აზრი Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ყველასათვის ცნობილია რომ მეცნიერებმა კლონირების შედეგად შექმნეს კონირებული ცხვარი, რომელსაც სახელად "დოლი" დაარქვეს. თუ კლონირების შედეგად ცხვარი შექმნეს, რაღა უდგას წინ იმას რომ კლონირებული ადამიანი შექმნან? ამას წინათ, არაბებმა კლონირებული აქლემი შექმნეს. ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებით კი, პოლემიკა არ წყდება. მრავალს მიაჩნია რომ კლონირებული ადამიანის მიღება (თუკი მოხერხდება) არაეთიკური და მიუღებელი იქნება. მრავალი ამ საკითხს რელიგიურ ჭრილში განიხილავს და კლონირებას "ავი" თვალით შესცქერის. ზოგი რელიგიას ყურადღებას არ აქცევს და კლონირების დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ რას ვფიქრობთ პლანეტელები? დაწერეთ თქვენი აზრი ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ვაბშე რა საჭიროა კლონირება ისედაც 6.5 მილიარდი ვართ ან სექსი ეზარება ამ ხალხს?:D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ჯერ დაგვეზუსტებინა კლონირება რა პონტია კაი იქნებოდა-აი მე მაგალიტAდ არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ჯერ დაგვეზუსტებინა კლონირება რა პონტია კაი იქნებოდა-აი მე მაგალიტAდ არ ვიციT_A_T სიტყვა კლონირება 'უსქესო გამრავლების გზით უჯრედული პოპულაციების [ანუ ჯგუფების] და მთლიანი ორგანიზმების წარმოშობას' ნიშნავს. კლონირების მეთოდი იძლევა საშუალებას მიღებულ იქნას უჯრედის, ქსოვილის და თვით ორგანიზმის ასლებიც კი. აპააა ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შეეცვალოს ბირთვი, ანუ მისი გენეტიკური პროგრამა შეიცალოს სრული გენეტიკური პროგრამით, რომელსაც სხეულის უჯრედიდან გამოყოფენ. ასეთ შემთხვევაში, კვერცხუჯრედი ვითარდება, რადგან სრული გენეტიკური პროგრამა აქვს, თავი განაყოფიერებული ჰგონია და იწყებს დაყოფას. ჩანასახი იმ გენეტიკური პროგრამით ვითარდება, რასაც ექსპერიმენტატორი შეიტანს კვერცხუჯრედში ბირთვის შეცვლისას. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ამ გზით შესაძლებელია მიღებულ იქნეს დონორი უჯრედის კოპი (ანუ ასლი, კლონი) უჯრედული პოპულაციები და ეგრეთ წოდებული "ტყუპისცალი" (კლონი) ორგანიზმი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
»SlaCk€r.. Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 მიუღებელი არ არის უბრალოდ საჭიროებას ვერ ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 (edited) მიუღებელი არ არის გასაგებია, მაგრამ რამდენად მისაღებია ის რელიგიური თვალსაზრისით? რელიგიურ ჭრილში განხილვას ვგულისხმობთ ამ თემაში.უბრალოდ საჭიროებას ვერ ვხედავ SlaCk€r.. თერაპიული კლონირებით, თეორიულად შესაძლებელია პაციენტებისთვის ახალი და ორგანიზმისთვის შეთავსებადი ღვიძლის, თირკმლისა და გულის გადანერგვა. ამ ორგანოების შესაქმნელად მეცნიერები პაციენტის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას აპირებენ. ახლა დაფიქრდი, ვინმეს აქვს ღვიძლია პრობლემა, მეცნიერებს რომ შეეძლოთ რომელიმე ჯანმრთელი ადამიანის ღვიძლის კლონირება და კლონირებული ღვიძლის გადანერგვა იმ ადამიანისთვის, ვისაც ღვიძლის სერიოზული პრობლემა აქვს. რამხელა პრობლემა მოიხსნებოდა. დღეს დღეობით კლონირების შედეგად მიიღეს ცხვარის ანალოგი, ანუ ცოცხალი ცხვარი, რომელიც ტყუპისცალია ცხვრის. ასევე მიიღეს კლონირებული აქლებიც. ადამიანზე მუშაობენ, თუმცა როგორც ვიცი, კანონითაა აკრძალული ადამიანის კლონის მიღება. როგორც ჩანს ამაში რელიგიური, ეთიკური და სხვა მხარე სერიოზულ ფაქტორებად მიიჩნევა. ახლა ვისაუბროთ, რამდენად მისაღებია რელიგიური თვალსაზრისით კლონირება. Edited April 10, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 კლონირება კარგი არის ჯარისკაცრებისთვის და ძალოვანი სტრუქტურებისთვის როცა გარდაცვლილ ჯარისკაცს და სხვა ძალოვან სტრუქტურებსის თანამშრომლებს თავიდან გააცოცხლებენ ასევე კარგი იქნება ფილმი თუ გაქვთ ნანახი "კუნძული' მაკგრეგორი თამაშობს როცა შენი კლონი არის ტყვეთ და როცა რამე დაგჭირდება იმ ორგანოს ამოაცლიან და შენ ჩაიდგავ თირკმელს და ასე შემდეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ასდღაც წავიკითხე რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანათა დნმ-ს ბაზების შექმნა თუკი ადამიანს ორგანოს გადანერგვა დაჭირდება მოახდენენ დაავადებული ადამიანის ამა თუ იმ ორგანოს კლონირებას, ანუ ვთქვათ ვიღაცას აწუხებს ღვიძლი გადაუნერგავენ მისივე ღვიძლის კლონს რომელიც მას ჰქონდა 10-15 წლის ასაკში პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ადამიანთა დამცველები ამბობენ რომ კლონირებულ ემბრიონსაც აქვს უფლება იცოცხლოს და არ შეიძლება დაბაბებამდე მისი სიცოცხლის ხელყოფა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 FRIDRIX ვერ გააცოცხლებენ. კლონირებული ჯარისკაცი უნდა დაიბადოს და გაიზარდოს თავიდან. შენ რასაც ამბობ ქსეროქსია ეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 FRIDRIX ვერ გააცოცხლებენ. კლონირებული ჯარისკაცი უნდა დაიბადოს და გაიზარდოს თავიდან. შენ რასაც ამბობ ქსეროქსია ეგ ძალიან ბევრ ფანტასტიკური ჯანრის ფილმებს ვუყურებ არა ახლიდან შექმნიან ჯარისკაცს და მოვა დრო და ეგ შესაძლებელი იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 ჯარისკაცრებისთვის და ძალოვანი სტრუქტურებისთვის როცა გარდაცვლილ ჯარისკაცს და სხვა ძალოვან სტრუქტურებსის თანამშრომლებს თავიდან გააცოცხლებენ ისე კი არ არის, სულიანად დააბრუნონ სიცოცხლეში., სული სხვაა, ხორცი სხვა..რაც არ უნდა მიმსგავსებული ხორცი მქონდეს ვიღაცისი, მე მაინც სხვა ვიქნები, ინდივიდი.. :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 რაც არ უნდა მიმსგავსებული ხორცი მქონდეს ვიღაცისი, მე მაინც სხვა ვიქნები, ინდივიდი.. ;)Pariz და რელიგიური თვალსაზრისით რამდენად გამართლებულად მიგაჩნია კლონირება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 (edited) Pariz და რელიგიური თვალსაზრისით რამდენად გამართლებულად მიგაჩნია კლონირება? მის არსებობის მნიშვნელობაში არ ვარ ჩაღრმავებული, თუმცა ამ ჯერზე საერთოდ არ მიმაჩნია გამართლებულად..და ვფიქრობ არც შემეცვლება აზრი..საქმე იმაშია, თავად კლონირებული როგორ იგრძნობს თავს..ადამიანები იმით ვართ სინტერესონი რომ არავის არ ვგავართ, ვართ ერთადერთები, განუმეორებლები.. თუმცა ეს ბოლო სიტყვა სწორედაც რომ კარგავს თავის მნიშვნელობას კლონირების შემთხვევაში..აი ჩემნაირი რომ ვნახო ისევ, ნაღადად არანაირი სურვილი არ მაქვს..მე ვარ ინდივიდი, ერთადერთი და ამით ვარ ბედნიერი.. ;)პ.ს. ეს არარელიგიური თვალსაზრისით რელიგიური თვალსაზრისით კი ნებისმიერი ჩარევა ადამიანის გენში, ცოდვად ითვლება.. Edited April 10, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tokogio75 Posted September 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2010 მართლმადიდებლურ სამყაროში კლონირება ყოვლად მიუღებელია. რამეთუ მხოლოდ ღმერთს აქვს იმის ხელმწიფება რომ სიცოცხლე მიანიჭოს ადამიანს. ასევე მხოლოდ მას აქვს მისი ხელმწიფება რომ წაართვას იგი. ვინ ხარ შენ ადამიანო რომ შენთითონ აძლევ სიცოცხლეს სხვას არა კანონიერი გზით? ან რა უფლება გაქვს რო სიცოცხლეს ართმევ ვინმეს? ჩვენ მონები ვართ ყველანი უფლისანი, ისე კლონირება შვეიცარიაში გაკეთდა პირველათ როგორც ვიცი !! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.