planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili24-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი, 9 აპრილს ქართველი ხალხის უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად ბედნიერების, დიდი ქართული ერთობის დღედ აფასებს. შაშიაშვილი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს 21 წლის წინ დაღუპული ქართველი ახალგაზრდების ოჯახებსა და მთელ საქართველოს. “ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას მოვდუნდეთ, ადამიანებმა თავი შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, 21 წლის წინ რუსთაველზე გამოსული ქართველები ქვეყნის აღმშენებლობისათვის იბრძოდნენ, დღეს კი ნაძირალა ხელისუფლებამ გაყიდა ქვეყანა, მიწა, რომლისთვისაც სისხლს ღვრიდნენ, ყველა და ყველაფერი, ღირსება წაართვა ხალხს”, _ აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს გარედან მართვადი ხელისუფლება ყავს, მოქმედებს ქვეყნის გარეთ დაწერილი ანტიქართული პროგრამა, ახასიათებს კოლონიური ქვეყნის ყველა ნიშანი, დაწყებული განათლების სისტემით, სოციალური ყოფითა და ადამიანთა უფლებების უგულველყოფით დასრულებული. “9 აპრილის 21 წლის თავზე და საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედებით საქართველო არც დამოუკიდებელია და არც თავისუფალი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე იმ ადამიანთა სულების პატივსაცემად, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ნაძირალებისგან”, – აცხადებს “თეთრების ლიდერი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts