Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge გალიანის ედერსონის ყიდვა უნდა


Recommended Posts

ზაფხულში “მილანი” კონკურენციას რომის “ლაციოს” გაუწევს, რომელიც დაინტერესებულია “ლიონიდან” ბრაზილიელი ედერსონის გადმოყვანით. “ლაციო” მის შეძენასთან ახლოს იყო, თუმცა ამჯამად ედერსონი “ლიონშია”.. “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი არ მალავს, რომ გუნდმა შესაძლოა, ზაფხულში ეს ფეხბურთელი იყიდოს.

 

 

” ჩვენ გვჭირდება ფლეიმეიკერი, ედერსონი კი შესანიშნავი ვარიანტია. ის კარგად მოირგებს ამ როლს. დარწმუნებული ვარ, ის უარს არ იტყვის ისეთი გრანდის შემოთავაზებაზე, როგორიც “მილანია”. ასე რომ, ზაფხულში ჩვენ “ლიონთან” მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ.”

 

 

Tuttosport იტყობინება, რომ 24 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია “ნაპოლი”, “ფიორენტინა” და მადრიდის “ატლეტიკო”. ედერსონმა “ლიონში” 45 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი სიმაღლეა 1.85 მეტრი.

 

 

ედერსონი ახალგაზრდაა, კარგად თამაშობს და იმედია, იყიდიან.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...