planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერებმა. ირაკლი ალასანია: „21 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ახალი ჭრილობისავითაა და ის არ მოშუშებულა. ის ბრძოლა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო, გრძელდება. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომელთა ძალისხმევით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდა. 9 აპრილი ჩემთვის ტრაგედიასთან ერთად გამარჯვებასთანაც ასოცირდება, რადგან სწორედ ამ დღეს მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა“. დავით გამყრელიძე: „21 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გამოაფხიზლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს შემართული საქართველო და გაერთიანებული ქართველი ერი, რათა რუსეთის ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმისგან გავთავისუფლებულიყავით. სწორედ ამ შემართებამ განაპირობა ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 9 აპრილს გაფორმდა“. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts