოგიკური იქნებოდა ბაზის ქირის საფასურის გაზრდა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემედგენლობაში შემავალი გემები, 30 წელზე მეტია მსახურობენ. სამხედრო გემების ექსპლუატაციის ვადა უკვე დიდი ხანია გაუვიდათ. ამიტომ 2015 წლისთვის აღნიშნული გემები, უკვე შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდნენ და ზღვაში გასვლის რესურსი აღარ ჰქონდეთ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts