Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge “ბოლო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს…”


Recommended Posts

La Gazzetta dello Sport-მა ანდრეა პირლოსგან ინტერვიუ აიღო.

 

 

- შეაფასეთ “როსონერის” მიმდინარე სეზონი.

 

 

- ამ სეზონს შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული. ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი, მაგრამ სკუდეტოზე შანსები შეგვიმცირდა ხშირი ტრავმიანობის გამო.

 

 

- რას ფიქრობთ ლეონარდოზე?

 

 

- მან მე პირდაპირ, გამაოცა. ადამიანი, რომელიც არასდროს არ ყოფილა მწვრთნელი - ამის კვალობაზე ის ძალიან კარგად მუშაობს. ის არის კარგი პიროვნება, მას აქვს ქარიზმა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღების ნიჭი, რაღაცეების მიუხედავად.

 

 

- სეზონის იმედგაცრუება?

 

 

- პირველი მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. მატჩებში “ნაპოლის”, “პარმას” და “ლაციოს” წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ჩვენ დაგვრჩა ექვსი თამაში და ყველა მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

 

 

- მეორე ადგილისთვის ბრძოლა?

 

 

- თუ პირველ ადგილზე ვერ გავალთ, სულ ერთია, გინდ მეორე იყოს და გინდ მესამე.

 

 

- ლეო დარჩება?

 

 

- იმედი მაქვს. გუნდი მეტ-ნაკლებად დამოკიდებული გახდა მასზე. ეს გარდამავალი სეზონი იყო. მომავალში წინსვლა იქნება.

 

 

- ხელმძღვანელობის შეცვლა?

 

 

- ნაკლებმოსალოდნელია.

 

 

- ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ “მილანი” აღარაა კონკურენტურანია იმის გამო, რომ ბერლუსკონის გუნდი აღარ აინტერესებს და ის ინვესტიციებს არ დებს მასში.

 

 

- ასე არ არის. სინამდვილეში ბერლუსკონი დაინტერესებულია ჩვენით. არა, ჩვენ არ გვინდა ხელმძღვანელობის დაკარგვა.

 

 

- აირჩიეთ გუნდი, სადაც უფრო გააგრძელებდით კარიერას : “არსენალი” თუ მადრიდის “რეალი”?

 

 

- “არსენალს” კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ხოლო “რეალზე” შეგვიძლია გავიხსენოთ მისი ტიტულები, ისტორია და ტრადიციები. თუ მათ შორის იქნებოდა არჩევანი, სამეფო კლუბს ავირჩევდი.

 

 

- El País-თან ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ გვარდიოლა თქვენი კუმირია. როგორც მწვრთნელი თუ როგორც ფეხბურთელი?

 

 

- რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის ყველაფერს კარგად აკეთებს. როგორც ფეხბურთელი, ის უნიკალური იყო და როგორც მწვრთნელი, ის შესანიშნავია. შეხედეთ მის “ბარსელონას”. მე არ ვიქნებოდი მასთან მუშაობის წინააღმდეგი.

 

 

- მოურინიო - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია?

 

 

- ერთ-ერთი საუკეთესო. ის ძალიან ქარიზმატულია.

 

 

- მან “ინტერში” ახალი დონე შექმნა?

 

 

- ჩემი აზრით, კი. ამჟამად, იტალიური კლუბებიდან მხოლოდ “ინტერი” განაგრძობს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას და იღებს ძალიან მნიშვნელოვან სამ ქულებს ჩვენი ქვეყნისთვის. “ნერაძური” დიდი ხნის შემდეგ გავიდა ნახევარფინალში. ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია…

 

 

- ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

 

 

- “ინტერი” ან “ბარსელონა”. ნახევარფინალამდე მე “ინტერისკენ” ვიყავი, რადგან მისი შედეგები იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ახლა გვარდიოლას გუნდს ვუგულშემატკივრებ.

 

 

- ჩემპიონთა ლიგა - “ინტერს”, სკუდეტო - “მილანს”. გაწყობთ?

 

 

- მე ამის არ მჯერა. და არა მგონია, რომ ამ კითხვაზე ამ წუთას სწორი და გულწრფელი პასუხის გაცემა შევძლო.

 

 

- ყველა თავს იმტვრევს, როგორ გააჩეროს მესი?

 

 

- არ ვიცი, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია მსოფლიოში.

 

 

- რაღაცით ის თქვენ გგავთ, თუმცა თქვენ უფრო ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით.

 

 

- საიდან მოიტანეთ? თქვენ გყოფნით ის პირლო, რომელსაც მოედანზე ხედავთ.

 

 

- თქვენ უფრო პოპულარული იქნებით, თუ უფრო კონტაქტურიც იქნებით.

 

 

- შეიძლება ასეცაა, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს. თავისუფალ დროს მე ჩემ ოჯახს ვუთმობ და ეს სიამოვნებას მანიჭებს. მე ფეხბურთის თამაშს სახლშიც კი ვაგრძელებ - 6 წლის ვაჟიშვილთან ერთად და ის ამაზე გიჟდება.

 

 

- ფეხბურთელებს არ შეუძლიათ იცხოვრონ მთლიანად ანონიმურად.

 

 

- ეს ვინ გითხრათ? მე იმასაც ვხედავ, როგორ ვიცხოვრებ კარიერის დასრულების მერე.

 

 

- 40 წლამდე თამაში გინდათ?

 

 

- მე მინდა თამაში იქამდე, სანამ გამომივა ამის კარგად კეთება. მე მომწონს ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. მეჩვენება, რომ ჯერ ბავშვი ვარ და ყველაფერი პირველად ხდება.

 

 

- კალჩოპოლის ახალი რგოლი - ამაზე რას ფიქრობთ?

 

 

- ეს უკვე წარსულია.

 

 

- სეზონის საუკეთესო და ყველაზე ცუდი მომენტი ?

 

 

- მე ძალიან გავნერვიულდი კივუს ამბავის გამო. სიცოცხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ფეხბურთის გამო, ეს ძალიან, ძალიან საშინელებაა. საუკეთესო მომენტი? ვიმედოვნებ, ის ჯერ წინაა.

 

 

- შევასა და კაკას შემდეგ იყო ერთი ადამიანი, ვინც “მილანი” დატოვა, კარლო ანჩელოტი “ჩელსიში” წავიდა და მეოთხედფინალშიც ვერ გააღწია. ამას სახლში დარჩენა სჯობდა?

 

 

- მეც ასე ვფიქრობ. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ვინც ჩვენგან წავიდა, ვერაფრის მოგებას ვერ ახერხებენ. ასე რომ, აქ დარჩენა ჯობია?

 

 

- მაგრამ “მილანიც” ბოლო დროს, ტიტულების გარეშე რჩება.

 

 

- ჩვენ ჩვენი ბოლო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...