Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კახეთში ვიზიტის შედეგებს აჯამებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-temur4-150x130.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კახეთში ვიზიტის შედეგებს აჯამებს.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოვლენები და კახეთის რეალობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება.

 

 

“შემაძრწუნებელია, ის რაც კახეთში ვნახეთ, ხალხი შიმშილობს, უმუშევრობაა მთელ რეგიონში, ზეკაცობა ჭირდება დღეს ყველა ქართველს, რათა შევძლოთ ქვეყანაში დეპრესიის და სასოწარკვეთილების დაძლევა”,- აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

 

მისი თქმით, სერიოზული ოპოზიციის პირობებში ქვეყანას არ ეყოლებოდა ასეთი არასერიოზული ხელისუფლება, “თეთრების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საჭიროა სხვა კონფიგურაციის, სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური პროცესის წარმართვა, განახლებული ეროვნული მოძრაობის და დიდი ქართული ერთობის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს.

 

 

“თეთრები” მოსახლეობასთან შეხვედრებს 5 მაისამდე საქართველოს ყველა რეგიონში განაგრძობენ, შეხვედრები შედგება ასევე ოს და აფხაზ ხალხებთანაც.

 

 

“5 მაისს ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას გავაცნობთ ამ პროცესის შედეგს, ხალხთან დათათბირება, ეს არის მთავარი ჩვენი მიზნის, ხელისუფლების შეცვლის განსახორციელებლად”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...