planetanews Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer21-150x150.jpgეროვნული საბჭოს მერობის ერთიანი კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი იქნება. ამის შესახებ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც მათ მოსახლეობას თბილისში ჩატარებული პრაიმერის შედეგები გააცნეს. თბილისის მასშტაბით სულ 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც 5,833 ხმით, 51,9%, 5,414 ხმის 48,1%-ით, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი დაამარცხა და ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი გახდა. კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოს სახელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილისათვის იბრძოლებს. დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურს გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, არამედ ეროვნული საბჭოს გამარჯვებაა. გამოკითხვა 6,7, და 8 აპრილს თბილისის ფარგლებში მიმდინარეობდა, რის მიხედვითაც ეროვნული საბჭოს, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოვლინდა.ეროვნულმა საბჭომ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინეს “ექსპრესნიუსი”_ ეროვნული საბჭოს მერობის ერთიანი კანდიდატი ზვიად ძიძიგური, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი იქნება. ამის შესახებ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, დღეს კალათბურთის სასახლეში გამართულ ეროვნული საბჭოსა და მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც მათ მოსახლეობას თბილისში ჩატარებული პრაიმერის შედეგები გააცნეს. თბილისის მასშტაბით სულ 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც 5,833 ხმით, 51,9%, 5,414 ხმის 48,1%-ით, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი დაამარცხა და ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი გახდა. კობა დავითაშვილი ეროვნული საბჭოს სახელით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილისათვის იბრძოლებს. დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურს გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, არამედ ეროვნული საბჭოს გამარჯვებაა. გამოკითხვა 6,7, და 8 აპრილს თბილისის ფარგლებში მიმდინარეობდა, რის მიხედვითაც ეროვნული საბჭოს, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოვლინდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts