Jump to content
Planeta.Ge

დავამტკიცებ, რომ ეკა კვალიაშვილი თაღლითია


Recommended Posts

http://boqlomi.blogspot.com/2010/04/blog-post_544.html

 

ირაკლი ლომაია: დავამტკიცებ, რომ ეკა კვალიაშვილი თაღლითია

 

„ეკა კვალიაშვილს რომ ჰკითხო, დიდი პატრიოტია თავისი ქვეყნის, მაგის პატრიოტობას რა ვუთხარი. ეგ იყო ხუბუტიას რომ ეხვეწებოდა, რუსეთის თავშესაფრის მიღებაზე დამეხმარეო. იმ კაცს ფული გამოსძალა, მაგრამ მერე მიუხვდა ხუბუტია და „აახვევინა“ რუსეთიდან. ეკას ფულს რომელი პარტიაც გადაუხდის, იქით წავა. არ მინდა დავასახელო ის თანამდებობის პირი, რომელთან ერთადაც შავ საქმეებს აკეთებდა, რადგან არ მინდა ის კაცი ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, თორემ ეს ყველაფრის ღირსია. ყველაფერს ვიტყვი, კვალიაშვილმა რომ მარინა ბერიძეს საფერფლე ესროლა და შერჩა, მე იმაში ხომ არ ვეშლები?იმ დროს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა არსებობდა, რუსეთის ელჩს, 2000 დოლარად აკეთებინებდა ვიზებს, ხოლო გერმანიის საელჩოში შენგენის ვიზების გაკეთებას პირდებოდა ხალხს და „გადაყარა“, ზოგს პასპორტები გაუფუჭა. პატარკაციშვილს რომ ფულს სძალავდა ეს რატომ არ აინტერესებს პრესას?“ – განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას პარაფსიქოლოგმა და მსახიობმა, ირაკლი ლომაიამ, რომელმაც მომღერალ ეკა კვალიაშვილის ბრალდებებსა და მის წინააღმდეგ აგორებულ პიარ-კამპანიაზე უკრაინიდან ისაუბრა.

 

ირაკლი ლომაია: საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვალიაშვილი გაქანებული ოპოზიციონერი იყო. არჩევნების მეოთხე დღეს ხელისუფლების დაკვეთილ კონცერტზე ხობში გაქანდა. სულ წუწუნებდა, წურწუმია მიბლოკავს კონცერტებს და არსად არ მეძახიან, მიშა მაგას სწყალობსო. სადაც მე უნდა წავსულიყავი, ყველგან ლელა „ჩაეკვეხაო“. კვალიაშვილი სულით მდაბიო ავადმყოფია, რომელიც სიმდიდრისა და ფუფუნების სენითაა შეპყრობილი, მთელი ცხოვრება „ვიგოდნიკობით“ ცხოვრობს.

 

 

საინტერესო ამბავია. ლომაია ინტერვიუში 5 მოწმეს ასახელებს, რომლებიც დაადასტურებენ კვალიაშვილის თაღლითობას.

post-4878-1270837104_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამეცინა :) ეს ლომაია მგონი ჯერ საკუთარ თავს უნდა დაეხმაროს და ფსიქიატრიაში გამოცდილება გამოიყენოს. რავიცი, მაინც.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლომაია ინტერვიუში 5 მოწმეს ასახელებს

ეგ რომ ვიღაცის თაღლითობაზე ილაპარაკებს............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეჰ... სულ გააგიჟა ეს პატარა ერი ერთმა ადამიანმა. სულ გავგიჟდით ქართველები...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მომღერალი... თან რა მომღერალი... : )))

 

აი, "სოფელო, ჩემო სოფელოს" რომ მღერის... : ))))))))

 

:018:

 

http://i42.tinypic.com/1si1ec.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ონლაინ კონფერენციაზე რომ მოვიწვიოთ ირაკლი ლომაია, არ მოვა?

 

სპირიტიზმის სეანსი ჩავატარებინოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...