alex Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 (edited) თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. ფხოველთა (ფშავ-ხევსურთა) თუშეთში მიგრაციის შესახებ რამდენიმე წყარო მეტყველებს. ამას მხარს უმაგრებს გვარ-სახელები, ენობრივი დიალექტური შეხვედრები, სეხნია ტოპონიმები და სხვა. ეს შეიძლება მომხდარიყო ახ. წ.-ის IV ს-ის პირველ ნახევარში, იბერიის მეფე მირიან III-ის მიერ ქვეყნის გაქრისტიანების მცდელობის წინააღმდეგ ამხედრებულ ტომთა მიერ.თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ, ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები.XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს.მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას.თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს.მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი ფორტიფიკაციული არქიტექტურა.სოფლების განაშენიანებისათვის, როგორც შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან.საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს. Edited April 9, 2010 by alex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 თუშებო გააქტიურდით!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 ხინკალი კარგია მაქეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2010 მარტო ხინკალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tergo Posted April 27, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2012 არა მარტო ხინკალი,ყველაფერი გემრიელი აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted November 30, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 30, 2012 http://www.youtube.com/watch?v=lUHqM7BE-Ks Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2012 http://www.gtc-tour.ge/uploads/pages/c3e07e37cfd2013e02e5e38276dfd4d2.jpg http://l.yimg.com/g/images/spaceout.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2012 http://farm7.staticflickr.com/6182/6155857660_a27c5c42a5_b.jpghttp://l.yimg.com/g/images/spaceout.gif http://farm1.staticflickr.com/97/231285627_9fa43d9fdf_o.jpg http://farm4.staticflickr.com/3367/3240593527_ab9801d90a_z.jpg?zz=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted December 1, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2012 http://farm1.staticflickr.com/110/298874943_3502913beb_z.jpg?zz=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 19, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2013 http://img13.imageshack.us/img13/7889/tushebi.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 19, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 19, 2013 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted October 20, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2013 http://www.youtube.com/watch?v=8YlDvKTWZLs Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bantikif Posted June 14, 2023 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2023 I love Georgian food so much i must visit best khinkali in tbilisi again for a good mood. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.