Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge სილვიო ლეოს მუშაობას იწუნებს


Recommended Posts

სილვიო ბერლუსკონი აკრიტიკებს “მილანის” მწვრთნელს. ამ სიტყვებიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ თუ ლეონარდოზე ასე გააგრძელებს სილვიო ლაპარაკს, შეიძლება ეს მისი გაშვების მიზეზი გახდეს. გავიხსენოთ, რომ პრემიერ-მინისტრი უკვე არაერთხელ საუბრობს ლეოზე, მაგრამ ჯერ შექება თავისი პირიდან არც მაშინ დასცდენია, როცა “მილანი” ძალიან კარგად თამაშობდა.

 

 

“მე შევნიშნე, რომ “მილანის” შემტევი ფეხბურთელები მეტისმეტად ღრმად განლაგდებიან. როგორ გაიტანენ გოლებს, თუ საჯარიმოდან ასე შორს იქნებიან. გუნდს უნდა ჰქონდეს რამდენიმე შემტევი მოდელი, ვარიანტი. არ შეიძლება სულ ერთი და იგივე სქემით თამაში.”

 

 

ჯერ-ჯერობით ლეონარდოსთვის ამასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამთ.

 

 

P.S. სულელურ შედარებაში, ანუ ანჩელოტის და ლეოს შედარებაში იმედია არ ჩამომართმევთ და, სილვიო კარლოსაც ასე არ აკრიტიკებდა ხოლმე? თუ მე მახსოვს არასწორად?

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...