planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer22-150x150.jpgეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კობა დავითაშვილი, ოპოზიციურ პარტიებს თბილისის კოალიციური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ “ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ კალათბურთის სასახლეში დღეს ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და თბილისის მომავალი ხელისუფლება, აუცილებლად კოალიციური უნდა იყოს. “ოპოზიციას ჩვენ კოალიციური მთავრობის შექმნას ვთავაზობთ, იმის მიუხედავად ისინი არჩევნებში მონაწილეობენ თუ არა. ყველა ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის საერთო კოალიციურ მთავრობაში”, _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა უნდა შეიცვალოს და საქართველო საპარლამენტო მართველობის ქვეყანა გახდეს. კოალიციური მთავრობა კი მისი თქმით, ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს წელი სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო წელი იყოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts