Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge პატო “მილანში” ბედნიერია


Recommended Posts

ჭორები (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლო) ვრცელდება იმის შესახებ, რომ ალეშანდრე პატო “მილანს” დატოვებს. ამაზე ხშირად ისმის ლაპარაკი. თუმცა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ პატო “მილანში” დარჩება. გთავაზობთ თავად ბრაზილიელი ვუნდერკინდის კომენტარს ამასთან დაკავშირებით, მან ინტერვიუ “Telelombardia”-ს მისცა და აღნიშნა, რომ მას არ უნდა სხვა გუნდში გადასვლა. (იმედია, ეს დროებითი არ იქნება და მერეც არ გადავა…)

 

 

“ახლა მე ყველაფერი კარგად მაქვს. იმედი მაქვს, რომ უკვე მატჩში “პალერმოს” წინააღმდეგ მონაწილეობას მივიღებ. მე ძალიან ბედნიერი ვარ “მილანში” და არსად არ მინდა წასვლა.”

 

 

მინდა მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია ამ ფეხბურთელზე. ჩემი აზრით ის მომავალში “მილანს” ძალიან გამოადგება და თუ შევჩენკოსავით და კაკასავით გუნდს არ დატოვებს, შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ლეგენდაც გახდეს, რისი დიდი იმედიც მე და ყველა “მილანის” გულშემატკივარს აქვს.

 

 

ალეშანდრე როდრიგეს და სილვა, მეტსახელად პატო 1989 წლის 2 სექტემბერს დაიბადა ბრაზილიაში, პატო ბრანკოში.

 

 

სიმაღლე: 1.79 მეტრი

კარიერა:

 

 

2000-2006 “ინტერნაციონალი”, ახალგაზრდული

2006-2007 “ინტერნაციონალი”, 10 თამაში, 6 გოლი.

2007- “მილანი”, 74 თამაში, 36 გოლი.

 

 

ნეკრები:

 

 

2008 ოლიმპიადა, 2008 წელი 6 თამაში, 2 გოლი.

2008 - 8 თამაში, 1 გოლი.

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...