planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://upload.wikimedia.org/wikipedia/sr/9/99/378px-Atletico_Madrid_logo.svg.pngუეფას ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” მეტოქე მადრიდის “ატლეტიკო” იქნება. მადრიდელებმა მიმდინარე გათამაშების (ევროპის ლიგა) 1/4 ფინალის ორრაუნდიან პაექრობაში ასპარეზობიდან თანამემამულეები – “ვალენსიას” ფეხბურთელები გამოთიშეს (2:2) (0:0) სტუმრად გატანილი 2 ბურთის წყალობით. საფეხბურთო კლუბი მადრიდის “ატლეტიკო” 1903 წლის 26 აპრილს დაარსდა. კლუბის საშინაო არენად “ვისენტე კალდერონი” (54.851 მაყურებელი) ითვლება. “ატლეტიკოს” ესპანეთის ჩემპიონობა 9-ჯერ უზეიმია. ეს მადრიდელებმა 1939-40;1940-41;1949-50;1950-51;1965-66;1969-70;1972-73;1976-77;1995-96 წლებში მოახერხეს. მადრიდელებს ასევე 9-ჯერ აქვთ მოპოვებული ესპანეთის თასი, რომლის მოგებაც გუნდმა მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყო (1960;1961;1965;1972;1976;1985;1991;1992;1996 წლებში). ერთხელ იმარჯვა საკონტინენტთაშორისო თასში (1974 წელს). არის თასების მფლობელთა თასის ერთგზის გამარჯვებული (1962 წელს). ასევე ერთხელ გაიმარჯვა მეორე დივიზიონში (2001-02 წლების სეზონში), როდესაც დაქვეითებული იყო. არის ესპანეთის სუპერთასის 3-გზის მფლობელი (1940;1951;1985 წლებში). აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ტორესს მოუწევს მის ყოფილ კლუბში დაბრუნება, სადაც იგი 2001-07 წლების განმავლობაში ასპარეზობდა (214 მატჩი/82 გოლი). პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის 22 აპრილს “ვისენტე კალდერონზე” შედგება, ხოლო მადრიდელები “ენფილდს” ერთი კვირის შემდეგ, 29 აპრილს ესტუმრებიან. http://www.madrid-guide-spain.com/images/vicentecalderon1.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest კოკო Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 ბარსა გავა და ბარსელონა რეალი 2-0 ბარსელონა ატლეტიკო 2-0 :hamaki: და ბარსა დაისვენებს ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) ;) :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: :hamaki: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts