Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge პატოს ინტერვიუ


Recommended Posts

როგორც იცით კარგა ხანია პატოს ტრავმა აწუხებს. ამიტომ გუნდს უჭირს სკუდეტოსთვის ბრძოლა, რადგან ალეშანდრე გუნდის ლიდერია. დღეს ის ესაუბრა პრესას.

 

 

როგორ მიდის მკურნალობის კურსი?

 

 

-თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ჯერ გუნდთან ერთად არ ვვარჯიშობ, მაგრამ ვაგრძელებ ფიზიოთერაპიულ კურსს. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და ბოლო ტურებში მაინც შევძლებ გუნდის დახმარებას.

 

 

როდის შეძლებ მოედანზე გასვლას?

 

 

-ეს არ ვიცი, რადგან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ მოედანზე გასასვლელად მე ყველაფერს ვაკეთებ.

 

 

რას იტყვით პრიმავერელების ფინალურ მატჩზე ”პალერმოსთან”?

 

 

-”მილანმა” უნდა იფიქროს მოახლოვებულ მატჩებზე, ჩვენ უნდა ავიღოთ მაქსიმალური ქულები. მნიშვნელოვანია ”კატანიასთან” გამარჯვება (აქ ან პასუხია არასწორი ან კითხვა, რადგან ჟურნალისტის კითხვა პრიმავერაზეა, პატოს პასუხი კი ”კატანიასთან” მატჩზე.)

 

 

ბევრი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ, რომ თქვენ ზაფხულში ”მილანს” დატოვებთ, ეს სიმართლეა?

 

 

-მე აქ ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

 

 

კაკას წასვლის შემდეგ გულშემატკივარს ეჭვი ეპარება, რომ თქვენ დარჩებით გუნდში.

 

 

-კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ”მილანში” ვრჩები.

 

 

წყარო

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...