Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გალის რაიონში წირვა-ლოცვას რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები აღავლენენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi-giorgi3-150x150.jpgგალის რაიონში წირვა ლოცვას რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები აღავლენენ.

 

 

ამ პრობლემით სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს გალის რაიონის წარმომადგენლებმა მიმართეს.

 

 

მათი განცხადებით, გალელების უფლებები უხეშად ირღვევა. მათ ეკრძალებათ წირვა-ლოცვებზე დასწრება. გაძარცვული და დანგრეულია ქართული ეკლესია-მონასტრები, გამოძევებულია ქართველი მღვდელმსახური, რომელიც ქართულ ენაზე აღავლენდა ლოცვებს.

 

 

გიორგი ტუღუშის განცხადებით, მან წაიკითხა გალელების მიერ გამოგზავნილი წერილი და აუცილებლად მიიღებს საჭირო ზომებს.

 

 

,,გალის მოსახლეობას ადრე საშუალება ჰქონდათ ზუგდიდში დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს, მაგრამ ახლა რუსის ჯარი მათ საზღვარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზეა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. გამოდევნილია ქართველი მოძღვარი და განადგურებულია ისტორიული ძეგლები”,- აღნიშნა ტუღუშმა.

 

 

მისი თქმით, იგი გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათ დასახმარებლად. ასევე შემდეგ ანგარიშში ამ თემას სპეციალურ თავს დაუთმობს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...